26 მაისს დაკავებულ პატიმარი ოპერაციიდან მესამე დღეს იზოლატორში დააბრუნეს

26 მაისს დაკავებულ პატიმარი ოპერაციიდან მესამე დღეს იზოლატორში დააბრუნეს

[ნატო გოგელია]

26 მაისის აქციებზე დაკავებული ადამაინების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაანაწილეს. მათ შორის გურიაშიც. ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში სულ 8 პატიმარი ჰყავდათ, თუმცა 24 ივნისს, ხუთმა მათგანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება გარდაბნის რაიონის, სოფელ მუხრანის მკვიდრი, 20 წლის დიმიტრი ტიტვინიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

პატიმარს ბრმანაწლავის ოპერაცია ჩოხატაურის საავამდყოფოში გაუკეთდა, თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე საათში ის ქუთაისში გადიყვანეს. ჩოხატაურის საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თემურ კოროშინაძის თქმით, ნაოპერაციები პატიმრის გადაყვანა სავარაუდოდ დაცვის გამო მოხდა.

კოროშინაძეს არა აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ დააბრუნეს იოზლატორში მესამე დღეს ნაოპერაციები პატიმარი

„ყველა საავადმყოფოს თავისი წესი აქვს. დიდი ქალაქებში პაციენტებს უფრო ადრე უშვებენ სახლში“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საავადმნყოფოს ხელმძღვანელმა.  

ბატონო თემურ, ბრამანაწლავის ოპერაცია ხომ ყველგან ერთნაირად ტარდება... საავამდყოფოდან გაშვების დრო ყველგან სხვადასხვა როგორ არის?

- ასე ხდება. ეგ არ არის დანაშაული.

თქვენ რამდენ ხანში უშვებთ ბრმანაწლავის ოპერაცია გაკეთებულ პაციენტს?

- მინიმუმ ხუთ და მაქსიმუმ 7 დღეში.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტიტვინიძეს ნაოპერაციები გაურთულდა და ბოლო კვირის განმავლობაში ის რამდენჯერმე ჰყავდათ მიყვანილი საავადმყოფოში. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამის მიზეზი ის ანტისანიტარიაა, რომელიც ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

ჩვენ ვეცადეთ ტიტვინიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეახებ კომენტარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდანაც მოგვეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ.  ნაოპერაციები პატიმრის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არც ჩოხატაურის საავადმყოფოში გააკეთეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით ტიტვინიძეს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.