უმრავლესობიდან 13-მა წევრმა კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, 32 არ ესწრებოდა

უმრავლესობიდან 13-მა წევრმა კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, 32 არ ესწრებოდა

[პრესაგე.ტვ]

საპარლამენტო უმრავლესობი 13-მა წევრმა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების საბოლოო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენისას, სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა გადაწყვეტილებას ხმა არ მისცეს დეპუტატებმა დავით ბეჟუაშვილმა, მამუკა გაჩეჩილაძემ, გოჩა თევდორაძემ, ზვიად კუკავამ, ჯაბა მაღლაკელიძემ, ზურაბ მელიქიშვილმა, ენზელ მკოიანმა, დევი ოვაშვილმა, მამუკა სანებლიძემ, ავთანდულ სტურუამ, გიორგი ტალახაძემ, დავით ჭავჭანიძემ, გიორგი ხანხელიძემ.

კენჭისყრის პროცედურას არ ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები: რამინ ბაირამოვი, ვახტანგ ბალავაძე, დავით ბაქრაძე, გოდერძი ბუკია, არჩილ გეგენავა, ემზარ გელაშვილი, ზაზა გელაშვილი, გიორგი გოგუაძე, ვერულაშვილი მარიკა, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, კანდიდ კვიციანი, თემურ კოხოძე, კობა კურდღელაშვილი, პაატა ლეჟავა, ვახტანგ მარტოლეკი, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია, კახა ოქრიაშვილი, თამაზ პეტრიშვილი, აზერტ სუილეიმანოვი, სერგო ქიტიაშვილი, იაშა შერვაშიძე, გოჩა შანიძე, მიხეილ ცქიტიშვილი, გიგი წერეთელი, დილარ ხაბულიანი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბეჟან ხურციძე, ჯაბუა გურანდა და ნაული ჯანაშია.

დანარჩენმა დეპუტატებმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ, მხარი დაუჭირეს.

პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე 70 ხმით დაამტკიცეს. კენჭისყრას პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია.