[Foreign Policy.ჯოშ როგინი]
27 ივლისს რუსმა მაღალჩინოსანმა სენატორებს ჯონ კაილს (რესპუბლიკელი, არიზონას შტატი) და მარკ კერკს (რესპუბლიკელი, ილინოსის შტატი) „ცოვი ომის მონსტრები“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები დაინგრევა, თუკი ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვლენ.
წინა დღეს, ნატოში რუსეთის ელჩი დიმიტრი როგოზინი კაილს და კერკს ვაშინგტონში შეხვდა – თუმცა, როგორც ჩანს, ახალო მომავალში ისინი ერთმანეთს აღარ შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ როგოზინმა ახალი ამბების რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს დიდი ინტერვიუ მისცა სადაც სენატორები გააკრიტიკა და რუსეთის საზოგადოება იმ საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რასაც ის ამერიკაში რესპუბლიკელების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხედავს.
როგოზინმა განაცხადა, რომ ეს ორი სენატორი რუსულ-ამერიკული თანამშრომლობის მთელ რიგ მიმართულებებზე (ბირთვული იარაღის კონტროლი და ანტისარაკეტო თავდაცვა) თავდასხმით ან მათი შეჩერებით აშშ-რუსეთის გადატვირთვას ჩაშლით ემუქრება.
„დღეს მე სენატში სენატორებს ჯონ კაილს და მარკ კერკს შევხვდი. შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო, რადგან ნათლად გამოჩნდა, რომ ბარაკ ობამას ალტერნატივა რუსეთთან თანამშრომლობის ყველა პროგრამის კოლაფსია“, – თქვა მან. „დღეს მე ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დროის მანქანამ რამდენიმე ათწლეულით უკან დამაბრუნა და ჩემს წინაშე იჯდა ცივი ომის ორი მონსტრი, რომლებიც არა თვალებით, არამედ თითქოს დამიზნებით მიყურებდნენ“.
როგოზინის თქმით, რუსეთი ვერ მისცემს თავს უფლებას გააღრმავოს კავშირები შეერთებულ შტატებთან, თუკი რესპუბლიკელების დღევანდელ პოზციას გავითვალისწინებთ, რადგან ამის გაკეთება ნიშნავს ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნას, თუკი რესპუბლიკელები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.
„ჩვენ ან მივაღწევთ თანამშრომლობის ერთგვარ სერიოზულ ზღვარს სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში, რაც დაგვეხმარება ჩვენს ურთიერთობებში იმ წერტილის გადალახვაში, რომ უკან არასდროს დავბრუნდებით და ამ თანამშრომლობის შეჩერებას ვერავინ შეძლებს, ან ვერ მივაღწევთ – მაშინ დღევანდელი დათბობა, რომელიც „გადატვირთვის“ სახელითაა ცნობილი შეწყდება და დადგება მკაცრი ზამთარი“.
თუმცა, როგოზინს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ სწორედ რუსეთის მთავრობა ემუქრება ობამას ადმინისტრაციას გადატვირთვის შეწყვეტით იმ კანონპროექტის გამო, რომელიც გულისხმობს გარკვეული ზომების გატარებას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევს და აგდებულად ისაუბრა იმაზე, რომ კერკმა ახსენა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი დაკავშირებულია ამერიკის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებასთან თბილისში.
როგოზინმა შეაქო თეთრი სახლი აშშ-რუსეთის ურტიერთობების გაუმჯობესებისთვის, და მომავალში უფრო აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
როგოზინის მიერ რუსული მედიისთვის მიცემული კომენტარები მკვეთრად განსხვავდება იმ ანგარიშისგან, რომელიც ელჩმა კაილთან და კერკთან შეხვედრის შესახებ ინგლისურენოვან twitter-ზე გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ „მე განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებ ჩემს შეხვედრას სენატში“.
ის წერს, რომ კერკის თქმით სენატორი მხარს უჭერს რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობას ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში, და რომ საიდუმლოდ მხარს უჭერს გადატვირთვის პოლიტიკას.
„მე მომეწონა კერკის აღიარება, რომ გულის სიღრმეში ის რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გულმხურვალე მხარდამჭერია“, – აღნიშნავს როგოზინი. „თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ის იძულებული იყო ეს ფაქტი დაემალა. მე მადლობას ვუხდი ამხანაგ კერკს მისი პოზიციისთვის!“.
The Cable-თან ინტერვიუში „ამხანაგმა კერკმა“ როგოზინს საპასუხო დარტყმა მიაყენა და განაცხადა, რომ გულწრფელად მას ნაკლებად აღელვებს რუსეთის შეხედულებები ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებულ ამერიკულ გეგმებზე.
„შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს უბრალოდ არ ეხებათ“, – განაცხადა კერკმა. „ნატო-ირანის სარაკეტო ომის პოტენციურ სცენარში რუსეთს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ რუსეთის წუხილი იმის თაობაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ან არ ვაკეთებთ ირანის საფრთხესთან დაკავშირებით, საინტერესო, თუმცა დიდწილად უმნიშვნელოა“.
როგოზონის კომენტარზე საუბრისას, სადაც ამ უკანასკნელმა კერკი და კაილი „რადიკალებად“ და „ცივი ომის მონსტრებად“ მოიხსენია, კერკმა განაცხადა: „იქნებ, კოფეინის მოხმარებას მოუკლოს“.
„მე რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრე ვარ და არსებობს სფეროები სადაც ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ“, – თქვა კერკმა. „მაგრამ მან ჯერ გვთხოვა შეხვედრა, შემდეგ კი პრესასთან გვლანძღა. მე ამას არასდროს გავაკეთებდი“.
ყოფილი რუსი დეპუტატი, ცნობილი დემაგოგი და შფოთისთავი როგოზინი ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეხვდა ასევე ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჯგუფს, მათ შორის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილონს, რუსეთის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროს დირექტორს მაიკლ მაკფოლს, გაუვრცელებლობის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროს დირექტორს გრი სეიმორს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელენ თოშერს, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონს, შტაბების ხელმძღვანელთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯეიმს კარტრაიტს, ჩრდილოამერიკული კონტინენტის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მეთაურს, ადმირალ ჯეიმს ვინეფელდს და ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტოს დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ პეტრიკ ორეილის.
როგოზინი „რია-ნოვოსტისთან“ ინტერვიუში მხოლო დონილონს აქებს.
„ტომ დონილონი – გამოცდილი ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკოსია, რომლის კარიერაც ჯერ კიდევ 1977 წელს დაიწყო. მე მოხარულ ვარ, რომ ამერიკული ისტებლიშმენტის ამ გამოჩენილ ადამიანს შევხვდი. ის ჭკვიანი, სასიმოვნო ადამიანია, რომელსაც შეგიძლია ენდო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადების მხრივ“, – თქვა მან. „ეს შეხვედრა ყველაზე სასიამოვნო იყო“.
[foreignpress.ge]