„მყავს უამრავი ცოლი და უამრავი საყვარელი“

„მყავს უამრავი ცოლი და უამრავი საყვარელი“

სკანდალებით განთქმულმა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ არც ამჯერად გაუცრუა მსმენელს იმედი და პოლიტიკურ თემაზე გადაღებული კლიპი შესთავაზა.

რატომ არის ანრი ჯოხაძე ყოველთვის სკანდალებით გამორჩეული?

- ჩემთვის ის სკანდალი არ არის, რასაც საზოგადოება სკანდალს ეძახის. ჩვეულებრივი გამოხატულებაა შემოქმედი ადამიანისთვის.

რასაც თქვენ აკეთებთ და ხალხი სკანდალად აღიქვამსარის ბუნებრივი?

- ეს ნორმაც კია. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის არ არის სკანდალი. არ ვიცი, ჩვენ შემოგვაკლდა სპეცეფექტები ცხოვრებაში, რომ ასეთ რამეს სკანდალს ვეძახით? მე არ ვთვლი, რომ ეს არის ამბავი, რომელმაც შეიძლება აჟიოტაჟი გამოიწვიოს.

მასები აღიქვამენ თქვენს საქციელს სკანდალურად?

- მასას ყოველთვის სჭირდება საღეჭი რეზინი, ამ რეზინის როლს მე ვასრულებ. მღეჭავენ და მღეჭავენ.

ეს თქვენი შინაგანიდან მოდისთუ იგეგმება?

- რასაც მე ვაკეთებ, აბსოლუტურად შინაგანი მომენტია. ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ არის გულწრფელად გაკეთებული, ყოველგვარი გამოხდომების გარეშე. რასაც ვფიქრობ, იმას ვაკეთებ.

თქვენი მუსიკა ყოველთვის აქტუალურ თემაზე იქმნება.

- თუ ეხები არააქტუალურ თემას, მაშინ დროსა და სივრცეში ხარ გაჭედილი.

არ გეშინოდათ პოლიტიკური კლიპის გაკეთება?

- აბსოლუტურად არა. ვგიჟდებოდი, ბოლო პერიოდში ისე მინდოდა ამის გაკეთება, ძალიანაც მოვინდომე და შედეგიც სახეზეა. სხვაგვარად არ იქნებოდა ეს კლიპი წარმატებული.

რომელი პოლიტიკოსი უფრო უკეთ განასახიერეთ?

- როგორც ჩანს, ბურჯანაძეს უფრო მეტად დავემსგავსე, ფიზიკურადაც და მანერებითაც. ყველა პერსონაჟზე ვიმუშავე და გული და სული ჩავდე. ისე, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან გამართო და ბოლოს როლიდანაც ვეღარ გამოვდიოდი, დავდიოდი სტუდიაში და ვიძახდი "ქაჯები", ასე ვერთობოდი. მომეწონა მისი ამპლუა.

კლიპზე მუშაობის პროცესი რთული იყო?

- არ იყო რთული, რადგან მეგობრები მეხმარებოდნენ. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მხიარულად ვიყავით, კარგად ვერთობოდით. წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო ამდენი გადაცმა, ყველა მოლოდინშია, დაემსგავსება თუ არა. სასიამოვნო პროცესი იყო.

კლიპის სცენარი თქვენი მოფიქრებული და დადგმულია?

- სცენარისტიც და რეჟისორიც მე ვარ. რეალურად ყველაფრის ავტორიც მე გახლავართ. მონტაჟის რეჟისორობაც შევითავსე. უბრალოდ, არ მომხდარა ამის გაკეთება რომ მომინდა და ვაკეთებ, მართლაც დიდი შრომა ჩავდე. პაატა ჭელიძე იყო ოპერატორი. უნიჭიერესია.

ეს არ იყო პირველი კლიპი პოლიტიკურ თემაზესცენაზე სტალინიც განასახიერეთ და მახსოვსეს იყო ევროვიზიის შესარჩევი ტურირომლის შემდეგაც ძალიან გაბრაზებული იყავით.

- ეს იყო ერთი შოუს ისტორია, რომელზე საუბარიც არ მინდა. აღარ მახსოვს, არ ვარ ბოღმიანი ადამიანი, გავნაწყენდი, გავნაწყენდი. გაიარა ამ ყველაფერმა.

სიყვარულის თემას დიდი ადგილი უჭირავს თქვენს შემოქმედებაშირა მუხტი მოაქვს ამ გრძნობას?

