„როდესაც ლიდერზე მოთხოვნაა გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ამ პოლიტიკურ ჭაობში არ უბანავია“

„როდესაც ლიდერზე მოთხოვნაა გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ამ პოლიტიკურ ჭაობში არ უბანავია“

საქართველოში ის პერიოდია, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაშინვე სტარტს აიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის მზადების პროცესი და ანალიტიკოსები თვლიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც კი, ერთგვარი ტესტირება იქნება პოლიტიკური ძალების თვიშეფასებისთვის. რამდენად სწორ დასკვნებს გამოიტანენ არსებული პოლიტიკური ძალები სხვა თემაა, თუმცა საინტერესოა ერთი ტენდენცია - პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას ცდილობენ ახალი ძალები. თავის მხრივ, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრისთვის შესაფერისი გარემო დიდი ხანია, მომწიფებულია, თუმცა ლიდერი ვერა და ვერ გამოცხვა.

ქართული პოლიტიკური სპექტრის პრობლემებზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

კიდევ ერთი ახალი საპროტესტო მოძრაობის დაწყება დააანონსაქართული ოცნებისყოფილმა სახემ, არმაზ ახვლედიანმა - ის ამბობს, რომ ხალხის პროტესტის ორგანიზებას შეძლებს. როდესაც მოთხოვნა არსებობს, რამდენად რეალურია საზოგადოების კონსოლიდირება?

- გასაგებია, რომ ყველას კონსტიტუციური უფლებაა ეს, მაგრამ არმაზ ახლედიანი, როგორც საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორი და ე.წ. ქუჩის ლიდერი ძნელად წარმომიდგენია. მე არ ვიცი ის კენჭისყრისთვის ემზადება თუ რა გეგმები აქვს - მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და შევხედოთ, რა იქნება. თუმცა სკეპტიკურად ვუყურებ არმაზ ახვლედიანის, როგორც ქუჩის მასშტაბური მოძრაობის ლიდერის შესაძლებლობებს.

საინტერესოა ის მომენტი, რომ .. ქუჩის მოძრაობის ინიციატორებად დღემდე ძირითადად, ნაციონალები გვევლინებოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ კონფიგურაცია იცვლება?

- ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ეს პოზიტივია, რადგან შეჩვეული ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ შულერულ თამაშებს და ისედაც ორი სამყარო არსებობს, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“, სხვა პროტესტი და სხვა გულისტკივილი არ არსებობს, ეს კი, ჩემი აზრით, გადასალახია ქვეყანაში.

თუ ვინმე შეეცდება, რომ ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“ ან კონკურენცია გაუწიოს, ეს თავისთავად, ცუდი არ იქნება. თუმცა, კიდევ ვამბობ, არმაზ ახვლედიანის ფიგურა ასეთი სერიოზული მოძრაობის ლიდერად ძნელად წარმოსადგენია - აქ არის ჩემი სკეპტიციზმი, თორემ ამ ქვეყანაში გასაპროტესტებელი ბევრია.

დიდი ხანია, კეთდება პროგნოზები, რომქართული ოცნებადაიშლება და სწორედ მისგან შეიქმნება ახალი ოპოზიციური მოძრაობა. მოცემულობა მთლად არ ემთხვევა, მაგრამ შეიძლება ეს პროცესის დასაწისად განვიხილოთ?

- არ მგონია, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არ მომხდარა რეალური პოლიტიკური ლიდერების გენერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან არ უყვართ, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანი ბიძინა ივანიშვილის რესურსებით იკვებებიან, მის მხრებზე არიან შესკუპებული და იქიდან ჩამოხტომა არავის არ უნდა, ისინი ყოველთვის მოძებნიან თანაცხოვრების რაღაც ფორმას. მით უმეტეს, საქართველოში გავრცელებული ფორმაა, როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ იტანს და მაინც ერთად ცხოვრობს, იმიტომ, რომ რაღაც აკავშირებთ.

ამ შემთხვევაში ამათი შემაკავშირებელი არის ბიძინა ივანიშვილი, თავისი თამაშის დაწყების რესურსი კი არავის არ აქვს, ერთეული გამონაკლისის გარდა. პროტესტის კაპიტალიზაცია რომ მოახერხო, ამას გარკვეული ქარიზმა სჭირდება, რაც არც არმაზ ახვლედიანს და არც მის სავარაუდო პარტნიორებს არ გააჩნიათ.

