"მუსავათი" თბილისში და სააკაშვილი ბაქოში-რას წერს აზერბაიჯანული პრესა?

ბაქოში შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილი დაპატიჟონ. აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან სხვადასხვა არხების საშუალებით არაერთხელ გამოთქმული უკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება " მაინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ მომქმედ ოპოზიციურ-ექსტრემისტულ ელემენტებს აძღევს აზრის გამოხტვის არეალს, ამის შესახებ ვრცელ სტატიას აზერბაიჯანული პორტალი Haqqin.az აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ბაქოდან თბილისში მორიგი ოპოზიციონერთა ჯგუფია დაპატიჟებული, ისინი მონაწილეობას კონრად ადენაუელის ფონდის მიერ მოწყობილ კონფერენციაში მიიღებენ. კონფერენცია 1-3 ნოემბერსაა დაგეგმილი. ორგანიზციის საიტზე კონფერენციის ძირითად მიზნად საქართველოსა და უკრაინაში პრობლმებისა და შესაძლებლობების ღია განხილვაა დასახელებული. კონფერენციაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტია „მუსავათის" ყოფილი ლიდერი ისა გამბარი და აზერბაიჯანის მთავრობის სხვა მოწინაღმდეგეები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ფაქტი, გამოცემის განცხადებით, საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯად განიხილება.

Haqqin.az რამდენჯერმე წერდა საიდუმლო ოპოზიციურ მიწისქვეშეთის არსებობის შესახებ, რომელიც საქართველოდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოდის და ეს თბილისის მიმართ ოფიციალური ბაქოს მიერ გადადგმული მეგობრული ნაბიჯების ფონეზე ხდება, ისეთის როგორებიცაა:-წლიდან წლამდე იზრდბა ინვესტიციები, ენერგორესურსები საბაზროზე დაბალ ფასად მიეწოდება. აზერბაიჯანის მთავრობა არაერთხელ წასულა რისკზე და საქართველსოს კრიტიკულ მდგომარეობაში დახმრებია. ამის გამო ბაქოში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება" ანტიაზერბაიჯანულ ძალებს" მოედნს აძლევს. ბაქო ჯერ მოთმინებით ეკიდება ყველაფერ ამას. მაგრამ, თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას ანტიაზერბაიჯანული ძალების მიმართ, მათ არასასიამოვნო სიურპრიზი ელით. ერთერთი საპასუხო ნაბიჯი შეიძლება გახდეს აზერბაიჯანში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისათვის თავშესაფრის მიცემა, სააკაშვილის, რომლის რეიტინგიც დღითი დღე იზრდება და თავად მიხეილ სააკაშვილიც შესაძლოა მოიწვიონ ბაქოში. გმოცემა წერს, რომ ახლო მომავალში შესაძლებელია ბაქოში სააკაშვილი გამოჩნდეს. სააკაშვილი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანის მთავრობის წევრებთან და მისი პრეზიდენტობის დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა სტრატეგიულ პარტნიორობას მიარწია. იმის გამო, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები არ გაფუჭებულიყო, ბაქო დისტანცირებას ახდენდა სააკაშვილთან. მაგრმ ჩვენ ვნახეთ პასუხი, წერს გამოცემა, რომ საქართველო გახდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრად, და ოპოზიციამ ყველა სახის გრანტებთან წვდომა საქართველოს გავლით მიიღო. „ქართული ოცნების" პოზიციები საკმაოდ არასახარბიელოა და რგიონში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა მისთვის კოშმარი იქნება."- წერს გამოცემა Haqqin.az-ი.