“ერთი ბატონის ორი მსახური” – ედმონდ მინაშვილი განცხადებას ავრცელებს

“ერთი ბატონის ორი მსახური” – ედმონდ მინაშვილი განცხადებას ავრცელებს

აკმაყოფილებს თუ არა, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, ზნეობრივ ღირებულებებს, სამართალშემოქმედებაში?! პასუხი ნათელია: არა! - პროდიუსერი და მსახიობი ედმონდ მინაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ.

"ერთ-ერთი, ყველაზე მიღებული თეორიის თანახმად, გულწრფელი მოქალაქეობრივი სამართალი განიხილება, როგორც ზნეობის განმსაზღვრელი მინიმუმი, მისი უმდაბლესი ზღვარი. სამართალი თავისი არსით, წარმოადგენს ნორმათა რეალიზაციის შედეგს, ანუ ემსახურება ზნეობის მინიმალურ განხორციელებას და ბოროტების აღმოფხვრას, თუმცა ყველაფერი მოქალაქის სულიერ მდგომარებასა და მის ცნობიერებაზე არის დამოკიდებული, მაგალითად: არის თუ არა ის რელიგიური, რელიგია რომელიც ზნეობის მკვებავია.

ისმის კითხვა: აკმაყოფილებს თუ არა, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, ზნეობრივ ღირებულებებს, სამართალშემოქმედებაში?! პასუხი ნათელია: არა! მოგახსენებთ რატომ არა.

ნათქვამია, ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაგიწყდება, მერე მარტივი არის ცხოვრებაო. არა, - ამათ შუბლის ძარღვი არ აქვთ გაწყვეტილი, ესენი საერთოდ უძარღვოდ დაიბადნენ, არც ჰქონიათ არასოდეს, შესაბამისად არც და ვერც გაუწყდებოდათ, აი, ასე დაბადებიდა დღემდე მარტივად, უძარღვოდ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, როგორც "კოღო ქალაქში"... ვერ წარმომიდგენია, ასეთი უტიფარი და მატყუარა ადამიანები როგორ ახერხებენ ღამით მშვიდად ძილს! უკვე რამდენი წელია, თვალებში ნაცარს გვაყრიან. ნუთუ ფიქრობენ რომ ისევ დავიჯერებთ მათი უნიჭო პიარ კამპაანიის პათოსს.

როგორ უნდა დავიჯეროთ რომ, გრიგოლ ვაშაძე არის ევროპულად მოაზროვნე, პატიოსანი კანდიდატი?! კი, ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო შემზარავი და საშიშია, ბატონ ვაშაძეს, რომელსაც პირდაპირ შუბზე აწერია რუსულად, დიდი ასოებით KGB, ადამიანი რომელსაც მთელი მისი ცხოვრება რუსეთში აქვს გატარებული, მისი პოლიტიკური კარიერა ოკუპანტებს უკავშირდება, ადამიანი რომელიც ფიქრობს და აზროვნებს რუსულად, არც მალავს და პირდაპირ იძახის რუსეთი ჩემი სული და გულიაო, ეს კაცი გინდათ რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი? ღმერთმა დაგვიფაროს მისი გაპრეზიდენტებისგან!

წარმომიდგენია პუტინის რეჟიმს რამდენი კომპრომატი ექნება მასზე, ღმერთი არ გაგვიწყრეს და ეს კაცი პრეზიდენტი არ გახდეს თორე, მერე ნახეთ "ხორუმი" პუტინის შესრულებით, დღევანდელი "კალინკა" მონაგონი იქნება! გარდა ამისა ღიად აცხადებს, რომ დაუყონებლივ შეიწყალებს, სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას და ყველა იმ პატიმარს, რომლებიც სადისტური რეჟიმის მთავარი რეჟისორები არიან...

მეგობრებო, ნუთუ დაგვავიწყდა უახლესი წარსული, ნუთუ ასეთი გულმავიწყები ვართ, ნუთუ გვინდა წარსულში დაბრუნება და ისევ სისხლი და გლოვა ქვეყანაში, კაცს რომელსაც რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ჯიბიდან, გინდათ საქართველს პრეზიდენტად ავირჩიოთ?! უნდა თვალები ავუხილოთ და ყურებიდან ბამბა გამოვაცალოთ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც სჯერა რომ ეს KGB აღზრდილი, საბჭოთა მენტალიტეტის მქონე კანდიდატი არის ჩვენი ქვეყნის ერთადერთი იმედი, ძალიან ცდება და ამ მხარდაჭერით საფრთხეს უქმნიან ქვეყნის დამოუკიდებლობას...

