„არანაირი საიდუმლო, გარდა სააკაშვილის სექსუალური და პიროვნული გარყვნილების გამომხატველი ფოტომასალისა, არ გაგვაჩნია“.

„არანაირი საიდუმლო, გარდა სააკაშვილის სექსუალური და პიროვნული გარყვნილების გამომხატველი ფოტომასალისა, არ გაგვაჩნია“.

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ 35-გრადუსიან სიცხეში მშრალი შიმშილობის გამოცხადება სამშობლოსთვის თავგანწირვაა. მისი აზრით, აეროკოსმოსური დაზვერვის პირობებში, უზარმაზარი ტექნიკური საშუალებები არსებობს, რომლითაც პრეზიდენტის რეზიდენციას ამ რეპორტიორების გარეშეც თავისუფლად გადაუღებდნენ სურათებს.

 

- ის, ვინც სოდისა და კუდის ჯოჯოხეთის მანქანაში მოხვდება, აღიარებს ყველაფერს, რასაც მოსთხოვენ. ადამიანების 99%, სამწუხაროდ, ვერ უძლებს წამებას, ტანჯვასა და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედებას. გია აბდალაძემ კი მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. პირდაპირ ვთქვათ, ის არის გმირი, უდიდესი ნებისყოფა ჰქონია. რა შემიძლია აქედან ვუთხრა? ყველამ ვილოცოთ მისთვის, რომ გადარჩეს. ისევე, როგორც სოსო ჯაჭვლიანმა გამოიჩინა გმირობა, ასეთივე გმირობა გამოიჩინა გიორგი აბდალაძემ.

 

იოლია, როცა ადამიანს არ გამოუცდია, რას ნიშნავს მშრალი შიმშილობა 35-გრადუსიან სიცხეში. ეს თვითმკვლელობა კი არა, პირდაპირ გმირობაა. მეტი კი არაფერი ჩაუდენიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსთვის და დღეს მათ ვეთაყვანებით. მას ჰქონია უდიდესი პიროვნული ღირსება და თვისებები. ნებისმიერი ჯაშუშური სკანდალი საქართველოში არადამაჯერებელია. საქართველოში არანაირი ჯაშუშები არ არსებობენ, მით უფრო, ასეთი ფორმით, რომ თურმე სურათი გადაუღონ რამეს. დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში არსებობს აეროკოსმოსური დაზვერვა, არსებობს უზარმაზარი ტექნიკური საშუალება და პრეზიდენტის რეზიდენციას ამ რეპორტიორების გარეშეც გადაუღებდნენ სურათებს. ეს სრული სისულელეა. ჩვენ არანაირი საიდუმლო, გარდა სააკაშვილის სექსუალური და პიროვნული გარყვნილების გამომხატველი ფოტომასალისა, არ გაგვაჩნია. უფრო სწორად, ქართველმა ხალხმა ყველაფერი კარგად ვიცით. უბრალოდ, ეს „საიდუმლო“ გააჩნია სააკაშვილს, მერაბიშვილს, მის დაცვასა და ერთ მუჭა ადამიანებს. მათთვის არის ეს პოლიტიკურად საშიში, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს. შესაძლოა, მარტო ეს არის ამ ფოტორეპორტიორების დაჭერის საფუძველი. ამას გარდა, არის მეორე საკითხიც _ თემიდან ყურადღების გადატანა. ხელისუფლებას მუდმივად აქვს წინასწარ დამუშავებული საკითხები, რომ, თუ რამე გაუჭირდება, მასზე ყურადღება გადაგვატანინოს. ამ ყურადღების გადატანაში, სამწუხაროდ, იგულისხმება კონკრეტული ადამიანების არსებობის დანგრევა. ყველა საჯაშუშო სკანდალი, ვითომ შეთქმულებები და ტერაქტები, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით კეთდება, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ძალაუფლება შეინარჩუნოს.

 

გიორგი აბდალაძემ ჯონ ბასს შეახსენა, რომ თავის დროზე ცხინვალის ტყეობიდან სწორედ ამერიკელებმა დაიხსნეს და ახლაც სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნას სთხოვდა. არის თუ არა ეს ამერიკის პრესტიჟი, რომ იგი, როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ჟურნალისტი, ტყვეობიდან დაიხსნან?