რამდენად არის შესაძლებელი ოპოზიციური სპექტრი მიიზიდოს ამ მოძრაობამ? - როდესაც აჭარის მეთაურის პოსტზე განიხილებოდა მისი კანდიდატურა, ახვლედიანს მხარს უჭერდაშენების მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობადადემოკრატიული საქართველო“...

- ეს იყო მათი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველას ესმოდა, რომ ის გასვლადი ფიგურა არ იყო, თავისი კანდიდატები არ ჰყავდათ დასახელებული და ეს იყო სიმბოლური მხარდაჭერა, რომლის შედეგი ყველამ წინასწარ იცოდა.

იმას, რომ არმაზ ახვლედიანს საარჩევნო პროცესში მხარს დაუჭერს რომელიმე კვალიფიციური პარტია, სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს, რომელშიც არმაზ ახვლედიანი ნამდვილად არ მოიაზრება. შეიძლება, ე.წ პუსტა-პუსტა პარტიებმა მხარი დაუჭირონ კიდეც, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, რადგან ელექტორალური რესურსი მათ არ გააჩნიათ. ამიტომაც არმაზ ახვლრდიანის გალიდერებას, მით უმეტეს, ნაციონალური მასშტაბით, ძალზე სკეპტიკურად ვუყურებ.

ასევე კოალიციაქართული ოცნებისყოფილი წევრი, გუბაზ სანიკიძე გვთავაზობს პროგნოზს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან არჩევნების გზით დატოვებს ძალაუფლებას, ან .. სომხური რევოლუციის სცენარი განმეორდება. სხვათა შორის, სომხურ რევოლუციაზე ლაპარაკი სააკაშვილმა წამოიწყო, ის თვლიდა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. დღეს იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში ბუნტის და რევოლუციის სურნელი?

- დიდი პროგნოზი ნამდვილად არ გაუკეთებია გუბაზ სანიკიძეს, ან არჩევნებით წავა ხელისუფლება და ან არჩევნების გარეშე - მესამე ვარიანტი უბრალოდ, არ არსებობს. თანაც მუდმივი არავინ არ არის და, ადრე თუ გვიან, ყველას უწევს ძალაუფლების დათმობა.

ამის მიუხედავად, ასე დრამატულად ნამდვილად არ განვიხილავდი, ახლო და საშუალო პერიოდს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი პრობლემაა, ვიდრე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ ჩამოყალიბდება ქვეყანაში, ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ოპოზიციას ურჩევნია, ამდენ ფეხის ბაკუნს და მუქარას, საკუთარ პრობლემებს მიხედოს - ხალხთან რეალური კომუნიკაციის არხები შექმნას იმისათვის, რომ მოიზიდოს ამომრჩეველი და არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წყევლოს დილას და საღამოს - პოზიტივი ლოცვას მოაქვს და არა წყევლას.

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ამწვავებენ განცხადებებს სხვა ოპოზიციური ლიდერებიც - ეს ამომრჩევლისთვის თავის შეხსენების ერთგვარი მცდელობაა თუ თვლიან რომ აი, ახლა დადგა ის დრო, როდესაც ხალხის პრობლემები და მათი რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა?

- ამას უკვე აღარ აქვს ფასი, ხალხს წინასაარჩევო ნეგატიური ნარატივი ყელში ამოუვიდა, მით უმეტეს, რომ ნეგატივი მოდის თვითონ, დისკრედიტირებული და კომპრომენტირებული ადამიანებისგან. როდესაც „ევროპული საქართველოა“ თუ „ნაციონალები 2“, ხან პროკურორების დაკითხვას აწყობს და ხან სამართლიანობაზე ლაპარაკობს, ეს ხომ არადამაჯერებელია! თუ რამე პრობლემები აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ეს პრობლემები სწორედ მათ დროს არის ფორმირებული - ამ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით გადმოიბარა სამწუხაროდ.

ამიტომ მათთვის ნეგატივის შემცველი რიტორიკა მომგებიანი ვერ იქნება. მომგებიანი შეიძლება იყოს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რომ ადამიანებს შესთავაზოს პრობლემების გადაწყვეტის რეალური გზები. ოპოზიციას კი ამის თავი არ აქვს - ვგულისხმობ იმას, რომ მოსახლეობას უკეთესი მომავლის იმედი შესთავაზოს.