ის კიდევ, მეორე უბიწო კანდიდატი, ბატონი ბაქრაძე, ვითომ სუფთა წარსულის მქონე, უმწიკლო დემოკრატი, ვითომ ნაციონალებს გამოყოფილი სინდიოფალა, არადა ორივე, ერთი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ჯამბაზები არიან, რომლის რეჟისორიც, ამავე სპექტაკლი მაყურებელმა ქვეყნიდან გააძევა, დღეს ისევ აღადგინეს ეს წარუმატებელი "ბალეტი" და უტიფრად ცდილობენ გონიერი მაყურებლის გაბრიყვებას, კი ონცებობთ რომ აგვშალოთ, აგვანგრიოთ, აგვაწიოკოთ, შეიძლება ნერვი აგვიშალოთ, მაგრამ ჩვენზე ვერ დაუკრავთ! ვერა ბატონებო, ვერა! თქვენი "სამეფო" დიდი ხანია დალპა, სუნი კი დღესაც გვწამლავს...

კარგად ვიცით, როგორც არ არსებობს ყოფილი კაგებეშნიკი, ისე არ არსებობს ყოფილი "ნაციონალი", ისიც ვიცით რომ, ვაშაძე და ბაქრაძე გახალავთ ერთი ბატონის ორი მსახური, ერთი ფსიქიკის და იდეოლოგიის მქონე, წარსულის პოლიტიკოსები.

მინდა გაგახსენოთ ბაქრაძის მოწოდება, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, "სიტუაცია უმართავია, მოვუწოდებთ ყველას, ჯარსაც და მოსახლეობასაც, თავად დაიცავით თქვენი უსაფრთხოება, დანებით, კოვზებით, ცულებით და ნებისმიერი იარაღით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ, ჩვენ სიტუაციას ვერ ვაკნტროლებთო", - ალბათ გახსოვთ ეს სიტყვები, მერე გააქრეს ეს ჩანაწერი მათმა სპეცსამსახურებმა, როგორც კი მიხვდნენ, როგორი შემზარავი და სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა მათი რეჟიმის ერთ-ერთ ლიდერს. იმავე საღამოს კი მოუწყეს ოფიციალური ბრიფინგი და დავარცხნილი სიტყვა წარმოსთქვა მისი დაყენებული ხმით და ყალბი მიმიკით, გაფუჭებული საქმის ოდნავ შესამსუბუქებად, მაგრამ ვაი რომ ის სამარცხვინო მოწოდება, უკვე მოსმენილი და ნანახი გვქონდა უმრავლესობას, ვერ გათვალეს რომ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

მე მაქვს კითხვა ბატონ ბაქრაძესთან, ვთხოვ ყველა ობიექტურ ჟურნალისტს, როგრც კი საშუალება მოგეცემათ კითხვის დასმის, ჰკითხეთ, მისი გაპრეზიდენტებს შემთხვევაში, ვაშაძის მსგავსად, ისიც შეიწყალებს სააკაშვილს? მერაბიშვილს? ახალაიას? აი, ამაზე პასუხი კი ძალიან აინტერესებს ამომრჩევლებს...

ასე რომ ბატონებო, ნუ ცდილობთ ხალხის გაბითურებას, ვიცით რომ ყველანაირ პროვოკაციაზე ხართ წამსვლელი, ოღონდ თქვენს საწადელს მიაღწიოთ.

ერენბურგი ამბობს: "ბარბაროსები მზად არიან, ამოხოცოთ კაცობრიობის მომავალი, იმიტომ, რომ ეს მათი მომავალი არ არის", - თქვენ იგივე მცდელობა გქონდათ უკვე უახლეს წარსულში, მაგრამ ვუთხარით მკაცრი არა ბარბაროსულ რეჟიმს! გვახსოვს ყველაფერი, ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ყველაფერს კარგად ვხედავთ და ყველაფერი მკაფიოდ გვესმის, გამომდინარე აქედან, ვერ მოხდება თქვენი გაპრეზიდენტება, რადგან წარსულში დაბრუნება არ გვსურს! თქვენ კი წარსულის პოლიტიკოსები ხართ...

ნათელაშვილზეც ვიტყოდი ორ სიტყვას მაგრამ, რა აზრი აქვს, ეს კაცი საერთოდ სხვა პლანეტიდან არის, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არასერიოზული და უპასუხისმგებლო დემაგოგი გახლავთ... მოკლედ მეგობრებო, ცრუპენტელა პოლიტიკოსები ხავსს ეჭიდებიან, მაგრამ ვერ დაგიჭერთ ხავსი ბატონებო, ვერა... აი, 28 ოქტომბერს კი გელით მორიგი განკითხვის დღე...", - ნათქვამია განცხადებაში.