„ქართული აკადემიის“ განცხადება

„ქართული აკადემიის“ განცხადება

საქართველოს პარლამენტის მიერ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტის დარღვევითა და დაჩქარებული წესით „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები „რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ“ მხოლოდ გარეგნულად ემსახურება დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას. სინამდვილეში ამ ცვლილებებით დაკმაყოფილდა სომხური გრიგორიანული ეკლესიის პრეტენზიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ამაზე მეტყველებს მოვლენათა ასეთი განვითარება:

) გარეგინ II-ის ვიზიტი და სომხეთში (აგრეთვე, საზღვარგარეთის სომხურ წრეებში) გამოწვეული უკმაყოფილება ამ ვიზიტის შედეგებით.

) სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედვარდ ნალბანდიანის, ვიზიტი საქართველოში, რასაც მოჰყვა პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული ცვლილებების ფორსირებული განხორციელება საქართველოს ეკლესიისა და მისი მეთაურის, ილია II-ის, პოზიციის იგნორირებით.

) ეჩმიაძინის წმინდა საყდრის მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის სახელდახელოდ მადლობის გამოცხადება თანადგომისათვის და, იმავდროულად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 6 ეკლესიის სომხეთის ეკლესიისათვის სასწრაფოდ გადაცემის მოთხოვნა (საინტერესოა ისიც, რომ, როგორც ირკვევა, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების დამტკიცება სააკაშვილის მიერ ეჩმიაძინში უფრო ადრე გაუგიათ, ვიდრე ამას საქართველოს ეკლესია და ქართული საზოგადოება შეიტყობდა). ამასთანავე, ეჩმიაძინის წარმომადგენელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „მოვლენები სააკაშვილისა და გარეგინ მეორის შეთანხმების საფუძველზე ვითარდება“.

ამ ფონზე სავსებით ლოგიკური ჩანს საქართველოს საპატრიარქოს განცხადება იმის შესახებ, რომ „მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს... კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ პარლამენტართა ვინაობაც, ვინც მხარი დაუჭირა ეკლესიისა და ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი, ამასთანავე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შეურაცხმყოფელი ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებას:

 

1. ნუგზარ აბულაშვილი; 2. კახა ანჯაფარიძე; 3. გიორგი ასანიძე; 4. ანდრო ალავიძე; 5. კობა ბადაგაძე; 6. არმენაკ ბაინდურიანი; 7. ბადრი ბასიშვილი; 8. აკაკი ბობოხიძე; 9. ანზორ ბოლქვაძე; 10. რომანოზ ბჟალავა; 11. ბეჟან ბუცხრიკიძე; 12. გიორგი გაბაშვილი; 13. ზაალ გამცემლიძე; 14. კახა გეწაძე; 15. მამუკა გოგატიშვილი; 16. ხათუნა გოგორიშვილი; 17. გია გოგუაძე; 18. გიორგი გოდაბრელიძე; 19. ზაზა გულიკაშვილი; 20. ლაშა დამენია; 21. დავით დარჩიაშვილი; 22. გოჩა ენუქიძე; 23. ასლან თავდგირიძე; 24. დავით თოდრაძე; 25. ფრიდონ თოდუა; 26. ოთარ თოიძე; 27. ლაშა თორდია; 28. გიორგი იმნაძე; 29. გურამ კაკალაშვილი; 30. როლანდ კემულარია; 31. ირაკლი კენჭოშვილი; 32. რუსუდან კერვალიშვილი; 33. ელდარ კვერნაძე; 34. პავლე კუბლაშვილი; 35. კორნელი კუკულავა; 36. გოჩა კუპრავა; 37. ზურაბ კიკალეიშვილი; 38. ავთანდილ ლეკაშვილი; 39. გოგი ლიპარტელიანი; 40. გელა ლონდარიძე; 41. ზაზა მადურაშვილი; 42. ელგუჯა მაკარიძე; 43. შოთა მალაშხია; 44. მიხეილ მაჭავარიანი; 45. დავით მახნიაშვილი; 46. გიორგი მელაძე; 47. ლაშა მინდელი; 48. გურამ მისაბიშვილი; 49. დავით ნადაშვილი; 50. ხათუნა ოჩიაური; 51. გია როინიშვილი; 52. მერაბ სამადაშვილი; 53. კახა სუხიშვილი; 54. თენგიზ სხირტლაძე; 55. გიორგი ტატიშვილი; 56. როლანდ ფიფია; 57. ირაკლი ქავთარაძე; 58. სამსონ ქუთათელაძე; 59. ისვახან შამილოვი; 60.თეიმურაზ ჩარკვიანი; 61. გიორგი ჩივიაშვილი; 62. პეტრე ცისკარიშვილი; 63. ნუგზარ წიკლაური; 64. თემურ წურწუმია; 65. გიორგი ჭელიძე; 66. კობა ხაბაზი; 67. ოთარ ხანიკაძე; 68. გურანდა ჯაბუა; 69. ედიშერ ჯალაღონია; 70. ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანმა.

მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს პარლამენტის ნაციონალური უმრავლესობის მიერ ჩვენი ეროვნული, საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ადვილი შესაძლებელია, მხოლოდ ერთი რგოლი იყოს საქართველოს ტერიტორიული დეზინტეგრაციის გეგმისა, რომელზეც რუსეთისა და სომხეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკური ექსპერტები საუბრობენ.

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში თანამედროვეობისა და შთამომავალთა (მათ შორის - საკუთარ შთამომავალთა) წინაშე მოსალოდნელ ტრაგიკულ შედეგებზე პასუხისმგებლობა არა მარტო მიხეილ სააკაშვილს, არამედ პერსონალურად ზემოჩამოთვლილ პარლამეტარებსაც დაეკისრებათ.

„ქართული აკადემია“ იზიარებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის, შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ჩვენი ეკლესიის მესვეურებმა არ უნდა დათმონ საკუთარი პოზიცია, მით უმეტეს, ეს პოზიცია ეხება ეკლესიის, ერისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს. სწორედ საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის მაღალ ავტორიტეტს შეუძლია დღეს ერისა და ბერის გაერთიანება ეროვნული, სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი მიზნებისა და ამოცანების გარშემო.