აფეთქება ამერიკის საელჩოსთან – შესაძლო რუსული ესკალაცია საქართველოში

აფეთქება ამერიკის საელჩოსთან – შესაძლო რუსული ესკალაცია საქართველოში

[World Politics Review მაიკლ ჩეჩირე]

თბილისში ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი დიპლომატიური ტალღა მოჰყვა და მოსკოვთან ნალოლიავებ „გადატვირთვის“ პოლიტიკას საფრთხეს უქმნის. აღნიშნული ინციდენტი ხაზს უსვამს კავკასიაში არსებულ არასტაბლურობას, თუმცა ამავდროულად ის რეგიონში რუსეთის ხანგრძლივი მოღვაწეობის ხელწერას ადასტურებს.

22 ივლისს Washington Times-ში გამოქვეყნებულ ელი ლეიკის სტატიას, სადაც საქარრთველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთის აგენტები 2010 წლის სექტემბერში თბილისში ამერიკის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაში დაადანაშაულეს, სწრაფი და მძლავრი რეაქციები მოჰყვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთში მყოფი რუსეთის აგენტი ევგენი ბორისოვი ადამიანებს ქირაობდა და საელჩოსთან და ქვეყნის მთელ რიგ სხვა ტერიტორიებზე აფეთქებებს გეგმავდა.

იმ დროს, როდესაც ბევრმა სტატიაში მოყვანილი ფაქტები რუსეთის შეუპოვრობად და რუსულ-ამერიკული გადატვირთვის პოლიტიკის ჩავარდნის დადასტურებად აღიქვა, სხვები ანგარიშის მიმართ სკეპტიკურად განეწყვნენ, მით უფრო, რომ თავდაპირველად ის ქართველების მხრიდან არაერთგზის გაკეთებულ განცხადებას გავდა. სამართლიანია ეს თუ არა, თბილისმა იმით, რომ ყველა შესაძლო სიტუაციაში რუსეთს ადანაშაულებს, გარკვეული რეპუტაცია შეიძინა.

თუმცა ლეიკის მომდევნო სტატიები იმის შესახებ, რომ ანალოგიურ დასკვნამდე ამერიკის სპეცსამსახურებიც მივიდნენ, დებატები გააქტიურა და გაძლიერდა ეჭვები რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკის გონივრულობაზე.

რა თქმა უნდა, ლეიკის სტატია ამ საკითხში საბოლოო სიტყვა არ არის და აფეთქებების ზუსტ გარემობებთან დაკავშირებით ეჭვები კვლავ ჩნდება, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის სპეცსამსახურების რეპუტაცია სერიოზულად შეილახა. ჟურნალისტმა ჯოშუა კუცერამ, რომელიც რეგიონში თავდაცვის საკითხებზე მუშაობს, ლეიკის პირველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, EurasiaNet -ში საკუთარ ბლოგზე, რამდენიმე არსებითი კითხვა დასვა.

„უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, თუ რაში სჭირდება ეს რუსეთს? რას მიიღებენ ისინი თბილისში საელჩოსთან ბომბის აფეთქებით?“ – კითხულობს კუცერა. კარგი კითხვაა. ერთი შეხედვით, ამერიკის საკუთრების წინააღმდეგ ტერაქტების მხარდაჭერაში სარგებელი ცოტაა, თუკი რუსული ინტერესებისთვის მხილების შედეგებს გავითვალისწინებთ.

თუმცა უფრო ადრინდელ შეფასებებში, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებზე ტალიავინის 2009 წლის დასკვნაში, აღწერილია რუსეთის სპეცსამსახურების მრავალრიცხოვანი ქმედებეები საქართველოში, რომლებიც ამ პატარა კავკასიური რესპუბლიკის დესტაბილიზაციისა და შესუსტებისკენ იყო მიმართული. შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ რუსეთის თავდასხმა ქართულ სამიზნეებზე – ცალკე საკითხია, თუკი 1991 წლიდან ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ამ ორ ქვეყანას შორის მტრულ ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, მაგრამ ამერიკის საელჩოზე თავდასხმა ეს სულ სხვა მასშტაბია. თუკი საკითხს რუსეთის ადრინდელი ქმედებების კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მსუბუქი შეტევის განხორციელება, შესაძლებელია.

