სომხეთის პრეზიდეტი სერჟ სარქისიანი შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რასაც მეზობელ სომხეთში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები ითხოვენ.
ფაშიანიანი ამ გზით თავისი ძალაუფლების განმტიცებას შეძლებს და თუკი ფაშინიანმა საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბა და პრეზიდენტი ამ პარლამენტმა აირჩია, შესაძლოა მან პრემიერ-მინისტრის პოსტი აღარ ისურვოს და სომხეთის პრეზიდენტი გახდეს, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსს" პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.
როგორც ცნობილია, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, რადგან იგი იმედოვნებს, რომ ვადამდელ არჩევნებში მას აირჩევენ.
„ფაშინიას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს და მას სჭირდება ძალაუფლების განმტკიცება. იგი ითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას - აღნიშნული მდგომარეობა მის ძალაუფლებას გააძლიერებს. ფაშინიანის მიზანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წლის ბოლომდე ჩატარდეს. რაც შეეხება პარლამენტის მიზანს, - არჩევნების მომავალ წელს ჩატარებაა.
„მოსალოდნელია, რომ სომხეთის პრეზიდენტი დათმობაზე წავიდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. მმართველი პარტია გააცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ფაშინიანს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ფაქტი სახეზე გვაქვს, - ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვიდა, მათ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს," - აღნიშნა მან.
ჩიტაძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ამ ორი ქვეყნის „კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე" არ იმოქმედებს, რადგან ორივე სახელმწიფოს „ერთმანეთი სჭირდება."
მისი თქმით, სომხეთი განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში „ფრთხილობს," რადგანაც, როგორც ცნობილია, რუსეთმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება აზერბაიჯანს გადასცა.
„სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობას რაც შეეხება, კვლავ ისე დარჩება და იქნება კეთილმეზობლური, - სომხეთს სჭირდება საქართველო და საქართველოს სჭირდება სომხეთი.
„სომხეთი თავისი საგარეო-სავაჭრო ოპერაციების 70%-ზე მეტს ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ჩვენ, ფაშინიანის პრემიერობის ძალოვნობის გამტკიცებით, არ უნდა ველოდოთ, რომ სომხეთი რადიკალურად შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
„სომხეთი მაინც იქნება რუსეთზე დამოკიდებული. იგი რუსეთთან მიმართებაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს, რადგან რუსეთმა აზერბაიჯანს 5 მილიარდი დოლარის მოცულობის შეიარაღება გადასცა," - აცხადებს ის.
მისი თმით, ფაშინიანის რეიტინგი სარქისინის რეტინგთან შედარებით გაცილებით მაღალია და თანაც, პრემიერ-მინისტრმა „რეფორმატორის მანტია" თავად მოირგო. ჩიტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მომავალში ფაშინიანი სომხეთს პრეზიდენტის რანგში მოევლინოს.
„ფაშიანიანს გათვლა აქვს და იცის, რომ მისი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე პრეზიდენტის. ფაშინიანმა მოირგო რეფორმატორის მანტია და ამიტომაც, დიდი შანსია რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
„თუკი ჩატარდება, არ არის გამორიცხული, რომ ფაშინიანის მხარდამჭერმა პარტიამ, ამ არჩევნებში მეტი ხმა მოაგროვოს და საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, ჩვენ ვიცით რომ სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, შემდგომში კი პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი და ფაშინიანს პრეზიდენტის პოსტი სურდეს და არა პრემიერ-მინისტრის," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.