"ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა... კაცი კი გადარჩება, მაგრამ ეტლით მოუწევს გადაადგილება" - რა მოხდა აფხაზურ ქორწილში

ოკუ­პი­რე­ბულ სო­ხუმ­ში, სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში Абырлаш უმი­სა­მარ­თო სრო­ლის შე­დე­გად ორი ამ­დი­ა­ნი და­იჭ­რა. ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა Apsadgil.info-ს ცნო­ბით, შემ­თვე­ვა გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ათ­ზე მოხ­და, რა დრო­საც დარ­ბაზ­ში ქორ­წი­ლი იმარ­თე­ბო­და და სტუმ­რებ­მა დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნად ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლა­სას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ის­რო­ლეს.

ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად და­იჭ­რა ორი ადა­მი­ა­ნი, 60 წლის მა­მა­კა­ცი და 38 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ფე­ხძ­მი­მედ იყო. ორი­ვე დაჭ­რი­ლი სო­ხუ­მის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ად­გი­ლობ­რი­ვი "შსს-ს" ცნო­ბით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი 33 წლის ხა­გუშ ალ­ხა­სი, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის ია­რა­ღი, სა­ი­და­ნაც სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში გას­რო­ლა მოხ­და. ის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა”, - წერს აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი.

და­ნარ­ჩე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე უმი­სა­მარ­თოდ ის­როდ­ნენ, ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. უწყე­ბის ე.წ. პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, “ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ის ჯერ კი­დევ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, მას ჭრი­ლო­ბა კის­რი­სა და ხერ­ხემ­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც დაჭ­რილს სო­ხუმ­ში პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, სო­ჭის მე-4 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ნე­ი­რო­ქო­რირ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და”.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­საზ­რე­ბით, ის რომ ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი “ძა­ლო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბის” წარ­მო­მად­გელ­ნე­ბი იყ­ვნენ, არ ნიშ­ნავს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან, რად­გან მან­ქა­ნე­ბის მარ­კებ­ზე ეტყო­ბო­დათ, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ.

ქორ­წი­ლის სტუმ­რებ­მა და მაყ­რებ­მა სრო­ლა ჯერ კი­დევ გზა­ში, ქუ­ჩა­ში და­ი­წყეს. ამის კად­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა, მომ­ხდარს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

მა­თი­ვე თქმით, ე.წ. შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სპორ­ტსმე­ნებს, პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ია­რაღს ჩუქ­ნი­და, რაც ძალ­ზე არას­წო­რი ქმე­დე­ბა იყო და ზო­გა­დად, ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ რე­გი­ონ­ში მძი­მე სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა.

"ია­რა­ღის ტა­რე­ბა თით­ქმის ყვე­ლას­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია, მალე ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბის ტა­რე­ბა­საც და­ა­კა­ნო­ნე­ბენ. ვე­ლო­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის კე­თილ ნე­ბას”.

“ქვე­ყა­ნა­ში ლა­მის ყვე­ლას ია­რა­ღი აქვს. ეს ეხე­ბათ კრი­მი­ნა­ლებ­სა და სა­შიშ ადა­მი­ა­ნებ­საც, რო­მელ­თაც ია­რა­ღი კი არა, სა­წერ-კა­ლა­მი არ უნდა ანდო და სა­ინ­ტე­რე­სოა, აბა რას ელო­დით?.. რა­ტომ გიკ­ვირთ? შე­ხე­დეთ დღეს ვის აქვს ია­რა­ღი - ხუ­როს, ნარ­კო­მანს, დე­პუ­ტატს, სტუ­დენტს, თა­ნამ­შრომ­ლებს - ყვე­ლას ნე­ბა­დარ­თუ­ლი აქვს მისი ტა­რე­ბა. თით­ქმის ყო­ველ­დღე ხდე­ბა ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ არა­ვინ არა­ფე­რი იცის, არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს და არა­ვის არა­ფე­რი ეს­მის. ხალ­ხი და­ი­ღა­ლა ამ ყვე­ლაფ­რით. ან ყვე­ლას მი­ე­ცით მისი ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აკ­რძა­ლეთ”.

“მე გა­ვი­გე, რომ ქალი ფეხ­მძი­მედ არის და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა - მას ღვიძ­ლი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე მძი­მეა მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც კის­რის არე­შია დაჭ­რი­ლი. იმ არას­რულ­ყო­ფილ­მა ვერც კი გა­აც­ნო­ბი­ე­რა რა ჩა­ი­დი­ნა...”

“აფხა­ზე­ბი არას­დროს ატა­რებ­დნენ ია­რაღს ქორ­წი­ლებ­ში და არც ის­როდ­ნენ. მხო­ლოდ მას­პინ­ძე­ლი ის­რო­და თოფს სი­ხა­რუ­ლის ნიშ­ნად - სულ ეს იყო”, - წე­რენ აფხა­ზე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში.

“იმ არა­კა­ცის კი­სერ­ზე იყოს არ­და­ბა­დე­ბუ­ლო ბავ­შვის ცოდ­ვა. რო­გორც გა­ვი­გე, ქალი ფეხმმ­ძი­მედ იყო და ბავ­შვი და­კარ­გა... დაჭ­რი­ლი კაცი კი, იცო­ცხლებს, მაგ­რამ ეტ­ლით მო­უ­წევს გა­და­ად­გი­ლე­ბა... ასე­თი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის შემ­თხვე­ვა­ში 8-დან 12 წლამ­დე სას­ჯე­ლი მა­ინც უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, - სა­ბუა, ხა­ჯიმ­ბა თუ პუ­ტი­ნი... სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი “ბარ­და­კი” არას­დროს დას­რულ­დე­ბა”, - წერს კი­დევ ერთი აფხა­ზი გე­ნა­დი სა­ბუა.