კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 03/07/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 03/07/11, video)


 

1.გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა - ხელისუფლებასთან ათთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციური რვიანი დაიშალა. საზოგადოებამ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს ნაცვლად, პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი მიიღო.

იმედა დარსალია ეცადა გაეგო, რის სანაცვლოდ დათმო ოპოზიციამ ბიომეტრული სიების მოთხოვნა და იყო თუ არა ამ გადაწყვეტილების საფუძველი ფინანსური გარიგება მმართველ პარტიასთან.

რეპორტაჟში ნახავთ, რა ღირს პოლიტიკური პარტია საქართველოში.

2.პატიმარ მალხაზ არქანიას უსასტიკესი წამება. დასავლეთ საქართველოში მომხდარი ტერორისტული აქტების ბრალდებით, ეს ადამიანი უკვე გასამართლებულია. თუმცა როგორც ირკვევა შსს-მ არქანიას აღიარებითი ჩვენება წამებით მიიღო. ძალადობა გლდანის საპყრობილეშიც გრძელდება. ციხიდან გამოგზავნილ სკანდალურ წერილზე ანა გოჩაშვილი გიამბობთ.

3.კიდევ ერთი სკანდალური ისტორია ადამიანის წამებაზე, ისევ სამეგრელოში. რა ხდება მაშინ, როცა პოლიციის უფროსი საკუთარ ცოლზე ეჭვიანობს. ეს ეჭვიანობა 26 წლის ახალგაზრდას სხეულის მძიმე დაზიანებად და ტვინის შერყევად დაუჯდა. ამ კონკრეტულ საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს.

4.შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გამო, თბილისელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ართმევენ. 170-მა თბილისელმა რკინიგზას სასამართლოში უჩივლა. საუკუნის პროექტს ჩინეთის მოქალაქეები აშენებენ, რომლებიც ავჭალის მოსახლეობასთან ერთად, ჟურნალისტებსაც უპირისპირდებიან. კერძო ქონების ექსპროპრიაცია ქართულად - ნახეთ ზვიად თხელიძის სიუჟეტში.