„რაღა დროს პლაკატების გაკვრაა, როდესაც ციფრულ ტექნოლოგიებზე აქვთ აწყობილი „ნაცებს“ მთელი კამპანია“

„რაღა დროს პლაკატების გაკვრაა, როდესაც ციფრულ ტექნოლოგიებზე აქვთ აწყობილი „ნაცებს“ მთელი კამპანია“

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის რუსული წარმომავლობის შავი პიარტექნოლოგები ჩართო. რამდენად მომგებიანია „ნაციონალებისთვის“ რუსი პიარტექნოლოგების გამოყენება იმ ფონზე, როცა ორივე კანდიდატის საარჩევნო კამპანია აგებულია ერთმანეთის დადანაშაულებაზე ისეთ მძიმე ბრალდებაში, როგორიცაა რუსეთის აგენტობა?! რამდენად აწყობს გრიგოლ ვაშაძეს იმ ფონზე გამოჩენა, რასაც ჰქვია რუსი პიარტექნოლოგების გარემოში ყოფნა და სურთ თუ არა პიარის ქართველ სპეციალიტებს გრიგოლ ვაშაძესთან თანამშრომლობა? ამის შესახებ For.ge-ს NLP-ის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი მანანა ჯორჯიაშვილი ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის მისამართითნაციონალურიფრთისგან ხშირად გაიგონებთ, თითქოს ის რუსეთის საქმეს აკეთებს. რატომღაც ნაციონალებსავიწყდებათ“, რომ სწორედ რუსული ბეგრაუნდით მოვიდა გრიგოლ ვაშაძე და, ზურაბიშვილისგან განსხვავებით, მისი კარიერაც რუსეთში დაიწყო. ვის საქმეს აკეთებს გრიგოლ ვაშაძე?

- გრიგოლ ვაშაძე რუსეთის აგენტია, საბჭოთა მიდ-ის თანამშრომელი, რომელიც ატომური ბომბის განიარაღების საკითხებზე მუშაობდა.

ალბათ, მისთვის არ იყო სახარბიელო, რომ შკლიაროვი მის ორბიტაზე გამოჩნდა.

- რა თქმა უნდა, ამიტომაც იყო აქცენტი გაკეთებული სალომე ზურაბიშვილის რუსულ აგენტობაზე. ვაშაძე ცდილობდა, საკუთარი სუსტი მხარე წარმოეჩინა მოწინააღმდეგეში, ანუ, რაც მისთვის სისუსტე იყო, ის წარმოეჩინა სალომე ზურაბიშვილში. უბრალოდ, მოვლენათა ასეთ შემოტრიალებას ვაშაძე არ ელოდა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ესეც გარკვეული ტაქტიკაა, მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რის წინააღმდეგაც იგი იბრძვის?

- კი ბატონო, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ცდილობს, თავისი მინუსი არ გამოაჩინოს და სხვა ადამიანს დაასწროს საკუთარი მინუსების დაბრალება. თორემ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და იმ პერიოდში რუსეთის მოქალაქეც იყო, რაზეა საერთოდ საუბარი?

არავისთვის უცხო არ არის, რომ, ზოგადად, „ქართული ოცნებისპიარი მოიკოჭლებს. ამავეს ამბობენ სალომე ზურაბიშვილის პიარსპეციალისტებთან მიმართებითაც, რომ მათ აღემატებიან გრიგოლ ვაშაძის პიარსპეციალისტები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფინანსებსოცნებაარ უჩივის, მაშინ რით აიხსნება, რომ პიარტექნოლოგიაშიოცნებასუსტია დაოცნებისპიარტექნოლოგია დიდად არც სალომე ზურაბიშვილს წაადგება?

- „ოცნებას“ გარემოცვის პრობლემა აქვს, რომლებიც ლობირებენ ამ საკითხებს და არ გიშვებენ იქამდე, რომ ვიღაცას მიუთიუთო შეცდომების შესახებ. ეს გარემოცვის პრობლემაა, რომელიც ყველა მეფეს ასეთი ჰყავს. ჩაკეტილები არიან და იმის იქით არ იხედებიან. მათ ლობირებული ფსიქოლოგები, ლობირებული „პიარშჩიკები“ ჰყავთ, პროფესიონალიზმით არ ხდება არჩევა. ამ დროს უძლიერესი ქართველი პიარტექნოლოგები გვყავს. ახლაც არ ვიცი, მაინცდამაინც რუსეთის აგენტობას სალომე ზურაბიშვილს რატომ აბრალებენ, რაშიც ნამდვილად მეპარება ეჭვი. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი სალომეს მომხრე და ჩემი კანდიდატი ვერ მივიდა მეორე ტურამდე, ვაშაძესთან შედარებით სალომე ზურაბიშვილი ბევრად უფრო ევროპული ორიენტაცისაა. ეს მარტო მის მიერ განვლილი ცხოვრების მიხედვითაც დასტურდება.

