როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ (José Luis Rodríguez Zapatero) განაცხადა ესპანეთის პარლამენტის (გენერალური კორტესი) არჩევნები არა 2012 წლის მარტში გაიმართებოდა, როგორც დაგეგმილი იყო, არამედ 2011 წლის 20 ნოემბერს.
ამ ინიციატივით მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიცია გამოდიოდა, თუმცა მთავრობა ამას მხარს აქამდე არ უჭერდა.
სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ რაც პრემიერ საპატეროს განცხადებით ამჟამინდელი მთავრობა შეძლებს წლის ბოლომდე დაასრულოს ყველა დაგეგმილი ინიციატივა, ხოლო ახალ მთავრობას შესაძლებლობა ექნება შემდეგი კალენდარული წყლის დასაწყისიდანვე შეუდგეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
საპატეროს განცხადებით: „საყოველთაო არჩევნები 20 ნეომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია სექტემბრის ბოლოდან დაიწყება“.
გამოკითხვათა შედეგებით ვადამდელი არჩევნების გამართვას, ესპანელების ნახევარზე მეტი უჭერდა მხარს. გაზაფხულიდან მოყოლებული, ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებული ესპანელები, რეგულარულად მართავენ მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდგეო მრავალათასიან საპროტესტო აქციებს.
მზარდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე მმართველი სოციალიტური პარტიის რეიტინგი დაეცა. ცხოვრების დონის დაწევამ და უმუშევრობის გაზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ესპანეთში ცოტა ხნის წინ გამართულ ადგილობრივ და რეგიონალურ არჩევნებზე, რომელზეც გამარჯვებას ოპოზიციურმა ძალებმა მიაღწიეს.
კრიზისის დასაძლევად მთავრობამ საპენსიო ასაკი 67 წლამდე აწია, გაზარდა გადასახადები და შეამცირა სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები. თუმცა ამ ღონისძიებებმა მთავრობის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაზარდა.
საპატერომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე გადაწყვეტილება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ალფრედო პერეს რუბალკაბასთან (Alfredo Perez Rubalcaba) თათბირის შემდეგ მიიღო.
რუბალკაბა მომავალ არჩევნებზე მმართველ „ესპანეთის სოციალისტურ მშრომელთა პარტიას“ წარუძღვება. იგი ივლისის დასაწყისში ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაგა, რათა მთელი ძალები მომავალ არჩევნებზე მიმართოს.
ექსპერტების აზრით ვადამდელი არჩევნების დანიშვნით საპატერო ცდილობს მმართველი პარტიის რეიტინგის გადარჩენას.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, ახლა რომ არჩევნები გამართულიყო, 60 წლის რუბალკაბა 39,9% მიიღებდა, რაც მისი უშუალო კონკურენტის, ოპოზიციური სახალხო პარტიის ლიდერის, 56 წლის მარიანო რახოიას (Mariano Rajoy) მიღებულ ხმებზე 8%-ით მეტია.