ინგუშეთში წუთი-წუთზე შეიძლება ომი დაიწყოს, - რუსი ექსპერტი

ინგუშეთში წუთი-წუთზე შეიძლება ომი დაიწყოს, - რუსი ექსპერტი

რუსული მედია ცდილობს მიჩქმალოს ინგუშეთში მიმდინარე პროცესები. ცენტრალური არხებ საერთოდ არ ახსენებ, თუ რა ხდება მაგასში. პრეზიდენტი პუტინი საზღვარგარეთული ვიზიტებითაა გართული და ამ ფონზე ინგუშეთში შესაძლოა წუთი-წუთზე ომი დაიწყოს, - აცხადებს რუსი პოლიტოლოგი, რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა „მემარჯვენე ძალთა გაერთიანების“ თავჯდომარე ლეონიდ გოზმანი.

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში აქციები მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან ათენებენ, დაშლას არ აპირებენ. საპროტესტო აქციას ინგუშეთის პარლამენტის წევრთა ნაწილიც შეუერთდა.

ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელობათა შეთანხმების შედეგად, ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი ჩეჩნეთს გადაეცა. პარლამენტის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ინგუშურ-ჩეჩნური შეთანხმების რატიფიცირებისას კენჭისყირის შედეგები გაყალბდა. პარლამენტმა შესაძლოა აღნიშნული საკითხი თავიდან განიხილოს და კენჭი უყარონ, რასაც ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ.

ჩეჩნეთში მიმდინარე ვნებათაღელვას იზიარებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და იმედოვნებს, რომ ვითარება არ გამწვავდება, მაგრამ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის აუცილებლობასაც არ გამორიცხავს.

„დაძაბულობის ორი კერა შეიქმნა. ერთი არის ყაბარდო-ბალყარეთი და მეორე - ინგუშეთში მიმდინარე ვითარება, რომელიც არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს. ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ ბოლომდე ვერ გათვალეს ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ტერიტორიების გაცვლის შეთანხმების ხელის მოწერას. ვითარება აშკარად დაძაბულია, თუმცა ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება.

„მომინტინგეები ამბობდნენ, რომ არანაირ ხაზს არ გადალახავენ, თუ არ მოხდება დარბევა და ხელისუფლებაც, როგორც ჩანს, არ აპირებს დაარბიოს ეს ხალხი. პოლიცია მომიტინგეების მხარესაა და იცავს მათ. ამიტომაც, იმედია დიპლომატიური ურთიერთობებით მოგვარდება მდგომარეობა. შეიძლება მოსკოვის ჩარევაც აუცილებელი გახდეს, ან შესაძლოა გადაწყვეტილება უკან იქნას გაწვეული, 

„გადაწყვეტილება საბოლოოდ არ არის მიღებული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ადგილზე გააუქმა გადაწყვეტილებები, პარლამენტმა გადაიტანა განხილვა რამდენიმე დღით და მგონია, რომ რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკან წაიღებენ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.