„ვისაც არ მოსწონს ჩემი ელისაშვილთან შეხვედრა, შეუძლია ცივი წყალი დალიოს

„ვისაც არ მოსწონს ჩემი ელისაშვილთან შეხვედრა, შეუძლია ცივი წყალი დალიოს"

ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის, ამ თემაზე თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს შეხვდა. თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნაზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პოლიტიკური ცენტრის საქმიანობაში ჩაერთოს.

„რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა დაადასტურა, რომ მასსა და ელისაშვილს შორის შეხვედრა შედგა, რადგან მიაჩნია ერთ-ერთ პერსპექტიულ საზოგადო მოღვაწედ, რომელმაც დაამტკიცა, რომ მინიმალური რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეუძლია.

„ალეკო ელისაშვილს ნამდვილად შევხვდი, რადგან მიმაჩნია, რომ იგი არის პერსპექტიული საზოგადო მოღვაწე, რომელმაც მინიმლური რესურსებით მაქისმალური შედეგი მიიღო. ვისაც არ მოსწონს ჩემი ელისაშვილთან შეხვედრა, შეუძლია ცივი წყალი დალიოს.

„რაც შეეხება კონკრეტულად ახალი პროლიტიკური ძალის შექმნას, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეა, რადგან ამ ორ დომინანტ ძალას შორის ეს შულურული თამაში უნდა დასრულდეს.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაში მე აქტიურ მონაწილოებას მივიღებ და სიამოვნებით დავეხმარები. ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები. მე და ჩემი თაობის ადამიანებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ პატიოსანი, პერსპექტიული, მოაზროვნე ახალგაზრდები, რომელებიც 2020 წლისთვის გადაიბარებენ ამ ქვეყნის მომავალს. ასე უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე. დღევანდელმა პოლიტიკურმა ელიტამ დროა დისვენოს.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიქმნება ეს ცენტრი, ვიდრე არჩევნების მეორე ტური არ დამთავრდება, ამ საგიჟეთში ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება...

„იქნებიან თუ არა ამ ცენტრში დღეს არსებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები? - არ ვფიქრობ, იშვიათი გამონაკლისის გარდა. რაც შეხება თანამშრომლობას, პოლიტიკაში თანამშრომლობა არსებოს, თუმცა თანამშრომლობის ფორმებსაც გააჩნია", - განაცხადა „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.