გრიგოლ ვაშაძის განვლილ ცხოვრებაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რუსიპიარშჩიკირევოლუციას გვიანონსებს. რას ნიშნავს ასეთი განცხადება უცხო წარმომავლობის ადამიანისგან და შეიძლება თუ არა ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აღვიქვათ?

- სამწუხაროდ, შკლიაროვი ამბობს, რომ ეს რევოლუციური არჩევანი იქნება საქართველოსთვის. ამით ჩანს, თუ რა მიმართულებით მიდიან ისინი. აქ ვგულისხმობ იმას, რომ რუსები არასდროს სუფთად არ მუშაობდნენ პიარში. ტერმინი „შავი პიარი“ ზუსტად რუსებისგან წამოვიდა. სწორედ რუსებმა გამოიყენეს პირველად ეს ტერმინი და სულ სხვა რამეს ნიშნავდა ადრე შავი პიარი. სულ სხვა რამეს ნიშნავს ახლა რუსული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ეჭვი მეპარება, რომელიმე ქართველ პიარტექნოლოგს ვაშაძეზე მუშაობის სურვილი გასჩენოდა.

ვაშაძის დახმარებაზე ქართველმა პიარტექნოლოგებმა უარი განაცხადეს?

- ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ, მე არავითარ შემთხვევაში არ გავაძლიერებდი ვაშაძის გუნდს. როცა ჩემს სიმპათიას არ იმსახურებს რომელიმე პოლიტიკოსი, დიდ შემოსავლებზეც მაქვს უარი ნათქვამი.

ცალკეული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ .. ვარდების რევოლუციის კრიტიკულ მომენტში მიხეილ სააკაშვილს გადამრჩენელად იგორ ივანოვი მოევლინა. სწორედ იგორ ივანოვთან მოლაპარაკების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. .. რევოლუციებში, დიდწილად, რუსული ხელწერა იკვეთება, მაგრამ ამჯერად რამდენად არის პუტინის რუსეთი დაინტერესებული საქართველოში მორიგი რევოლუციით?

- რუსები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, როგორ შეიძლება გადანაწილდეს ხმები არჩევნების მეორე ტურში, მე მაინც მგონია, რომ რევოლუციის საფუძველი არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, დავით ბაქრაძის ამომრჩეველი არ არის გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველი, როგორც ზოგიერთები გვარწმუნებენ, თითქოს ბაქრაძის ამომრჩევლის 90% ვაშაძეს მისცემს ხმას. ესენი არიან „ნაციონალების“ მოწინააღმდეგე ხალხი, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან „ოცნებისგან“, მაგრამ, ამავდროულად, ამ ხალხს არ სურს აგრესია, ანუ არ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, ჩემი აზრით, „ნაცების“ მოწინააღმდეგე და „ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩეველი ისევ სალომეს მისცემს ხმას. თუმცა ვაშაძის მოსვლით საშიშროება არის იმის, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნონ და იყოს აურზაური და კოლაფსი ქვეყანაში.

რამდენად ძლიერები არიან ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგები და პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში თუ იკვეთება თუნდაც ვიტალი შკლიაროვის კვალი?
- მე არ ვიცი, მისი დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ ის, რომ ძლიერი პიარტექნოლოგია, ესეც ფაქტია. მას პროფესიონალიზმს ვერ დავუწუნებთ, შესაძლოა, დავუწუნოთ რაღაც სხვა, რომ ის რუსია, რუსული პიარტექნოლოგიების მამაა, მაგრამ ის პროფესიონალია. მისი სიძლიერე ზუსტად მის მიერვე გაკეთებულ მესიჯებში გამოიხატება, გამოიხატება იმაშიც, რომ მათ კარგად შეისწავლეს ჩვენი პოლიტიკური ბაზარი და ზუსტად იქ დაარტყეს მოწინააღმდეგეს, სადაც უნდა დაერტყათ. ეს არის მათი სიძლიერე, ეს ვერ გააკეთა „ოცნებამ“.

მე ერთ-ერთ კომენტარში დავუწერე ჩვენს ერთ-ერთ პიარტექნოლოგს, რომ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიას იყენებენ „ნაცები“ და ჩვენ ამ დროს მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით ვებრძვით. რაღა დროს პლაკატის გაკვრაა, როდესაც არსებობს მთელი ინტერნეტქსელი და მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიებზე აქვთ აწყობილი „ნაცებს“ მთელი კამპანია. ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილის პიარკამპანია ძალიან სუსტია, ისიც კი სუსტია, რომ ეგზიტპოლები გამოაცხადეს მეტობით. ეგზიტპოლში ცთომილება შეიძლება იყოს 2-3%, მაგრამ 19%-იანი ცთომილება არ შეიძლება იყოს.