ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო და ის თქვენთვის არავის წაურთმევია - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედია-საშუალების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას. საქმე ეხება, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებას თბილისის აეროპორტთან სასტიმროს მშენებლობას.
„ბიზნესპრესნიუსი“ დიმიტრი ქუმსიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე დღის წინ commersant.ge-ზე ძალიან პატარა, მაგრამ სამაგალითო სტატიას წავაწყდი ჩემს შესახებ. სტატიაში თამაზ გაიაშვილის თქმით, ის აეროპორტთან სასტუმროს აღარ ააშენებს, რადგან „ქუმსიშვილმა მას მიწა წაართვა და გაუყიდა“, მაშ ასე მეგობრებო, მოდით საფუძვლიანად გავერკვეთ ვის მიწაზე
და ზოგადად რაზე საუბრობს გაიაშვილი.
აღნიშნული მიწა წამოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას 12 653 კვადრატულ მეტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ და გარდა გაიაშვილისა, სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ მისი შეძენის დაინტერესება დაფიქსირებული სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში;
რაც შეეხება გაიაშვილს, მას მიწა სასტუმროს ასაშენებლად, 100 000 (ასი ათას) ლარად უნდოდა, მაშინ როცა მიწის საბაზრო ღირებულება სამხარულის ექსპერტიზის ბიუროს მიხედვით 1 840 725 (მილიონ რვაას ორმოცი ათას შვიდას ოცდახუთ) ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მიწა საბაზრო ღირებულებით 1 841 000 ლრად და საინვესტიციო ვალდებულებით, აუქციონზე 02/05/2018 წელს გამოიტანა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ; ამასთანავე სააგენტომ აწარმოა აქტიური სარეკლამო კამპანია “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ჩემთვის აბსოლუტურად უცნობმა კომპანიამ, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტში 1 851 000 ლარი გადაიხადა და 120-ნომრიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება აიღო.
რატომ არის ეს შემთხვევა სამაგალითო:
იმიტომ, რომ სწორედ ჩემი ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არაერთი ადამიანი გავანაწყენე, როცა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე გამდიდრების საშუალებას არ ვაძლევდი. ამიტომაც ზოგიერთი მათგანი დიდი მონდომებით ცდილობდა და დღესაც ცდილობს, სამაგიერო ასეთი ცრუ ბრალდებების გავრცელებით გადამიხადოს.
ბატონო თამაზ, ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო და ის თქვენთვის არავის წაურთმევია და მითმეტეს გაუყიდია, თქვენ ისევე შეგეძლოთ აუქციონში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვამ მიიღო.
დაინტერესებულ პირებს უპრობლემოდ შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ ამ საკითხზე ინტერნეტშიც და ეკონომიკის სამინისტროშც“, - წერს დიმიტრი ქუმსიშვილი.