ტურიზმი აფხაზეთში შემოსავლის მიღების ძირითადი წყაროა, თუმცა. სასტუმროები და ტურისტული კომპლექსები ამ საქნიაბოიბის მხოლოდ ერთი, ხილვადი ნაწილია. არის მეორე მხარეც, აფხაზეთის თითქმის ყველა მაცხოვრებელი ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ზოგი აქირავებს ოთახებს, ზოგი ყიდის პროდუქტებს ბაზარში, ზოგი მუშაობს გიდად, ზოგიც - ტაქსაობს.
კერძო საკუთრების გაქირავება, ყოველგვარი რეგისტრაციისა და აღრიცხვის გარეშე, არაფორმალურად - მოვლენა, რომელიც მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში თითქმის არ არსებობს - ე.წ. „კერძო სექტორი“, რომელსაც უჭირავს არაპროპორციულად დიდი ადგილი არაღიარებული რესპუილიკის ტურისტულ ინდუსტრიაში.
ამ სემგენტში ცხოვრების ხარისხი ძალიან დაბალია, სახლების მეპატრეონეებმა არაფერი იციან მენეჯმენტის შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად, კერძო სექტორის პოპულარობა რუს ტურისტებში არ მცირდება.
ასეთი ტიპის სახლების სტუმრები ძირითადად ამახვილებენ ყურადღებას მეპატრონეებთან თბილ და უშუალო ურთიერთიბებზე. ისინი ერთად სადილობენ, კარგად იცნობენ ერთმანეთს და ნათესავებს და წლობით სტუმრობენ ერთსა და იმავე ოჯახს.
„არ გვიყვარს დასვენება სასტუმროში, რადგანაც ის მოკლებულია იმ სულიერ მხარეს, რომლისთვისაც ჩვენ ჩამოვდივართ აფხაზეთში. რუსეთის კურორტებზე, სოჭში, ანაპაში, გელენჯიკში, ყველაფერი დაიპყრეს დიდმა სასტუმროებმა, კერძო სექტორი თითქმის არ არსებობს. თანაც ზღვა არ არის ისეთი სუფთა, როგორც აქ“, - ამბობენ ამ ტიპის ტურიზმის მოყვარულები.
ინფორმაციის მიღება ამ ობიექტების შესახებ შეუძლებელია ინტერნეტით - მხოლოდ პირადი ნაცნობობით.
თუმცა, არის მეორე მხარეც - ბევრი აფხაზი სინმამდვილეში ვერ იტანს დამსვენებლებს მათი თავისუფალი ქცევის გამო.
„მეზიზღება ზაფხული, არა იმიტომ რომ ცხელა, არამედ იმიტომ რომ ქალაქში დარბიან ნახევრად შიშველი ქალები. ბევრი ჩვენი მამაკაცი მთელი დღეები იკარგება პლიაჟებზე. ბევრმა ქალმა-ტურისტმა არ იცის როგორ მოიქცეს. მათ ხიბლავთ ყურადღება მამაკაცების მხრიდან, თუმცა ისინი ვერ ხვდებიან, რომ აფხაზი მამაკაცები უყურებებნ მათ, როგორც მეძავებს“- ამბობს ერთ-ერთი ასეთი სახლის მეპატრონე.
ეს არაა ერთეული შემთხვევა - ბევრ მეწარმესათან საუბრის დროს ჟურნალისტებს შეექმნათ შტაბეჭდილება, რომ დევიზი „კლიენტი ყოველთვის მართალია“ აფხაზეთში არ მუშაობს. უფრო პირიქით. სახლ-სასტუმროების ბევრი მფლობელი, ტაქსისტი ან ოფიციანტი ღიად საუბრობს ტურისტებზე, როგორც მცირე უსიამოვნებაზე, რომელიც უნდა აიტანონ ფინანსური მოგების გამო.
„შემოდგომაზე ჩემს ძმას ქორწილი უნდა გადაუხადოთ, ამიტომაც გვიწევს იმის ატანა, რომ აქაურობა სავსეა ნახევრად შიშველი ტურისტებით, რომლებიც დარბიან იქეთ-აქეთ გასაბერი მატრასებით და საზამთროებით“, - ამბობს ერთ-ერთი აფხაზი ქალი.
მისი თქმით, სასტუმრო-სახლების მეპატრონეები აფრთხილებენ ჩამოსულ გოგონებს ადგილობრივ მამაკაცებთან ურთიერთობების წესების შესახებ.
„აფხაზეთში დამსავენებლებს ხშირად ძარცვავენ. ერთხელ ასეთი რამ მოხდა ჩვენთანაც. ქურდები მოვძებნეთ და მოპარული ნივთები დავაბრუნეთ, თუმცა ძალიან დიდი ნერვების ფასად. მილიციას არ მივმართეთ, მათგან მაინც არანაირი ხეირი არაა“, - ყვება ის.
აფხაზეთის ტურისტული კავშირის თავჯდომარე ანა კალიაგინა ამბობს, რომ კერძო სექტორის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ადამიანებმა არ იციან როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და არც ცდილობენ ამის სწავლას.
„ადამიანები ღებულობენ შემოსავალს ტურისტებისგან, მაგრამ ამავე დროს მათ არ ესმით რომ ეს ბიზნესია, რომელსაც აქვს თავისი წესები. დღეს აფხაზეთის რეალური შემოსავლის წყარო მხოლოდ ტურისტებია. თუმცა არ ვიცი როგორც უნდა აუხსნა ეს რიგით ადამიანს“ - ჩივის კალიაგინა.
აფხაზეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები კი პირიქით, სიამაყით აღნიშნავენ რომ არ არიან ბიზნესმენები.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენთან მცხოვრებ ტურისტებს როგორც პირად სტუმრებს და ვაძლევთ მათ გაცილებით მეტს, ვიდრე ისინი იხდიან. ჩვენი ყურადღება და კულტურა, რომელსაც უზიარებთ სტუმრებს, გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე ოთახი ან კომფორტი. ცუდია, რომ ადამიანები ამას არ აფასებენ სათანადოდ“, - ვერ მალავენ უკმაყოფილებას აფხაზები.
როგორც ჩანს ტურიზმისადმი ეს განსაკუთრებული, აფხაზური მიგდომა მართლაც სულ უფრო ნაკლებად პოპულარულია. ბოლო 3 წლს მანძილზე აფხაზეთში დამსვენებლთა რაოდენობა ყოვეწლიურად მცირდება - როგორც სასტუმროებში, ასევე კერძო სექტორში.
ანა კალიაგინას თქმით, რაც შეეხება სასტუმროებს, ამ ტენდნეციას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკა, კერძო სექტორთან დაკავშირებით - პირადი დაკვირვებები.
„კერძო სექტორზე სანდო მონაცემების მიღება შეუძლებელია - ადამიანები ცდილობენ გადასახადებისგან თავის არიდებას და ოფიციალურად ისინი არავითარ სტუმრებს არ იღებენ“, -ამბობს ტუსისტული ასოციაციის თავჯდომარე.
აფხაზეთი ოფიციალურად რეგისტრირებულია 360 სასტუმრო და 23 000 ადგილი. 2017 წელს მათ მიიღეს 103 000 ტურისტი, 2018 წელს - სავარაუდოდ, 67 000. კლება საკმაოდ შესამჩნევია.
ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, რომ მუშაობენ კერძო და მინი სასტუმროებისთვის საქმიანობის აუცილებელი ლიცენზირების სისტემის დანერგვაზე, თუმცა სეზონი უკვე დასრულდა. სავარაუდოდ, ეს საკითხი გახდება აქტუალური 2019 წლის სეზონისთვის.