ოტია იოსელიანი გარდაიცვალა

ოტია იოსელიანი გარდაიცვალა

[presage.tv]

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ერთი საათის წინ, ცნობილი ქართველი მწერალი, ოტია იოსელიანი გარდაიცვალა.

იგი ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული. როგორც მისმა შვილიშვილმა, ზვიად შვანგირაძემ გვითხრა, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, დაავადება სწრაფად წავიდა წინ და ოტია იოსელიანი ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. 12 დღის წინ იგი თბილისში, სამკურნალოდ ჰყავდათ ჩამოყვანილი.

მას 16 ივნისს 81 წელი შეუსრულდა. ოტია იოსელიანი წყალტუბოში, საკუთარი სახლში გარდაიცვალა, რომელიც თავისი ხელით ააშენა.

დაკრძალვის თარიღი და ადგილი ჯერჯერობით, უცნობია.

presage.tv ღრმა მწუხარებას გამოხატავს ოტია იოსელიანის გარდაცვალების გამო, უთანაგრძნობს მწერლის ოჯახს და მთელ საქართველოს.