დოლარი სუსტდება, ლარი სოლიდარობას უცხადებს

დოლარი სუსტდება, ლარი სოლიდარობას უცხადებს

ამერიკული ვალუტა დასუსტებას განაგრძობს და ქართული ლარიც რამტომღაც სოლიდარობას უცხადებს. დოლარი პოზიციებს ყველა ვალუტის მიმართ თმობს და როგორც ჩანს, კარგა ხანი ასეც გაგრძლდება. თითქოს ამით უნდა ესარგებლა ლარს და პოზიციები გაემყარებინა, მაგრამ ვითარება საპირისპიროა. წლის დასაწყისში გაჩენილი სუსტი იმედი წლის ბოლოსკენ თანდათან კვდება.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დოლარი მუდმივად სუსტდება და ახლა თითქმის სამწლიან მინიმუმამდეა დასული. ამერიკული ვალუტის ამჟამინდელი კურსი 2015 წლის იანვრის მაჩვენებელთან არის გათანაბრებული.

2017 წლიდან მოყოლებული დოლარი უფასურდება ყველა ძირითად და რეგიონულ ვალუტებთან მიმართებაში. მაგალითად, მექსიკურ პესოსთან შეფარდებით 17% დაკარგა, ევროსთან - 12%, ბრიტანულ სტერლინგთან - 7%, იაპონულ იენთან - 8% და ა.შ.

ინვესტორები იმედოვნებდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეამცირებდა გადასახადებს და გააუქმებდა ფინანსურ რეგულაციებს.  თუმცა ამ მიმართულბით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

აშშ-ს ვალუტის გაუფასურებაზე ევროპაში არსებული პოლიტიკური ისეთმა რისკებმაც იმოქმედეს, როგორებიცაა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და „ბრექსიტის“ პროცესი და სხვა. ამ პროცესებმა ევროსა და სტერლინგის ზრდას შეუწყვეს ხელი, ხოლო დოლარს პოზიციების დათმობა მოუწია.

მსოფლიოს მთავარი ვალუტის საგრძნობი შესუსტებით პრაქტიკულად ვერ ისარგებლა ქართულმა ლარმა, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. არც შარშან და არც შარშანწინ ეროვნული ვალუტი შემდგომის დასაწყისში ამ მაჩვენებელზე არ ყოფილა. საქმე ის არის, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველანაირად უწყობენ ხელს ლარის კურსის არასასურველ ნიშნულზე შენარჩუნებას. მთელი ზათხული განმავლობაში კურსი გამყარებისკენ იხრებოდა სებ-ი კი ხელოვნურად ამუხრუჭებდა ამ პროცესს.

ამ დროს პარადოქსია, მაგრამ ქვეყანაში დოლარის შემოდინების ყველა კომპონენტში წინსვლა გვაქვს, გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, სადაც 23,8 მილიონი აშშ დოლარის კლება შეადგინა. უცხეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა, ტურიზმი პიკზეა, ექსპორტიც 25%-იან მატებას აჩვენებს. შესაბამისად, ამ პროცესებს ლარის გამყარების პროცესი უნდა გამოეწვია, მაგრამ „ზემოთ“ გადაწყვიტეს, რომ გაუფასურებული ლარი უფრო „მიმზიდველად გამოიყურება“. შესაბამისად, ზაფხულის ეროვნულმა ბანკმა თავისი გაუმართლებელი ინტერვენციებით ბაზარს საერთო ჯამში 110 მილიონი აშშ დოლარი გამოაცალა.

მიმოქცევაში არსებული ფულის მასა კი იზრდება და კარგა ხანია 3 მილიარდზე მეტია. რეფინანსირების სესხების მხრივ ბოლო თვეებში კლებაა (მაგალითად, თუ 15 ივნისისთვის ეროვნულმა ბანკმა 1,35 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხი გასცა კომერციულ ბანკებზე, 7 სექტემბრის აუქციონზე მხოლოდ 830 მილიონი გაიცა), თუმცა ამის პარალელურად ივლისიდან ახალი ინსტრუმენტი აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურმა ბანკებში 3-თვიან დეპოზიტებზე 500 მილიონი ლარი განათავსა.  სწორედ ეს არის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი.

„სექტემბრის დასაწყისში ლარმა მოულოდნელი ვარდნა დაიწყო.  ეროვნულ ბანკს ინტერვენცია არ განუხორციელებია და საერთოდაც, სიტყვა არ დაცდენია ეროვნული ვალუტის შესახებ. ბოლო წლებში სებ-ში ასეთი პოლიტიკა აქვთ, რომ ლარზე საუბარიც კი არ სურთ, გეგონება იგნორირებით პრობლემა თავისით მოგვარდება და ქართული ეროვნული ვალუტა სტაბილურობას თავად შეინარჩუნებს. სამწუხაროდ, ეს, რომ ვერ მიიღწევა, ბოლო ორი კვირის ისტორიაც გვიჩვენებს“, - აცხადებს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი.

ფაქტია, რომ ლარი ამჯერადაც გლობალური ეკონომიკური მოვლენების საწინააღმდეგოდ იქცევა. როდემდე უნდა გაგრძელდეს კურსით მანიპულაცია, ამ კითხვაზე პასუხი ისევ უცნობია.