 

- ჯონ ბასი იმ დავალებითაა წარმოგზავნილი, რომ რამენაირად შეინარჩუნოს მიხეილ სააკაშვილი, როგორც ხელისუფალი. სწორედ ჯონ ბასმა აუნთო მწვანე შუქი  სააკაშვილს, ჯონ ბასი და მოსყიდული ამერიკელები მას ამართლებენ. მათი მეშვეობით მიშა ჩვენი ფულით ახდენს  ლობირებას ამერიკაში. სააკაშვილის მიერ მოსყიდული ლობისტები ახდენენ მის „გაპრავებას“. ეს სამარცხვინოა, ისევე, როგორც „აპრავებდნენ“ ნიკარაგუის პრეზიდენტსა და დიქტატორ სომოსას (1967-1979 მართავდა ქვეყანას), კუბის დიქტატორ ბატისტას, არგენტინის პრეზიდენტ მენემს, პარაგვაის პრეზიდენტ ალფრედო სტრესნერს და უამრავ სხვა სისხლიან დიქტატორს. ამერიკელები მათ ყოველთვის „აპრავებდნენ“ და ამის შედეგად იმსახურებდნენ ანტიამერიკულ განწყობილებებს. დღესაც ასევე ხდება საქართველოში. ამერიკელებმა და კერძოდ, ჯონ ბასმა, ჩვენ მოგვანატრა სუსლოვი, გებელსი და ყველა ოდიოზური ფიგურა. თუნდაც სადამ ჰუსეინს რომ ჰყავდა თავისი ცრუ ალი, ესენიც კი მოგვანატრეს ამ „აირაის“ და „ენდიაის“ გადამკიდე.

 

სომხეთის პატრიარქის საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია აირია და ეკლესიასთან მიმართებით, მოვლენები განსაკუთრებული სისწრაფით განვითარდა. ალბათ იხლეთ ის კადრები, სადაც გარეგინ მეორე ილია მეორეს შეუთამამდა და ისიც წამოაძახა, რომ თურმე ქართველებს ყველაფერი გვაქვს - ჩიტებიც, მწვანილიც, ღვინოც, სიბრძნეც და ეკლესიაც... ჩიტებიც კი დაგვითვალეს?

 

- ამასთან დაკავშურებით კომენტარი სომხურმა გამოცემებმაც გააკეთეს. ეს აღმაშფოთებელი იყო. ამ ადამიანის ზრდილობა, დონე, საუბრის წარმართვის სტილი, პირდაპირ ვთქვათ, უზრდელური იყო. გულითაც რომ გინდოდეს, საერთოდ, ვერ მიაწერ მას მღვდელმთავრისთვის საჭირო თვისებებს. მოგეხსენებათ, ისტორიულად სომხური ეკლესია ჩამოყალიბდა ყოველთა სომეხთა ეკლესიად და იგი ასრულებს კოორდინატორის როლს სომხურ დიასპორებსა და სომხურ სახელმწიფოს შორის. შესაბამისად, სომხური ეკლესია, ხშირ შემთხვევაში, ამ შეკვეთის შესრულებისას პოლიტიკური ავანტიურიზმის ელფერს ატარებს.

 

შევახსენებ ჩვენს მოძმე სომეხ მოსახლეობას, ძალიან ბევრი სომეხი ვიცით, ვინც შეწუხებულია გარეგინ მეორის ვიზიტის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. განსაკუთრებით, ვინც გათვითცნობიერებულია, რადგან სომხური დიასპორა ხშირ შემთხვევაში, სომხურ მოსახლეობას და სომხურ სახელმწიფოს იყენებს, როგორც იპოთეკას თავისი ავანტიურისტულ-პოლიტიკური განზრახვების განსახორციელებად. ამან შეიძლება ძალიან ტრაგიკული შედეგები გამოიწვიოს, როგორც სომხეთისთვის, ისე საქართველოსთვის და გონს მოეგონ, გაანებონ ქართველი ჩინოვნიკების მოსყიდვას თავი. ეს კარგს არაფერს მოიტანს, პირიქით, შეიძლება მოხდეს უმართავი და შეუქცევადი პროცესების პროვოცირება დაიწყოს. სამწუხაროდ, ეს პროცესები უკვე დაწყებულია და ეს იქნება სრული კატასტრფა ჩვენთვისაც და მათთვისაც. გაიხსენონ ჩვენი და მათი საერთო ისტორია, თუ რა შედეგამდე მივყავდით დაპირისპირებას? - კატასტროფისკენ. არავინ იფიქროს, რომ სომხური დაისპორა მართავს და გავლენას ახდენს ზესახელმწიფოებზე. პირიქით, ისინი იმართებიან ზესახელმწიფოების პოლიტიკური ინტერესებით. შესაბამისად, ბოლო მომენტში მოხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. ანუ გაყიდიან სომხებს და შეატოვებენ გამძვინვარებულ თურქეთსა და აზერბაიჯანს.

