"თუ ვინმე კომისიის საქმეში ჩაერევა, მე ასეთ კომისიაში არ დავრჩები"

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი წარადგინა.

თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების” თავმჯდომარეს ამჯერად პატიმრებზეც მოუწევს ზრუნვა. ელისაშვილმა შეთავაზებაზე დათანხმებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჟურნალისტის სტატუსის შენარჩუნება სთხოვა - ჟურნალისტიკას ვერ გავცვლი კანცელარიის მოხელეობაზეო.

რამდენად შეძლებს, საჯარო სამსახური ჟურნალისტიკას ისე შეუთავსოს, რომ ერთი მეორემ არ დააზარალოს, ამაზე "კვირის პალიტრას" თავად ალეკო ელისაშვილი ესაუბრა.

რის საფუძველზე შემოგთავაზათ ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა პრეზიდენტმა?

- ალბათ, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ და ვერც იმას გეტყვით, რომ ძალიან კარგი ბიჭი ვარ და ამიტომ-მეთქი. ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო მელოდება. ორი დღეა, რაც დავინიშნე და უკვე უამრავი ხალხი მირეკავს. როცა მათ ვესაუბრები, კიდევ უფრო რთული მეჩვენება ეს სფერო. ვცდილობ, სწრაფად გავერკვე საკითხში...

ახალ საქმეში რომ პრობლემები წარმოიშვასშეძლებთ ჟურნალისტის კრიტიკული და ობიექტური თვალით შეხედოთ საკითხს?

 - ეს ორი სამსახური ერთმანეთს ხელს არ უშლის.  ჩემთვის მთავარი ჟურნალისტიკაა და არა საჯარო მოხელეობა. მესმის, შეწყალების კომისიაზე გადაცემას ვერ გავაკეთებ - ჩემს თავს ხომ არ მოვიწვევ სტუმრად! თუ საზოგადოებას კომისიისადმი უკმაყოფილება გაუჩნდა, ქვეყანაში არაერთი არხია, ნებისმიერ ჟურნალისტთან მივალ და ყველა კითხვას ვუპასუხებ.

კომისიის რამდენიმე წევრი მოქმედი ადვოკატია და პატიმრების ნაწილს საადვოკატო მომსახურებას უწევსშეწყალების სიებში მათი დაცვის ქვეშ მყოფი თუ აღმოჩნდებაეს ინტერესთა კონფლიქტი გამოდის.

- იურისტები შეწყალების კომისიაში უნდა იყვნენ. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, როცა სიაში ის პატიმარი მოხვდება, ვისაც ჩვენი წევრი იცავს, საქმის განხილვის დროს კენჭისყრის სხდომას დატოვებს.

აზრთა სხვადასხვაობაა იმაზეცრომ კომისიის თავმჯდომარე იურისტი არ არის.

- არც ელენე თევდორაძე იყო იურისტი. ჩემი დანიშვნა კანონს არ ეწინააღმდეგება. თუ მაინც ვინმეს აინტერესებს, რატომ დამნიშნეს არაიურისტი, პრეზიდენტს ჰკითხონ.

ყოფილმა თავმჯდომარემ რა გირჩიათ?

 - ქალბატონმა ელენემ შეხვედრაზე თავიდან უარი თქვა, მაგრამ მოგვიანებით დამირეკა და შევხვდით. ძალიან კარგი რჩევები მომცა.

ცხადიაელენე თევდორაძესმრავალწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდშიკონკრეტული პოლიტიკური პირების მიერ მიღებული დავალებების შესრულება მოუწევდაშეძლებს ასეთ სიტუაციაში მუშაობას ალეკო ელისაშვილი?

 - როცა ერთ სიას ადგენს კომისია და პრეზიდენტი სულ სხვა ხალხს ათავისუფლებს, ეს კომისიის აბუჩად აგდებაა. თუ ვინმე კომისიის საქმიანობაში ჩაერევა და გვიკარნახებს, ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ არა, მე ასეთ კომისიაში არ დავრჩები. მეეჭვება, ახალი პრეზიდენტი ძველს დაემსგავსოს, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ჩვენ შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს დავუკავშირდით.

- სამწუხაროდ,  ტელევიზიით გავიგე, რომ გამათავისუფლეს. 18 წელი ვემსახურე ხალხს და იმის ღირსი არ ვიყავი, რომ ერთი დღით ადრე მაინც შეეტყობინებინათ ეს ამბავი? ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამის ცოდნა, დღეები დავკარგე, პენსიის გაფორმება რომ დამეწყო. ერთადერთი წყარო, რომლითაც თავი უნდა ვირჩინო, პენსიაა.

ხომ არ შემოუთავაზებია ახალ თავმჯდომარეს თანამშრომლობა?

 - ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და არა თავმჯდომარის. ალეკოს შევხვდი და ჩემი გამოცდილებაც გავუზიარე.

როგორ შეაფასებთ 18-წლიან მოღვაწეობასარ გიწევდათ პოლიტიკური კარნახის შესრულება?

- კომისიას ჰქონდა რთული პერიოდები და ზოგჯერ პოლიტიზებულიც იყო. ეს შეიმჩნეოდა 2012 წლის იანვრიდან 2013 წლამდე. ადრე კომისია პოლიტიზებული არ ყოფილა.

გინდათ თქვათრომ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებას არაფერი უკარნახია?

- ასეთი რამ არ მომხდარა და არც გვიკადრებია, საქმეების განხილვისას პოლიტიკური კუთხით გამოგვერჩია გასათავისუფლებელი პირები.

როგორ შეაფასებთ იმასრომ როგორც ხელისუფლებისისე ოპოზიციის წარმომადგენლები ჩამოაშორეს შეწყალების კომისიას?

- კომისიაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ყოფნა აუცილებელია. ამბობენ, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ პოლიტიზებული აღარ იყოს კომისიაო. არსებული უდოს კომისიის (სადაც პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე მსჯელობენ)  წევრები დეპუტატები არიან. რა ვქნათ, ვთქვათ, რომ ის პოლიტიზებულია? ამიტომ სწორი იქნებოდა შეწყალების კომისიაში პარლამენტის წევრებიც ყოფილიყვნენ.