ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილი ამჟამად კრასნოდარის მხარეში აქტიურად შენდება, თუმცა, ამბიციური სატრანსპორტო პროექტი ჯერ შორსაა დასრულებისგან - ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება მასთან ახალი მაგისტრალის შეერთება, რომელიც აფხაზეთამდე გაგრძელდება.
ფედერალური ბიზნეს-სააგენტო „Экономика сегодня“-ს ცნობით, საავტომობილო ტრასა „ ჯუგბა- სოჭი“ რეალიზებული იქნება როგორც სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორული პროექტი, რომელიც ახალ პერსპექტივებს ხსნის.
ეკონომისტ დიმიტრი ადამიდოვის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგანაც, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებაში 90-ან წლებში ხანგძლივი პაუზა შეინიშნებოდა.
„გზების მოდერნიზაციის პროეცსი 2000-იან წლებში დაიწყო. ასე ,რომ ყირიმის ხიდის მშენებლობამ არსებული ტენდენცია მხოლოდ გაამყარა“ - განაცხადა ადამიდოვამ.
„ჯუგბა-სოჭის“ მაგისტრალის ღირებულებამ შესაძლებელია ასტრონომიურ თანხას - 1, 6 ტრლნ. რუბლს მიაღწიოს , თუმცა ამ სახსრების მოზიდვა კერძო ინვესტორების დაინტერესებითაა შესაძლებელი.