"ქართულ ოცნებაში მართვის სისტემის კრიზისია. "ოცნების" შეცდომა ის არის, რომ მან არ მოახდინა წინა ხელისუფლების ლუსტრაცია და მართვის სისტემაში დატოვა ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედნი და შემსრულებლები.
"ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა ამოუვარდა ახლა "ოცნებას"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირები გაესაუბრა.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებით ბოლო მოვლენებს და რასთან გვაქვს საქმე. ფიქრობთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს კომპრომატების ომი?
ვახტანგ მაისაია: ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებაში" მართვის სისტემის კრიზისია. "ოცნების" დიდი შეცდომა ის არის, რომ მან არ მოახდინა წინა ხელისუფლების ლუსტრაცია და მართვის სისტემაში დატოვა ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედნი და შემსრულებელები.
ასევე, პოლიტიკური წონასწორობის შექმნისთვის არ მოახდინა პოლიტიკური ძალების ფომირება, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებას.
ახლა, გაკოტრებული "ნაცმოძრაობა" მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს და დაამყაროს ძალადობრივი რეჟიმი. ისინი არ შეიცვლებიან და გამწარებული სააკაშვილი აქ რომ ჩამოვა, რას დაატრიალებს.
"რ": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ პოლიტიკურ ძალებს რაღაც მხარდაჭერის იმედი ექნებათ გარედან, ცხადია ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგს და მომხრეების ქუჩაში გაყვანას შეეცდებიან...
ვ.მ: პოლიტიკური ველი არის მოტიტვლებული "ევროპული საქართველო" რა თამაშს თამაშობს, გაურკევევლია და არანაირი პოპულარობა არ გააჩნია, ბაქრაძის ლიდერობაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ბრძოლა მიდის კრემლის ინტერსების გამტარებულ გრიგოლ ვაშაძესა და დასავლური ღირებულებების მატარებელ სალომე ზურაბიშვილს შორის.
ბოლო მოვლენები, რომელიც ქვეყანაში განვითარდა, ჩემი აზრით არის კარგად დადგმული სპექტაკლი, რომლის სცენარიც დაიწერა კრემლის კორიდორებაში.
ფაქტია, რომ ამ ჩანაწერებს წინ უსწრებდა შეტევა ლუგრის ლაბორატორიაზე, კარასინის მუქარა, რუსეთის თავდაცვის სამინტროს მუქარა. კრემლს ნამდვილად არ მოსწონს, რომ ივანიშვილმა რუსეთის დაკრულზე არ იცეკვა და არ შეცვალა საქართველოს პოლიტიკური ვექტორი.
პირიქით, უფრო სწრაფი ტემპით ხდება ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. ამიტომ, კრემლი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში სიტუაცია ხელოვნურად დაძაბოს და აამღვრიოს.