ორბანი: უკრაინელებმა წააგეს ომი, რუსეთმა მოიგო ეს ომი

ორბანი: უკრაინელებმა წააგეს ომი, რუსეთმა მოიგო ეს ომი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინაში მიმდინარე ომში.

ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ომი გაურკვეველი შედეგით დასრულდება, მაგრამ ეს ასე არ არის. უკრაინელებმა წააგეს ომი. რუსეთმა მოიგო ეს ომი“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი აზრით, ერთადერთი საკითხია, როდის და რა ვითარებაში აღიარებს უკრაინელების მხარდამჭერი დასავლეთი, რომ ეს მოხდა და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი“.

ასევე, მან განაცხადა, რომ ევროპამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, მოლაპარაკებოდა პუტინთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ახლა რისკავს, რომ მისი მომავალი მის გარეშე გადაწყდება.