“სააკაშვილის ბრძანებით ბარამიძემ ჩვენი ოჯახი გაანადგურა… დღემდე ჩამესმის ბაბუაჩემის განწირული ყვირილი…”

“სააკაშვილის ბრძანებით ბარამიძემ ჩვენი ოჯახი გაანადგურა… დღემდე ჩამესმის ბაბუაჩემის განწირული ყვირილი…”

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომლის მთავარი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა და მმართველობის, როგორც "რეჟიმად" გამოცხადება.

"პატრიოტთა ალიანსის" მიერ პარლამენტში წარდგენილ რეზოლუციას: "მიეცეს სამართლებრივ- პოლიტიკური შეფასება სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას, 2004-დან 2012 წლების მმართველობას!" საქართველოს მოქალაქეები უერთდებიან.

„ფეისბუქზე" უკვე შექმნილია გვერდი, სახელწოდებით - "რეზოლუცია" .

რეზოლუციას უერთდება აფრასიძეების ოჯახიც, სვანეთში მოკლული აფრასიძეების ოჯახის გადარჩენილი წევრები დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული შმაგი აფრასიძის ქალიშვილს, ლედი აფრასიძეს, კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო შეიარაღებული შტურმი მათ საცხოვრებელ სახლზე, გოგონა იმ დროს 6 წლის იყო, მაშინ, ლედის გარდა, სახლში კიდევ სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ლედი აფრასიძე საზარელ დღეს იხსენებს:

„სპეცოპერაციის დროს 6 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი დამევიწყებინა ეს ყველაფერი, ძალიან რთულია... დღემდე ჩამესმის ბაბუაჩემის ხმა, რომელიც ხელებაწეული აივანზე გამოსული განწირული ყვიროდა, ცეცხლი შეეწყვიტათ, რადგან სახლში ბავშვები ვიყავით. იმის ნაცვლად, რომ მათ სროლა შეეწყვიტათ, პირიქით, აგრძელებდნენ, უფრო დიდი ცეცხლი გახსნეს. ისროდნენ ჩვენი სახლის მიმართულებით, სწორედ იქ სადაც ბავშვები ვიყავით. არავინ იყო იქ დამნაშავე, ერთადერთი ძებნილი, რომელიც ჩვენს ოჯახში იმყოფებოდა, ეს ომეხი იყო, რომლის დაჭერაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის მთელ სვანეთში სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა. თუმცა, მათი მიზანი ეს არ იყო, მათი მიზანი ჩვენი ოჯახის განადგურება იყო.

სააკაშვილის ბრძანებით ბარამიძემ ჩვენი ოჯახი გაანადგურა. მათ არ დაგვინდეს არავინ, ბავშვები, ქალები, სრულიად გაგვანადგურეს", - იხსენებს ლედი აფრასიძე.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა.

სპეცდანიშნულების რაზმმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სოფელ ეცერში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დილის 7:30 საათზე დაიწყო. პარალელურად საზოგადოებას აცნობეს, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების, ასევე, ძებნაში მყოფ ბრალდებულთა ადგილმდებარეობის დადგენა-დაკავების მიზნით ხორციელდებოდა. საერთო ჯამში, სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო შსს-სა და უშიშროების რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა. აფრასიძეების ოჯახის ინფორმაციით, მათ იერიში ავიაციის გამოყენებითაც მიიტანეს. ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენი იყო ჩართული.

ბარამიძის თქმით, ევგენი და ომეხ აფრასიძეები იმიტომ დაიღუპნენ, რომ მათ ცეცხლი სპეცდანიშნულების რაზმს ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს.

სპეცოპერაციის დროს მოხდა ევგენი აფრასიძის ლიკვიდაცია, ასევე, მოკლეს მისი ერთ-ერთი ვაჟი ომეხ აფრასიძე, კიდევ ორი ვაჟი - გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. მათ მოგვიანებით 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ძმები აფრასიძეები 2013 წელს ამნისტიის შედეგად განთავისუფლდნენ.