რა მიზნით შეხვდა ბურჭულაძე სააკაშვილს კიევში

რა მიზნით შეხვდა ბურჭულაძე სააკაშვილს კიევში

პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი ლიდერი უკრაინაში ჩავიდა.

პაატა ბურჭულაძე კიევში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და უკრაინა იმავე დღეს დატოვა. მათ შორის საუბარი დახურულ კარს მიღმა შედგა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ამ ფარული ვიზიტის დროს განხილვის თემა საქართველოში ბურჭულაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 19 სექტემბერს დაიწყო.