მეტიც, – New York Times-ში ამერიკული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ანონიმური თანამშრომლის ციტატის თანამხად, ამერიკის საელჩოზე თავდასხმა, როგორც ჩანს ამერიკელებზე მეტად, საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი გზავნილი იყო. აფეთქების სიახლოვე საელჩოსთან ადასტურებს იმას, რომ ბომბები ამერიკელებისთვის მხოლოდ მინიშნება იყო და იმის ხაზგასმის მცდელობა, რომ საქართველო ამერიკის ოფიციალური პირებისთვის არასტაბილური ქვეყანა. აფეთქების მიზანს ამერიკული საკუთრებისთვის ზიანის მიყენება არ წარმოადგენდა.

ამგვარ ლოგიკას ამყარებს აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორის, გოგიტა არკანიას ჩვენებები, რომელმაც რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ ინტერვიუ მისცა. არკანია ამტკიცებს, რომ თანამშრომლობას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ რუსეთის აგენტი ბორისოვი მის ოჯახს ემუქრებოდა და თან დაარწმუნა ის, რომ მსხვერპლი არ იქნებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტერაქტები მიმართული იყო არა მასშტაბური დაზიანებებისა და მსხვერპლისკენ, არამედ დაუცველობის განცდის დასათესად. საქართველოს დესტაბილიზაცია შესაძლოა რუსეთის ერთ-ერთი მიზანია, ხოლო ასეთი მცირე მასშტაბის დარტყმები ერთგვარი ვარჯიში აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სპეცსამსახურებისთვის.

იყო თუ არა საელჩო სამიზნე? – ეს კითხვა ზოგიერთებს იმის გამო უჩნდებათ, რომ აფეთქება უშუალოდ საელჩოს ტერიტორიაზე არ მომხდარა. თუმცა, საელჩოს ტერიტორია თბილისში საკმაოდ იზოლირებული ზონაა და რაიონში ყველაზე მაღალი დონის სამიზნეა. ნაკლებსავარაუდოა, რომ შემსრულებლების სამიზნე სხვა ობიექტი იყო – დამნშავეებს გაცნობიერებული ექნებოდათ, რომ მთავარ სამიზნედ მაინც საელჩოს აღიქვამდნენ.

თუკი რეგიონში რუსეთის ისტორიას გავითვალისწინებთ, რეალურია შესაძლებლობა, რომ მოსკოვი საელჩოსთან მომხდარ ტერაქტში ჩართულია. თუმცა, მას შემდეგ რაც ლეიკის პირველი მასალა გამოქვეყნდა, საქმის რეალური დეტალები საქართველოში დემოკრატიის ხარვეზებსა და მიღწევებზე დებატებმა გადაფარა.

თუკი საქართველოს მთავრობის ტენდენცია ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულოს ხშირად მართლაც გადაჭარბებულია, ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის ბრალდებები ყოველთვის უსაფუძვლოა, რასაც ეს ბოლო მოვლენებიც ადასტურებს. იგივე სულისკვეთებით უარყოფს ზოგიერთი ანალიტიკოსი საქართველოს მმართველი პარტიის ბრალდებებს წარსულში იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ზოგიერთი რადიკალური ჯგუფი მოსკოვთან თანამშრომლობდა, მაშინ როდესაც 2010 წლის დასაწყისში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნღაიდელის და ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის კრემლთან კავშირების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა უცოდველია ან არ შეიძლება არასწორი ინფორმაცია ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარვეზებისა და მისი დაძაბული სტილის მიუხედავად, თბილისის წუხილის გაგება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით, შესაძლებელია და რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკვე დადასტურებული მავნე საქმიანობის ფონზე, ისეთი სერიოზული ბრალდებების უგულებელყოფა, როგორიცაა ამერიკის საელჩოს შენობასთან მომხდარი აფეთქება, არ შეიძლება.
foreignpress.ge