აქეთ-იქით აქციები   

აქეთ-იქით აქციები  

რაკი არაფერია მუდმივი, მათ შორის, არც პოსტრევოლუციური საქართველოს ცისქვეშ, თუკი აქამდე ამ მიზნისთვის აპრილს სწყალობდნენ, წელს საპროტესტო გამოსვლების თვედ მაისი შეირჩა (შესაძლოა, სულაც, პოეტური მოტივით: „ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო?!“). მეორე მხრივ, ეს პოეტური მოტივი ბოლომდეც ვერ ხორციელდება, რადგან, ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლებისთვის, სულ მცირე, სამი პოლიტიკური ძალა ემზადება.

ქართული პარტიაამ საქმეს 9 მაისიდან იწყებს (წინასწარი ცნობებითრეგიონებიდან და მასშტაბურად);

წარმომადგენლობითი სახალხო კრება-ნი ბურჯანაძის მონაწილეობით 21 მაისიდან ემზადება მასობრივი პროტესტისთვის;

სულ ახლახან კი, გაირკვა, რომ ქუჩაში გამოსასვლელად ოპოზიციურირვიანიცშემწიფებულია (ბუნებრივია, საარჩევნო გარემოს შეცვლის სურვილით).

იმ მარტივი ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მცირერიცხოვანია, რთული სათქმელია, როგორ აპირებენ ზემოხსენებულები დემონსტრანტთა განაწილებას (რომ თითოეულის აქცია სოლიდურად გამოიყურებოდეს). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, სამოქალაქო ზეწოლა ხელისუფლების დემოკრატიული აღზრდის უებარი საშუალებაა. მეორეც, თითქმის ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო ტალღის აგორების მცდელობა უარყოფითად მოქმედებს საპროტესტო მუხტზე (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მუხტის გაჩენა ვინმეს მართლაც უნდა). რაც მთავარია, ოპოზიციური ძალები ვერანაირი მიზნით ვერ ახერხებენ გაერთიანებას, ეს კი აჩენს ეჭვს, რომ სკამი ყველას სათავისოდ უნდა, არადა ცოტა როა?!