[Der Standard, ტატიანა მონტიკი]
20 წლის წინ დიდი ჩავარდნით დამთავრდა სახელმწიფო გადატრიალება საბჭოთა კავშირში, რომელიც ორგანიზებული იყო კომუნისტური პარტიის ანტირეფორმისტული ფრთის მიერ. ინტერვიუში, Der Standard-თან, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე იხსენებს მაშინდელ ამბებს.
„ვხელმძღვანელობდი რა საბჭოთა საგარეო უწყებას, მე მივეჩვიე ყველაფრისთვის თვალყურის დევნებას. დიპლომატებმა ბევრი რამ იცოდნენ, განსაკუთრებით მათ ვისაც კავშირები ჰქონდა შსს-სა და სუკ- თან“, ასე პასუხობს შევარდნაზე ჟურნალისტის შეკითხვას, საიდან იცოდა დიქტატურის შესაძლო დამყარების თაობაზე, რომლის შესახებაც მან ამცნო სკკპ 1990 წლის ყრილობას. მისი სიტყვით, ბევრს ჰქონდა რაღაც „ცუდის“ მოლოდინი, ამიტომაც საგარეო უწყების შეფის გამოსვლას დელეგატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
შევარდნაძეს არ სჯერა, რომ მიხეილ გორბაჩოვმა არაფერი იცოდა მინსკში, რამდენიმე თვის შემდეგ, პარტიული აქტივისტების წინაშე გამოსვლისას, იგი უკვე საუბრობდა მოსალოდნელი დიქტატურის შესახებ და მოუწოდა მათ გარდაქმნისათვის მხარდასაჭერად.
„მაგრამ რა გააკეთა მან ამის შემდეგ? წავიდა ყირიმში დასასვენებლად“-აცხადებს იგი, იმ საკითხის კომენტირებისას, იყო თუ არა გორბაჩოვი არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ თანამონაწილე 1991 წლის აგვისტოს მოვლენებისა.
როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს, პუტჩისტებს, სსსრკ ვიცე- პრეზიდენტ გენადი იანაევის მეთაურობით გამზადებული ჰქონდათ სიები იმ პირების შესახებ, რომლებთანაც ანგარიში უნდა გაესწორებინათ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ შევარდნაძე, ხოლო გორბაჩოვს, „ГКЧП“-ის გეგმის მიხედვით, განსაზღვრული ჰქონდა ფორმალური პრეზიდენტის როლი, რეალური ხელისუფლება გადადიოდა იანაევის ხელში.
„გარდაქმნის დასაწყისში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს თითქმის მთელი შემადგენლობა ემხრობოდა რეჟიმის შენარჩუნებას. უმეტესობა გამოდიოდა ნებისმიერი ცვლილების წინააღმდეგ. მე ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ საბჭოთა კავშირი ადრე თუ გვიან დაიშლებოდა(...) მე შევცდი მხოლოდ ვადებში,“-აგრძელებს შევარდნაძე.
მისი სიტყვებით, ქვეყანაში იყო მხოლოდ ორი პიროვნება რომელთაც შეეძლოთ შეეჩერებინათ იმპერიის ნგრევა: გორბაჩოვი და ელცინი. „მაგრამ ისინი ვერ იტანდნენ ერთმანეთს... წინააღმდეგობებმა ამ ორ პოლიტიკოს შორის მხოლოდ დააჩქარეს სსრკ-ს ნგრევა“.
შეჩერდა რა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1995-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტი, დარწმუნებულია, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის „უნდა გაუმჯობესდეს ნებისმიერ ფასად.
„რუსეთი- ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია. საქმე ზევიდან „ბრძანებაში“ რომ ყოფილიყო, რუსეთი დაიპყრობდა საქართველოს რამდენიმე საათში. ეს ერთხელ უკვე იყო. მხოლოდ ევროპელებისა და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის ძალისხმევით რუსებმა გაიყვანეს ჯარი და დატოვეს ისინი აქამდე მხოლოდ ცხინვალის რეგიონში“.
ამასთან იგი დარწმუნებულია, რომ 5-10 წლის შემდეგ საქართველო დაიბრუნებს თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. „რუსეთმა დაუშვა შეცდომა, შექმნა რა პრეცენდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. თუ ნამცეცა სამხრეთ ოსეთს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი, რა დააშავა ჩეჩნეთმა, დაღესტანმა და ნავთობით მდიდარმა თათრეთმა?“ - სვამს რიტორიკულ შეკითხვას შევარდნაძე.
ინტერვიუს ბოლოს ყოფილი საბჭოთა დიპლომატი და საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს შესაძლებლობას „რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებას და მის დაშლას“.