როგორ შევინახოთ ლუდი

როგორ შევინახოთ ლუდი

ლუდის მოყვარულებს ურჩევნიათ უფრო მეტის დახარჯვა ექვს შეკვრა ლუდზე, ვიდრე ერთი ბოთლი ღვინის ყიდვა. ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია ლუდის სათანადოდ შენახვა.  

1.      ლუდი ლითონის შეფუთვაში ან მინის ბოთლში ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

2.       ლუდის „დაწვენა“ ცალ გვერდზე გარკვეული დროის განმავლობაში კონტეინერს აქცევს ჟანგბადის ზემოქმედების ქვეშ რასაც მოჰყვება გემოს დაკარგვა.  

3.      ლუდი არ უნდა იქნეს გადატანილი მაცივრის ერთი უბნიდან მეორეში რადგან ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებაც კი გავლენას ახდენს ლუდის არომატზე.

4.      რაც უფრო ცივია ლუდი მით ნაკლებად არომატულია. ბევრ ქვეყანაში წარმოებს ოთახის ტემპერატურის მქონე ლუდის მიტანა  სუფრაზე.

5.      ჩამოსასხმელი ლუდის პასტერიზაცია არ ხორციელდება, რის გამოც მას უკეთესი გემო აქვს ვიდრე კონტეინერებსა და ბოთლებში  ჩამოსხმულ ლუდს.

გაგიმარჯოთ!

რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლუდის შეფითვაზე…

ლუდის ბოთლების ტიპები  

ლუდის ბოთლებს სხვადასხვა ფორმა და ზომა აქვს. ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ლუდის შეფუთვაზე. ყავისფერი ან მომწვანო მინის გამოყენება უზრუნველყოფს პროდუქტის დაცვას მზის სინათლისგან, რომელსაც შეუძლია ლუდის ქიმიური შედგენილობის დაშლა. ესთეტიკურ მხარეს ხშირად უპირატესობა ენიჭება და ამის გამო გამჭვირვალე ბოთლებში ჩამოსხმული ღია ფერის ლუდი უკეთესად იყიდება.  გამოცემა EHow –ს თანახმად ფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ზომა განსაზღვრავს  მოხმარებას – მაგალითად, მოიხმარს თუ არა მყიდველი პროდუქტს მთლიანად თუ ყიდულობს ლუდს თანდათანობით მოხმარების მიზნით.

„მუცლის“ მქონე ლუდის ბოთლი (Stubby)

ეს ბოთლი გაცილებით დაბალია ვიდრე ტიპური ლუდის ბოთლი და ფაქტიურად ყელი არ გააჩნია. შეფუთვისას ეს ბოთლი ნაკლებ ადგილს იკავებს,  კომპაქტურია შენახვისას და მიწოდებისას. ის გაცილებით უფრო მტკიცეა ვიდრე საშუალო სიდიდის ლუდის ბოთლი, დამზადებულია უფრო სქელი მინისგან და ჩვეულებრივ ყავისფრად ან მწვანედ არის შეფერილი. ასეთი „მუცლიანი“ ლუდის ბოთლები გავრცელებულია ევროპაში და პოპულარული იყო კანადაში 60 – იანი წლებიდან 80 – იანი წლების შუახანებამდე. „მუცლიანი“ ლუდის ბოთლები ნოსტალგიური რეპუტაციით სარგებლობს კანადაში და საკოლექციო ნივთადაც  კი იქცა. ამერიკული ლუდების ძალზე მცირე რაოდენობა გამოდის „მუცლიან“ ბოთლებში.

ლუდის „დოქისებრი“ ბოთლი (Growler)

ამ ტიპის ბოთლში ჩადის ჩამოსასხმელი ლუდის ნახევარი გალონი, მაგრამ ასევე გამოდის 1 ლიტრის ან 1 კვარტის მოცულობით. ის ჩვეულებრივ განკუთვნილია ჩამოსასხმელი ლუდისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი „დოქებით“ საყვარელი ჩამოსასხმელი ლუდის შინ წაღება. ამ ბოთლის გამოყენების ერთ–ერთი უპირატესობა სიიაფეა. გახსოვდეთ, რომ როდესაც ხურავთ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლს ფრთხილად უნდა იყოთ რომ არ მოხდეს ნახშირორჟანგის დაკარგვა.  Growler –ი ჩვეულებრივ მუქი შეფერილობისაა. რობერტ სიმონსონი „ნიუ იორკ თაიმსში“ აღნიშნავს, რომ ლეგენდის თანახმად სახელი Growler–ი წარმოიშვა იმ ბგერისგან რომელსაც გამოსცემდა ნახშირორჟანგი როცა ჩამოსასხმელი ლუდი სათლებით დაჰქონდათ.   

მაღალი ყელი

მაღალყელიანი ბოთლები გავრცელებულია ქვეყნების უმრავლესობაში. მაღალყელიანი ლუდის ბოთლები განსაკუთრებით გავრცელებულია ამერიკაში. Beer Club –ის თანახმად ეს მაღალი და ნატიფი ბოთლები ცნობილია  როგორც ISB (დარგობრივი სტანდარტული ბოთლი Industry Standard Bottle). მაღალყელიანი ბოთლების სიდიდე ჩვეულებრივ ერთგვაროვანია, და შესაძლებელია მათი გადამუშავება და ხელახალი გამოყენება. მაღალყელიანი ბოთლები გამჭვირვალე ფერადი მინისგან არის დამზადებული, მაგრამ ისინი უფრო ხშირად  გამჭვირვალე მინისაა ვიდრე სხვა ტიპის ბოთლები. მაღალყელიანი ბოთლი ადვილი დასაჭერია და ყელით დაჭერა (ბოთლის სხეულის ნაცვლად)  ხელს უწყობს ლუდის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას ცივ მდგომარეობაში.