საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Scope Ratings“-მა, სს „ქართული ლუდის კომპანიას“ ბიზნეს რისკის მიხედვით „BB“ -რეიტინგი მიანიჭა, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით -„BB“, - რაც კომპანიის საერთაშორისო საკრედიტო ბაზარზე დამატებით შესაძლებლობებს ნიშნავს. აღნიშული რეიტინგი კომპანიას საშულებას მისცემს გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც კომპანიისთვის პირველი პრეცენდენტი იქნება.
ს.ს ქართული ლუდის კომპანიის დირექტორის კახაბერ კოტრიკაძის თქმით, ლუდის კომპანიისთვის ეს რეიტინგი იქნება წვდომა ფინანსური კაპიტალის ბაზრებთან, რაც ინვესტორების მხირად გაზრდილ ინტერესს გამოიწვევს.
„BB“ რეიტინგის მიღება ერთი მხრივ ხაზს უსვამს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიხსნის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის და წარმოების გაუმჯობესების კუთხით. იქნება შესაძლებლობა დაიწყოს ახალი პროექტები, რაც ბიზნესის განვითარებას შუწყობს ხელს“,- განაცხადა კახაბერ კოტრიკაძემ.
რეიტინგების მოძიებაში სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „თიბისი კაპიტალი“, „თიბისი ბანკის“ შვილობილი საბროკერო კომპანია დაეხმარა, რომლის ძირითადი საქმიანობაა საინვესტიციო საბანკო მომსახურებები. „თიბისი კაპიტალის“ დირექტორის, ირაკლი ელაშვილის თქმით, ლუდის კომპანიას ეს რეიტინგი ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის.
„მოხარული ვარ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიასთან“ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. „Scope Ratings“-ის საკრედიტო რეიტინგი და მოსალოდნელი ლარის ობლიგაცია ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის კომპანიას და მისცემს საშუალებას თავი დაიმკვიდროს ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე როგორც უკვე საჯარო ქართულმა კომპანიამ“, - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა.
ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი წარმატება ქართული ლუდის კომპანიისთვის რადგან ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიის მიერ მინიჭებული ეს რეიტინგი ქართული ბიზნესის წარმატებაა.
„ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მაღალი შეფასება დიდი წარმატებაა და ეს წარმატება არა მარტო კონკრეტული ლუდის კომპანიის, არამედ ზოგადად ქართული ბიზნესის წარმატებაა, რადგანაც აღნიშნულ რეიტინგებს უყურებენ ინვესტორები და ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არის შესაბამისი ბიზნეს გარემო“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
სს „ქართული ლუდის კომპანია“ ბაზარზე 2011 წლის 3 ივნისს დარეგისტრირდა, რომლის მშენებლობაშიც 70 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც საკმაოდ მოცულობითია ქართული კაპიტალისთვის. ამჟამად კი, „ქართული ლუდის კომპანია“ უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ქარხანა აღჭურვილია უახლესი დანადგარებით. სს „ქართული ლუდის კომპანია“"-ს BB რეიტინგი წელს პირველად მიენიჭა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ქვეყანაში მოქმედმა, ადგილობრივმა კერძო კომპანიებმა მიიღეს.