აღნიშნული წერილი რედაქციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო. წერილს ავტორის ხელმოწერა არ ჰქონდა, მაგრამ გვთხოვდა, რომ მისი მოსაზრება მკითხველისთვის გაგვეცნო.
ვასრულებთ თხოვნას და გთავაზობთ უცნობი ავტორის თვალსაზრისს რელიგიური ჯგუფებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველოს ხალისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ არ არსებობს მისი ღირსეული კონკურტი რომელიმე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საუბარია პოლიტიკურ ორგანიზაციებზე, საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ პარტრიებზე და სხვა (ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან). ხელისუფლებამ შეძლო, ზოგიერთი ამ ორგანიზაციის მარგინალიზაცია (ძირითადად პოლიტიკური პარტიების), ზოგის ავტორიტეტის შელახვა (ხელოვნების წარმომადგენელთა ორგანიზაციების - საუბარია მწერალთა კავშირზე, კომპოზიტორთა კავშირზე და ასე შემდეგ).
ანუ ხელისუფლებამ შეძლო, რომ ქვეყანაში მხოლოდ ის, თვითონ დარჩენილიყო ერთადერთი ავტორიტეტული (სიძლიერის თვალსაზრისით) და მყარი, ან შეიძლება ითქვას ურყევი, მტკიცე შიდა სტრუქტურებით, რომლის ჩანაცვლებას როგორც მორალურად, ისე იურიდიულად და ასევე ფაქტობრივად ვერავინ შეძლებდა. იბადება კითხვა, თუ რაში დასჭირდა ეს ყოველივე ხელისუფლებას, რატომ ცდილობს ის ყველა ამ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ავტორიტეტის შებღალვას. აქ შეიძლება პასუხი ყოველგვარი სირთულის გარეშე მარტივად აიხსნას - ხელისუფლება ცდილობს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კონკურენტები ჩამოიცილოს და ავანგარდზე მხოლოდ თვითონ დარჩეს, გინდ სახელშელახული, უავტორიტეტო, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ურყევი, მტკიცე სტრუქტურებით და ძლიერი, ასეთ დროს კი (საზოგადოებრივი შფოთის, დაბნეულობების, გარკვეული გზაგასაყარის დროს) საზოგადოება ყოველთვის მყარს ირჩევს ხოლმე თუნდაც არასასურველს და ხანდახან საზიზღარსაც.
და აი აქ მივედით მთავართან - საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიასთან. უკვე რვა წელია ეს ინსტიტუტი თუ პოლიტიკური მოწინააღმდეგე ( ანუ კონკურენტი ყველა სფეროში, გინდ ავტორიტეტში, გინდ ინსტიტუციონალურ სიმტკიცეში, გინდ საზოგადოების ნდობაში) თევზის ფხასავით გასჩხერია ყელში ხელისუფლებას. მის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლა აქამომდე არ უცდიათ, რადგან ეს თავად ხელისუფლებას დააზიანებს და შიგნიდან დაშლის, რადგან დღეს ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიული არჩევანის შემთხვევაში ისევ ეკლესიისკენ გადაიხრებიან. აი აქ მოინახა ერთი ეშმაკური დრო და ხერხი ამ მონსტრის (მაპატიოს უფალმა, ასე წარმოუდგენია დღეს საქართველოს საპატრიარქო მავან ხელისუფალს), შეიქმნას პრეცენდენტი, რომ ყველა რელიგიური ორეგანიზაცია, რომელთაც კი ევროსაბჭოს ქვეყნებში მინიჭებული აქვს საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსი, საქართველოშიც მიიღებს ანალოგიურ სტატუსს.
ანუ საბერძნეთში არსებული ოთხი საპატრიარქოდან ნებისმიერი შეძლებს დღეს საქართველოში საჯარო სამართლის სტატუსის მიღებას, მერე გამოჩნდება ვიღაც უცნობი ქველმოქმედებიც, რომლებიც ამ ახალ საპატრიარქოებს დაეხმარებიან, ტაძრებს ააშენებენ, დიდ მოწყალებასაც გაიღებენ ამ ახალი საპატრიარქოს სახელით, მრევლს გაუმრავლებენ და რაც მთავარიაб ჩვენს საპატრიარქოს გამოუჩნდება მის ავტორიტეტში ბზარის შემტანი კონკუტენტები. იქ მერე რაიმე პატარ-პატარა კონფლიქტების პროვოცირებაც იქნება შესაძლებელი, რომელთაც რა თქმა უნდა ჩვენი ურყევი ხალისუფლება დაარეგულირებს და მალეც შედეგიც მიიღწევა – დაეცემა უკანასკნელი ავტორიტეტული ბასტიონი - საქართველოს საპატრიარქოს სახით და ამის შემდეგ უკვე ადვილი წარმოსადეგია რა ადვილი იქნება ამ საზოგადოების - გათითოკაცებული, საძოვარზე მიშვებული ყოფილი ერის მართვა. ამ კანონის მიღებაც სწორედ ამიტომ დაამთხვიეს სომხეთის პატრიარქის ვიზიტს, რადგან ამ კანონის მიღება საზოგადოებამაც სომხეთის საპატრიარქოს პრეტენზიებს დაუკავშიროს და ყურადღება გადატანილი სწორედ სომხეთისკენ იყოს და მთავარ საფრთხეზე არ მოხდეს კონცენტრირება.