- ჩვენი ყველას მამოძრავებელი ძალა სიყვარულია. თუ არ გიყვარს ვინმე, თუ ვინმეს არ უყვარხარ, თუ შენი საქმე არ გიყვარს, არაფერი გამოგივა.

მუსიკა რომ დაიწეროსამისთვის უნდა არსებობდეს ვინმე კონკრეტული და ის გიყვარდეს?

- არა, მე შინაგანად უნდა ვგრძნობდე ძვრებს, შინაგანად რაღაც უნდა მაღელვებდეს. თუნდაც ვიღაცის მონაყოლი ისტორია შეიძლება გახდეს ჩემი მუზა.

"უფლება არ მაქვს შენთან მოვიდე"  - რა იყო ამის დაწერის წინაპირობა?

- ერთი გოგო მიყვარდა, მაშინ პატარა ვიყავი, ის ჩემზე გაცილებით დიდი იყო და ვერ გავუბედე მეთქვა, რომ მიყვარდა. ეს რაღაც ბავშვური კომპლექსი იყო, მაგრამ ჩამრჩა და და მერე იმიტომ ვთქვი, უფლება არ მაქვს, შენთან მოვიდე, გითხრა, როგორ მიყვარხარ. ეს იყო ძალიან ბუნებრივი გამოძახილი.

პირდაპირი ადამიანი ხართ?

- ყმაწვილობაში არ ვიყავი, იმ ასაკში ალბათ ყველას აქვს კომპლექსები. რომ ვიზრდებით და ორ წიგნს წავიკითხავთ ერთდროულად, გავეცნობით სამყაროს, უფრო მეტი გამბედაობა მოდის, მე ასე მგონია.

რა კომპლექსებზე საუბრობდით?

- ჩვეულებრივი კომპლექსები, რაც ყველა თინეიჯერს აქვს. ახლა გაცილებით თავისუფალი ახალგაზრდები არიან, ჩვენი თაობა იყო, რომლებმაც პირველებმა შევისუნთქეთ ევროპული ჰაერი. დღევანდელი თინეიჯერები საკმაოდ ინფორმირებული არიან, ჩვენთან შედარებით.

როგორც პოპულარული ადამიანირომელსაც ცნობენ ქუჩაშირამე შეზღუდვებს თუ უწესებთ თავს?

- ვიქცევი ისე, როგორც მინდა. ადრე იყო ასეთი მომენტები, მაკომპლექსებდა, რომ ცნობილი ვარ, უნდა აკონტროლო შენი თავი. საკონტროლებელიც არაფერი მაქვს, ვარ ისეთი, როგორსაც ხალხი მხედავს ტელევიზიიდან. ჩემს შემთხვევაში ალბათ მტერიც ვერ იტყვის, რომ სცენაზე და ცხოვრებაში სხვადასხვანაირი ვარ. ეთერში ის ანრი არ ჩანს, არ ჩანს მისი დადებითი მხარე, რაც შეიძლება ისე ურთიერთობაში აღმოაჩინოთ. თავს ვიქებ, მაგრამ ასეა. ტელევიზორში ნანახ ანრიზე უფრო საყვარელი, ცხოვრებაში ნანახი ანრია.

ძალიან მაგარი ვარ - არ გქონიათ ამის განცდა?

- თვითკმაყოფილების გრძნობა რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ მქონია, ეს არის ყველაზე დამანგრეველი მუხტი, რაც შენში შემოდის. მაგრამ თუ ადამიანს ჯანსაღი ფსიქიკა აქვს, ვერ შეგიპყრობს. არ არსებობს, რომ მეორე წუთში არ ვილოცო და ვთხოვო, ღმერთო მომაშორე ეს საშინელი გრძნობა. აქედან გამომდინარე მიდის ეს გრძნობა და შემდეგ უკვე სიახლეებიც იბადება, ის, რასაც თქვენ სკანდალებს ეძახით. არასდროს ვკმაყოფილდები ერთი გაკეთებული საქმით, ყოველთვის ვფიქრობ ახალ თემაზე, რა გავაკეთო საინტერესო.

თქვენზე ბევრი ჭორი დადისმათზე როგორ რეაგირებთ?

- ძალიან კარგია, მიხარია, რომ ჩემზე ჭორაობენ. მე რეალურად ადამიანებსაც ვასაქმებ. უსაქმურ დროს ვუვსებ, აბა რა, უნდა იჭორაონ. იმდენად პოპულარული და საინტერესო ადამიანი ვარ, ღირს ჩემზე ჭორების შექმნაც და დაჯერება - არდაჯერებაც.

არ გაღიზიანებთ?

- აბსოლუტურად არა, რა უნდა იყოს აქ გამაღიზიანებელი, ათას სისულელეს რომ მოიგონებენ? ამას როგორ უნდა აყვე, ეს ჩვეულებრივი მომენტია პოპულარული ადამიანის ცხოვრებაში. მე ვბრაზდები, მეგობრებთან ურთიერთობაში ვინმეს თუ რამე შეეშლება და ვიღაცის ნათქვამზე რამეს ააგებს. ჭორებზე რომ გავღიზიანდე, იმათი დონის გამოვდივარ, ვინც ამას თხზავს.

ტყუილი რა დოზით არის თქვენს ცხოვრებაში?

- მაქსიმალურად ვცდილობ, არ ვიცხოვრო სიცრუეში. არის ისეთი ტყუილები, რაც სჭირდება სიტუაციას, უნდა მოიტყუო, მაგრამ ამით არავინ დააზარალო. ეს ყველაზე საშინელი მოქმედებაა ადამიანისგან. შენი ტყუილით ცვლი ვიღაცის ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა.

რომანტიკოსი ხართ თუ რეალისტი?

- რეალისტი, ღრუბლებში მხოლოდ შემოქმედებაში დავფრინავ. ისე, იმდენად მიწაზე ვარ, რომ მეშინია, მიწის ქვემოთ არ აღმოვჩნდე.

საყვარელი ადამიანისთვის რა გაგიკეთებიათ ყველაზე ორიგინალური?

- საზღვარგარეთ იყო და იქ ჩავაკითხე. სიურპრიზი მოვუწყვე, ჩემი მეგობარი მოდის და რაღაცას ვატან–თქო, მაგრამ თვითმფრინავმა დაიგვიანა და რამდენიმე საათი ვალოდინე, 7 საათი მიცდიდა, გაიყინა. მაგრამ სასწაული შეხვედრა იყო, შოკისმომგვრელი.

ხშირად კითხულობენრატომ არ ჰყავს ანრი ჯოხაძეს ცოლიო?

- ცოლი როგორ არ მყავს, მე მყავს უამრავი ცოლი და უამრავი საყვარელი. ისე, 28 წლის ვარ და რა მეჩქარება.

როგორი უნდა იყოს ადამიანირომელიც ანრის მოეწონება?

- ჩემნაირი უნდა იყოს, მეგობრული, უყვარდეს ოჯახი, სხვის აზრს სცემდეს პატივს, მაგრამ თავისი აზრი ყოველთვის წინ დააყენოს.

ანუ თქვენპირველ რიგშითქვენს აზრს ითვალისწინებთ?

- რა თქმა უნდა. შეიძლება შევცდე კიდეც, მაგრამ სხვისი აზრი რომ გავითვალისწინო იმ სიტუაციაში და ისე არ გამოვიდეს, როგორც მინდა, შეიძლება ის ადამიანი მთელი ცხოვრება მოვიძულო. ყოფილა კიდეც ასეთი მომენტები. გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო და არა - ვიღაცის კარნახით. შეიძლება შევცდე კიდეც. ამ შემთხვევაში ჩემს თავს დავაბრალებ და არა - მეგობარს, რომელმაც რჩევა მომცა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ვწყვეტ ჩემს ცხოვრებას. ყველაზე მეტად დედაჩემს ვენდობი. არა იმიტომ, რომ დედიკოს ბიჭი ვარ, უბრალოდ, გამოცდილი ადამიანია, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. რამდენჯერაც მომცა რჩევა, თუნდაც შემოქმედებაში, ყოველთვის მართალი იყო.

თქვენი სხვა აზრზე გადაყვანა რთულია?

- თუკი ეს არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, არა. მაგალითად, შეიძლება მოხვიდე კლიპის მონაჟის დროს და მითხრა, ანრი ამ კადრის მერე ეს უკეთესი იქნება. ან მოისმინო ჩემი სიმღერა და მითხრა, აქ მაღალი ბგერა რომ აწიე, ჯობია, არ გააკეთო. გავიზიარებ, არ მაქვს ეს კომპლექსი.

კომპლექსირომელიც დღეს აწუხებს ანრის.

- მინდა, რომ წონაში ცოტა დავიკლო და ვერ მივაღწიე. დიეტას ვიცავ, მაგრამ რეჟიმი ისეთი მაქვს, ვერ ვახერხებ კვების რაციონის ნორმალურად შერჩევას.