[პრესაგე.ტვ]
პრესაგე.ტვ-ის ინფორმაციით, ერთ საათში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პალიკო კუბლაშვილი „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ხვდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კუბლაშვილი კაციტაძეს ხელისუფლების პოზიციას გააცნობს. კონკრეტულად, საუბარია უმრავლესობის მიერ მაჟორიტარულ სისტემაში გარკვეული კორექტივების შეტანაზე, რაც დეპუტატების 150-დან 200-მდე გაზრდას გულისხმობს.
რაც შეეხება საარჩევნო სიებს, წყაროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ხელისუფლება არავითარ დათმობას არ აპირებს.