უნდა მიგვეღო თუ არა რუსეთისგან დახმარება?

უნდა მიგვეღო თუ არა რუსეთისგან დახმარება?

"რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების სურვილი გამოთქვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე აბსოლუტურად ყველა ვერსიას და და ვარიანტს განიხილავს, ვინაიდან სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. თუმცა არსებული დახმარების პირობებში რუსეთის სახმარება საჭირო არ გახდა. "ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა სტიქიისგან დავიცვათ, რა თქმა უნდა ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ. რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, უბრალოდ, ეს დახმარება საჭირო არ გახდა. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ", განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის თქმით, სურს მოსახლეობა დაამშვიდოს, რომ ცეცხლისგან დაცული იქნება", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" რუბრიკაში მოსაზრებები კითხვით - უნდა მიგვეღო თუ არა რუსეთისგან დახმარება?

"ვფიქრობ, უარი უნდა გვეთქვა, რადგან ჩვენს სახელმწიფოს საზოგადოების წინაშე გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აქვს. იქ, სადაც რუსეთმა 2008 წელს ჩვენს ტყეებს ცეცხლი წაუკიდა, არა მგონია, დახმარება საზოგადოებისთვის მისაღები იყოს, როგორი საჭიროებაც უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, სხვა ქვეყნებსაც არანაკლები ტექნიკა აქვთ. მათი დახმარება ბევრად სასარგებლო იქნება, ვიდრე იმ ქვეყნისა, რომელსაც ჩვენთვის მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"ალბათ, არ უნდა მიეღოთ. საერთოდ, მზად უნდა ვიყოთ, ქვეყნის 1/3 ტყეს მოიცავს და ხანძრები ჩნდება ხოლმე და მზად უნდა ვიყოთ. ალბათ სხვა ქვეყნებიც დახმარებას გაგვიწევენ, მაგრამ სულ სხვისი დახმარების იმედზე არ უნდა ვიყოთ, ცეცხლის ჩაქრობის საშუალება ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს", - აღნიშნავს ისტორიკოსი გია ანძაბაძე.

"ძალიან რთული და დელიკატური საკითხია. საერთოდ, თუ ძალიან არ გაგიჭირდა, მტრისგან დახმარებას არ იღებ. მაგრამ, მეორე მხრივ, იქნება ეს სწორედ საბაბი უოფილიყო, რომ სხვა ტონალობაში ლაპარაკის დაწყება შესაძლებელი გამხდარიყო. არ ვიცი, გადაჭრით ვერ ვიტყვი. რა Yქმა უნდა, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება საფუძვლიანია. აშშ, თურქეთი გვეხმარება. ჩვენ დახმარება ევროკავშირს ვთხოვეთ და იმედია გულგრილნი არ იქნებიან, თუმცა ამასობაში მთელი ხეობა დაიწვა. გადაჭრით თქმა, რომ აბა, რა დახმარებაუნდა მიგვეღო, მგონი სწორი არ არის. მაგრამ რუსეთის ეს ნაბიჯი მომწონს და მიხარია, თითქოს რაღაც პასუხოსმგებლობას გრძნობს. იქნებ ეს პასუხისმგებლობა სხვა კონტექსტში გადაიტაბოს და მავთულხლართების გავლებას და თხრილების თხრას მოეშვას", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

"ვხედავ, ამინდზე მეტია დამოკიდებული, ვიდრე ტექნიკაზე - ეს პირობები ქარმა შექმნა. ყველაფერს წინასწარ მომზადება სჭირდება. რაც შეეხება მეზობლები და მეგობრების დახმარებას, ამაზე უარი არასდროს არ უნდა ითქვას. რუსეთმა იმდენი უბედურება მოგვაყენა და ომდენი ცეცხლი დაანთო, რომ მისთვის დახმარების თხოვნა, არა მგონია რომელიმე ქართველისთვის სასურველი იყოს. ისტორიას რომ გადავხედოთ, რუსეთი მაშინ გვეხმარებოდა როდესაც გამოუვალი მდგომარეობა იყო, ამის შედეგად კი ჩვენ ვსისტდებოდით. აქედან გამომდინარე, მასთან სათხოვნელად მისვლა ყველაზე უკანასკნელ მომენტში შეიძლება. ახლა, ,გონი, ამის დრო არ არის", - დასძენს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.