დეპუტატები ფულს ვერ ელევიან

დეპუტატები ფულს ვერ ელევიან

საპარლამენტო უმრავლესობაში სამივლინებო ხარჯებზე თანხების საკმარისად გამოყოფას ითხოვენ.

უმრავლესობის წევრის კობა ხაბაზის თქმით, შეუძლებელია ე.წ. “ქამრების შემოჭერა” სამივლინებო ხარჯებზეც გავრცელდეს. მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ ყველა დონის კონფერენციაში, სამიტზე თუ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა, რათა საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მუდმივად დაისვას.

ხაბაზს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილიც დაეთანხმა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით თანხები არ უნდა შემცირდეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით კი, მივლინებებისთვის თანხების გამოყოფა პრობლემა არც წელს ყოფილა და არც მომავალ წელს იქნება.