 

არადა, პირიქით - ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის უმაღლეს ეშელონებში სომხებს ძლიერი ლობისტები ჰყავდათ.

 

- ლობისტები რომ ჰყავთ, მერე რა? არაფერს ეგ არ ნიშნავს. სინამდვილეში, ბოლო ჟამს, ზესახელმწიფოს ლოგიკა ყოველთვის მაღლა დგას და ახორციელებს იმას, რაც არავითარ შემთხვევაში, არ არის მცირე ხალხების ინტერესებში. ამიტომ პოლიტიკური ავანტიურები, ყოველთვის უბედურებით მთავრდება. გავიხსენოთ, მაგალითად, ვახტანგ მეექვსის ცნობილი ლაშქრობა სპარსეთში სომხებთან ერთად. სწორედ მაშინ შეიქმნა სომხური ჯარიც, რასაც ვახტანგ მეექვსემ შეუწყო ხელი. პეტრე პირველის მხარდაჭერით, ქართველებმა და სომხებმა სპარსეთზე გაილაშქრეს, მაგრამ მერე, როდესაც პეტრე პირველი ასტრახანიდან უკან, რუსეთში მიბრუნდა, მთელი ქართულ-სომხური ლაშქრობა პირისპირ შერჩა გამძვინვარებულ სპარსეთს. ამ ამბავმა ჩვენს წინააღმდეგ სპარსელების კონსოლიდაცია გამოიწვია, მათ ვერ აიტანეს, რომ თავიდან ბრძოლაში დიდი რუსეთიც ჩაერთო და ქართველებიც გაერთიანდნენ. რა მივიღეთ შედეგად? განათლებული კაცი აღარ დარჩა საქართველოშიო - ჩიოდნენ მაშინ. ამას მოჰყვა საქართველოსა და სომხეთის სრული კატასტროფა.

 

ძალიან ხშირად ასეთი ტიპის ავანტიურები ასეთნაირად მთავრდება. მით უმეტეს, როცა ორ ერს შორის ხდება პროვოცირება, კარგად დაფიქრდნენ, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს. ჯერ არ დგას საკითხი, თუ რა ზიანს მოუტანს დედაეკლესიას რელიგიური კონფესიების შესახებ კანონი. არამედ საკითხი დგას იმ პარტიზანულ მეთოდებსა და იმ სისწრაფეზე, რომლითაც მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ ეს კანონი. ეს მიუთითებს, რომ მათ გარკვეული განზრახვები აქვთ. ეს კი არ დაემთხვა, არამედ პირდაპირ გამომდინარეობს გარეგინ მეორისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მაღალჩინოსნის ვიზიტიდან და იმ მოთხოვნებიდან, რასაც სომხური მხარე საქართველოს ხელისუფლებას უყენებს. შესაბამისად, მოხდა გარიგება. ვინაიდან ეს გარიგება ქართულ საზოგადობაში წინააღმდეგობას გამოიწვევდა, რაც მივიღეთ კიდეც, ხელისუფლებამ პარტიზანულად მიიღო ეს კანონი. რაც შეეხება შედეგებს, ამის შესახებ საქართველოს ეკლესიამ, მისი საჭეთმპყრობელის ილია მეორის სახით უკვე ისაუბრა.

 

უწმინდესმა ყველაზე კარგად იცის, ამ თემის ქვედინებები. მე მოვუწოდებ იმ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც უბრალოდ ვერ ერკვევიან საკითხში, არ იციან მისი არსი, სიღრმეები, თემის ისტორია, საერთაშორისო კონტექსტი, რომლიდანაც გამომდინარეობს ეს მოთხოვნები, თავი შეიკავონ შეფასებებისგან. განსაკუთრებით - ე.წ. ლიბერალებმა, რომელებმაც ლიბერალიზმის არსიც არ იციან და თავიანთ გაურკვეველ ფსიქოსოციალურ კომპლექსებს თავს ახვევენ საზოგადოებას. ისინი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს ინფანტილურ დონეზე განიხილავენ.

 

არ ვსაუბრობ იმაზე, რომ შეუვალი უნდა იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ არ შეიძლება, ამაზე სპეკულაცია მიდიოდეს. მაგალითად, ნინია კაკაბაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს კრიტიკაზე მაღლა მდგომი ორგანიზაცია და მიესალმება თურმე ამას. მე მას შევახსენებ, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს უმცირესობის დიქტატი უმრავლესობაზე, თან ისეთი უმცირესობის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ არის მარიონეტი, უცხო და ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალების ხელში. თუ ზოგიერთს ეს არ ესმის, ეს მისი ფსიქიკური პრობლემებია.