თვლით, რომ ასეთ მოცემულობაშიქართულ ოცნებასჩამოცილებული სახეების მცდელობაც უბრალოდ, მცდელობად დარჩება?

- „ქართული ოცნება“ არის ერთი დიდი, რუხი მასა, დამოუკიდებელი თამაშის წამოწყების შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ - მიეჩვივნენ პარაზიტულ ცხოვრებას ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ და იქამდე ვერ გაიზრდებიან, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ნაბიჯები გადადგან.

ლაპარაკი იყო კიდევ ერთ ვარიანტზე - დავით ჭიჭინაძის მხრიდან ახალი ფრაქციის შექმნაზე, რომელსაცქათული ოცნება 2012“ ერქმევა...

- ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავ, თუ შიდა რეაორგანიზაცია არ მოხდა „ქართული ოცნების“, შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს ყველაფერი. თუმცა რეალურად მაინც არაფერი არ შეიცვლება. ამ ფრაქციასაც ისევ ბიძინა ივანიშვილზე ექნება სწორება. არიან ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში არიან, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც არიან მხოლოდ კონკრეტული ჯგუფით უკმაყოფილო - ე.წ. ახალი კომკავშირი მყავს მხედველობაში, კობახიძის თამადობით.

ანუ ეს იქნება ძველი და ახალი სახეების ერთმანეთისგან ასე ვთქვათ, ოფიციალური გამიჯვნა და მეტი არაფერი?

- გარედან პოლიტიკურად არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ შიგნით მოხდება რაღაც გადაჯგუფება, რომელიც გარე პოლიტიკაზეც არავითარ გავლენას არ მოახდენს. შიგნით დიდი ხანია, ამისათვის მომწიფებულია სიტუაცია, რომ გარკვეული გადალაგება მოხდეს.

საუბარი დავიწყეთ ხელისუფლებისადმი მოსალოდნელი პროტესტის თემით და თქვენ აღნიშნეთ რომ სკეპტიკურად უყურებთ ამ მცდელობას. როდესაც ამდენი პრობლემაა დაგროვილი და ეს არჩევნებიც არ აჩენს ცვლილების მოლოდინს, არ ვგულისხმობ არემაზ ახვლედიანს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება, შეასრულოს ნაპერწკლის როლი?

- არ ვთვლი, რომ ამ პოლიტიკურ ელიტას შეუძლია სახელმწიფოებრივი საფრთხის შემცველი კრიზისის ფორმირება მოახერხოს. იმიტომ, რომ თვითონ არიან დისკრედიტირებულები. გადავხედოთ, როდის იყო ხალხმრავალი აქციები - არა იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ, არამედ მაშინ, როცა პოლიტიკოსები არ იყვნენ. როგორც კი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, მაშინვე ჩაიფუშა ყველაფერი - ბოლო ორი ეპიზოდი გავიხსენოთ - ერთი, ის გაუგებრობა, რაც იყო ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე - ხორავას ქუჩასთან დაკავშირებული აქცია. ვიდრე პოლიტიკური ელემენტები გამოჩნდებოდა, საკმაოდ მასშტაბურად ვითარდებოდა პროცესი, როგორც კი პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს ინიციატივის ხელში აღება, მაშინვე დამთავრდა ყველაფერი. ასე რომ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ელიტას პროტესტის კაპიტალიზაციის უნარი არ გააჩნია - ადამიანებს არ სჯერათ მათი.

პროტესტის კაპიტალიზაცია შეუძლია მხოლოდ ისეთ ზეპოლიტიკურ ფიგურას, რომელიც დღეს არ ჩანს, მაგრამ გამოჩნდება, რადგან სამზარეულოში ჩაბუდებული, გათითოკაცებული პროტესტი ითხოვს ლიდერს. როდესაც ლიდერზე მოთხოვნაა ის ყოველთვის გამოდის, მაგრამ ის არ უნდა იყოს არსებული პოლიტიკური ველიდან - ეს დაიწყება სუფთა ფურცლიდან ან გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ამ პოლიტიკურ ჭაობში არ უბანავია.