"უკიდურესი საფრთხე“ - ევროპაში რეკორდულად მაღალი სიცხე დაბრუნდა

ორ­შა­ბათს ევ­რო­პის სამ­ხრეთ რე­გი­­ნებს კვლავ მა­ღა­ლი სი­ცხე და­­ტყდა თავს. ამას­თან, მეც­ნი­­რე­ბი მო­სახ­ლე­­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ევ­რო­პა თით­ქმის ორ­ჯერ იმა­ზე უფრო სწრა­ფად თბე­ბა, ვიდ­რე სა­შუ­­ლოდ მთე­ლი პლა­ნე­ტა და 2025 წელი შე­იძ­ლე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წე­ლი­წა­დი გახ­დეს ის­ტო­რი­­ში.

ფლო­რენ­ცი­­ში ამ კვი­რის ბო­ლოს 40°C ტემ­პე­რა­ტუ­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, სარ­დი­ნი­­ზე მზის დაკ­ვრით 4 წლის ბიჭი და­­ღუ­პა, იტა­ლი­ის შვიდ დიდ ქა­ლაქ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო გან­გა­შის წი­თე­ლი დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ორ­შა­ბათ დი­ლას, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხის გამო საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი საფრ­თხის ზო­ნა­ში მო­ექ­ცა. 96 ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი ერ­თე­­ლი­დან 12-ში გან­გა­შის წი­თე­ლი დონე გა­მო­ცხად­და, რაც მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, რო­დე­საც უკი­დუ­რე­სად ხან­გრძლი­ვი სი­ცხე ადა­მი­­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის სე­რი­­ზულ საფრ­თხეს. სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აქვს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უფ­ლე­ბა, გა­­უქ­მოს ღია სივ­რცე­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­­ბე­ბი, და­ხუ­როს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი და შეც­ვა­ლოს სკო­ლე­ბი­სა და სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბის გან­რი­გი.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ვა­რა­­დით სამ­ხრეთ- და­სავ­ლე­თით ტემ­პე­რა­ტუ­რა 42°C-ს გა­და­­ჭარ­ბებს, რაც ქვე­ყა­ნა­ში სი­ცხის ახა­ლი რე­კორ­დი იქ­ნე­ბა, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი 41,4°C.-ის ნაც­ვლად.

კვი­რას ფრან­გმა მე­ხან­ძრე­ებ­მა რო­გორ იქნა მო­­ხერ­ხეს 1949 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად ათე­­ლო­ბით ადა­მი­­ნი და­შავ­და და და­­ღუ­პა, ხოლო 16 000 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბი გა­ნად­გურ­და.

კვი­რას ეს­პა­ნეთ­ში, ლე­ონ­სა და სა­მო­რა­ში ხან­ძრის გამო 1000-ზე მეტი ადა­მი­­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­­ტო­ვე­ბი­ნა. დიდი ხან­ძრე­ბი გრძელ­დე­ბა გა­ლი­სი­­შიც, თუმ­ცა სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ამ რე­გი­ონ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

სა­რა­გო­სა­სა და ბას­კეთ­ში, ეს­პა­ნე­თის მე­ტე­­რო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო მო­სახ­ლე­­ბა “უკი­დუ­რე­სი საფრ­თხის“ შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა. ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში ყვი­თე­ლი და ნა­რინ­ჯის­ფე­რი გან­გა­შის დო­ნე­­ბია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. გვა­დელ­კი­ვე­რის ქვე­და დი­ნე­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა 44°C-ს გა­და­­ჭარ­ბოს.

პორ­ტუ­გა­ლი­­ში, რამ­დე­ნი­მე ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლურ რე­გი­ონ­ში გან­გა­შის ნა­რინ­ჯის­ფე­რი დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ხოლო ბეჟა­სა და ევო­რა­ში 40°C სი­ცხეა მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად იმა­ტებს დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რომ ლონ­დონ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 33°C-ს მი­აღ­წევს, რაც დე­და­ქა­ლა­ქის­თვის უჩ­ვე­­ლოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა უკვე გა­მო­­ცხა­და გან­გა­შის ყვი­თე­ლი საფრ­თხის დონე ხან­დაზ­მუ­ლი და ქრო­ნი­კუ­ლი და­­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის.

ორ­შა­ბათს ხორ­ვა­ტი­­ში მე­ხან­ძრე­ებ­მა სპლი­ტის მახ­ლობ­ლად დიდი ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა მო­­ხერ­ხეს. სერ­ბი სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი 40°C-მდე ტემ­პე­რა­ტუ­რას და ამინ­დის “ უკი­დუ­რე­სად არა­ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს“ პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც ხან­ძრე­ბის გავ­რცე­ლე­ბას შე­­წყობს ხელს. ტყის ხან­ძრებ­მა ალ­ბა­ნეთ­სა და მონ­ტე­ნეგ­რო­ში ასე­ვე ბევ­რი ადა­მი­­ნი აი­ძუ­ლა და­­ტო­ვე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი.

ბულ­გა­რეთ­ში გან­გა­შის მაქ­სი­მა­ლუ­რი დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, უახ­ლო­ეს ხან­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ვა­რა­­დოდ 40°C-ს გა­და­­ჭარ­ბებს, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დღე­ებ­ში ხან­ძა­რის თით­ქმის 200 კერა და­ფიქ­სირ­და, მათი უმე­ტე­სო­ბა ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ სი­ტუ­­ცია კვლავ “ძა­ლი­ან რთუ­ლი“ რჩე­ბა.