ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება

ხანგრძლივი დუმილის, ოპოზიციასთან შეჩერებული მოლაპარაკებების შემდგომ ხელიუფლების წარმომადგენელმა პარასკევს საღამოს პოლიტიკური რვიანის ერთ-ერთ წევრს წარუდგინა საკუთარი წინადადებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რაც მათი თქმით შეცვლას აღარ ექვემდებარება და პასუხი მათზე დღეს უნდა გაიცეს.

ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯით კვლავ აირჩია ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის ენა და ფაქტობრივად უარი თქვა პოლიტიკური დიალოგზე.

ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი „ან დაგვეთანხმეთ ან ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანთ.“ საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებზე დათანხმებული პარტიებისათვის ფულის შეთავზებას. ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის შეთანხმებად.

პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვის ერთადერთი გზად ყოველთვის მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ შეთანხმებების გზით აღმოიფხვრას ის ნაკლოვანებები, რომელიც საქართველოს საარჩევნო გარემოს უსამართლობას განაპირობებს.

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სამართლიანი არჩევნებისთვის და ამ გზით ხელისუფლების შესაცვლელად. ერთად ამ ბრძოლას გადავაქცევთ ფართომასშტაბიან სამოქალაქო მოძრაობად „თავისუფალი არჩევანისთვის“ და ხალხთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას.