"მიწას არ დავთმობთ, "ომონით" და "კადიროვცებით" ვერ შეგვაშინებენ!" - რა ხდება ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის?

ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთს შო­რის ახალ სა­სა­ზღვრო შე­თან­ხმე­ბას (რო­მელ­საც კრემ­ლის მიერ და­ფინ­სა­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ჩეჩ­ნე­ბის გუ­ლის­წყრო­მა უნდა მოჰ­ყო­ლო­და), რამ­დე­ნი­მე დღეა ინ­გუ­შეთ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბი­თა და მწვა­ვე მო­თხოვ­ნე­ბით პა­სუ­ხო­ბენ.

ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ძა­ბა იმ ფაქ­ტმა, რომ 5 ოქ­ტომ­ბერს, ინ­გუ­შე­თის ომონ­მა გზა გა­და­კე­ტა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას მა­გა­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. სა­უ­ბა­რია სო­ფელ ეკა­ჟე­ვოს გავ­ლით გზა­ზე, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის­კენ მი­დის. იმა­ვე დღეს, აქ­ტი­ვის­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს არ შე­მო­უშ­ვან და გა­უშ­ვან ძა­ლოვ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩეჩ­ნე­თის მხრი­დან. ინ­გუშ აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად ლო­ცუ­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბი.

ყვე­ლა­ფე­რი 26 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც ჩეჩ­ნე­თი­სა და ინ­გუ­შე­თის მე­თა­უ­რებ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა და იუ­ნუს-ბეკ ევ­კუ­როვ­მა გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორ რეს­პუბ­ლი­კას - ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთს შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარს ად­გენს... მათ შო­რის სა­ზღვა­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ დად­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა.

რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ფონ­ზე, ვიდ­რე სი­მარ­თლე ინ­გუ­შე­ბამ­დე მი­აღ­წევ­და, 4 ოქ­ტომ­ბე­რიც დად­გა. ამ დღეს ინ­გუ­შე­თის სა­ხალ­ხო ასამ­ბლე­ა­ში (ად­გი­ლობ­რი­ვი პარ­ლა­მენ­ტი) კა­დი­რო­ვის და ევ­კუ­რო­ვის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ი­სათ­ვის, ხმის მი­ცე­მის და­ხუ­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რა გა­ი­მარ­თა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცი­ას 17-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 3 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, და­ნარ­ჩე­ნებ­მა თავი შე­ი­კა­ვეს. 32 დე­პუ­ტა­ტი­დან სხდო­მას სულ 25 პირი ეს­წრე­ბო­და. ერთი სი­ტყვით - ახა­ლი შე­თან­ხმე­ბით, ინ­გუ­შეთს ნა­დტე­რეჩ­ნის რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლი ერგო, ჩეჩ­ნეთ­მა სუნ­ჯის რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლი მი­ი­ღო...

ეს ინ­ფორ­მა­ცია ამა­ვე დღეს გავ­რცელ­და, თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად 20-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. მე­ო­რე დი­ლი­დან პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ იფეთ­ქა და მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­იც­ვა. აქ­ცი­ას მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ისი­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის მა­გო­მედ მუ­ცოლ­გო­ვის თა­ოს­ნო­ბით, ათი აქ­ტი­ვის­ტის­თვის სა­ხალ­ხო კრე­ბის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ... სა­ხალ­ხო ასამ­ბლე­ა­ში მო­თხოვ­ნა ყუ­რად არ იღეს, რა­მაც პრო­ტეს­ტის ტალ­ღა ერთი-ორად გა­ზარ­და, მათ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ინ­გუ­შე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, ინ­გუ­შე­თის დრო­შე­ბით.

ევ­კუ­როვ­მა, რო­მელ­მაც სი­ტუ­ა­ცია სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სვლის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა, თუმ­ცა მას პლასტმა­სის ბოთ­ლი ეს­რო­ლეს. ამ ქმე­დე­ბას მისი დაც­ვის წევ­რე­ბის მხრი­დან ია­რა­ღის ჰა­ერ­ში გას­რო­ლა მოჰ­ყვა. მოხ­და შე­ტა­კე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის, თუმ­ცა, ევ­კუ­რო­ვის მცდე­ლო­ბას შე­დე­გი მა­ინც ვერ მოჰ­ყვა... მე­ო­რე დი­ლას რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ინ­ტერ­ნე­ტი დაბ­ლო­კა, მაგ­რამ ამას ხალ­ხის ნა­კა­დი არ შე­უმ­ცი­რე­ბია, პი­რი­ქით...

იმა­ვე დღეს, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu-მ გა­ავ­რცე­ლა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მი­მარ­თვა, სა­დაც ის ჩეჩ­ნებ­სა და ინ­გუ­შებს "ძმებს" უწო­დებ­და, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, ომ­ზეც ლა­პა­რა­კობ­და:

"ადა­მი­ა­ნე­ბი ასე­თე­ბი არი­ან, რო­დე­საც საფრ­თხეს ვერ ხე­და­ვენ, არ ეში­ნი­ათ, თუმ­ცა, რო­გორც კი საფრ­თხე გა­მოჩ­ნდე­ბა - მუხ­ლე­ბი აუ­კან­კალ­დე­ბათ... არ არის სა­ჭი­რო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩე­ჩე­ნი ხალ­ხი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ, თო­რემ ყვე­ლას პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა" - ამ­ბობ­და კა­დი­რო­ვი.

მის გან­ცხა­დე­ბას რუ­სულ­მა და ჩეჩ­ნურ­მა მე­დი­ამ "კონ­ტექ­სი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი" უწო­და, ინ­გუ­შებ­მა კი უფრო მეტი აქ­ტი­ვის­ტის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით უპა­სუ­ხეს.

"ჩვენ ჯერ ჩეჩ­ნებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობთ - ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გვაქვს სი­მარ­თლე გა­სარ­კვე­ვი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით დუმს. სამი მო­თხოვ­ნა გვაქვს: შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვა, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და მე­სა­მე - რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­დად­გო­მა" - წე­რენ ინ­გუ­შე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში.

 

"ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­კი­თხე­ბით: თუ ამ მი­წე­ბის გაც­ვლას არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მაშ რა­ტომ გა­დას­ცეს ეს მი­წე­ბი ჩეჩ­ნეთს? ცალ­კე რუ­სე­თი და ცალ­კე ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ინერ­ცი­ას მიჰ­ყვე­ბა და ზღაპ­რებს გვიყ­ვე­ბი­ან. ვი­ცით, რაც აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეგ არ მოხ­დე­ბა, ჩვენს ხალ­ხს ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ა­ნა­ხოს თა­ვი­სი ძალა ად­რე­სატს. ინ­გუ­შე­ბი ჩვენს მი­წას არ დავ­თმობთ, "ომო­ნი­თა" და "კა­დი­როვ­ცე­ბით" ვერ დაგ­ვა­ში­ნე­ბენ..." - ამ­ბობს ინ­გუ­ში აქ­ტი­ვის­ტი ზე­ლიმ­ხა­ნი, რომ­ლის თქმი­თაც, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს აქ­ცი­ა­ზე გას­ვლას.

ambebi.ge