რუსული Kommersant –ის დამფუძნებელი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებას პროგნოზირებს

რუსული Kommersant –ის დამფუძნებელი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებას პროგნოზირებს

რუსულ გაზეთ „კომერსანტის“ დამფუძნებელმა 2015 წლის აგვისტოში საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა და მომავალში რუსეთში  სახელმწიფო გადატრიალება არ გამორიცხა. გაზეთის პირველი რედაქტორმა ვლადიმერ იაკოვლევმა ამასთან დაკავშირებით პოსტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. იაკოვლევის ამ მოსაზრებას რუსეთში არარეალურს არც ახლა უწოდებენ.

,,კომერსანტი'' გთავაზობთ ვლადიმერ იაკოვლევის განცხადებას.

„მე არ მაქს დიდი წარმოდგენა ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ვინც მიცნობს, დაადასტურებს, რომ  უამრავი ნაკლი მაქვს. თუმცა, ინტუიცია არასდროდ არ მღალატობს. ამიტომაც ვწერ ამ პოსტს.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს უახლოვეს თვეებში ელოდება 2 შესაძლო სცენარი - ან ხელისუფლების შეცვლა სრულიად არაპროგნოზირებადი  და სახიფათო შედეგებით, ან უმძიმესი კრიზისი - ქუჩის დანაშაულის ზრდით, საყოველთაო დეფიციტით, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ნეგატიურად აისახება.

ამიტომაც, ხუმრობის გარეშე - წადით რუსეთიდან, თუ გაქვს ამის საშუალება და რაც მთავარია, წაიყვანეთ შვილები.

კარგი, ნუ წახვალთ სამუდამოდ - 2-3 თვით, ნახევარი წლით, ოღონდ წადით, თუ ამ დროში არაფერი არ მოხდება, გამიხარდება, ვაღიარო რომ შევცდი.

მე მესმის, რომ 25-30 წლის ადამიანები ვერ გრძნობენ ამგვარ სცენარებს - მათ ასაკში მეც ვერ ვგრძნობდი. სანამ ერთხელ არ დავბრუნდი შვებულებიდან და არ დავინახე, რომ ჩემთან ერთად წითელ შუქნიშანზე გაჩერდა ტანკი.

ეს იყო 1991 წლის 18 აგვისტო, გადატრიალების დღე. მაშინ ქვეყანა ძლივს გადაურჩა სასაკლაოს, ამჟამად საოცრება არ მოხდება, რადგანაც იმ დროს ისინი იყვნენ სუსტები, დღევანდელები კი - ძლიერები არიან. თანაც იმ დროს რუსეთში იყვნენ ადამიანები რომლებსაც შეეძლოთ სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა. დღეს კი - არა“, – წერდა ვლადიმერ იაკოვლევი.

მისივე პოზიციით, გადარტიალებები ყოველთვის ხდება მოულოდნელად. „ამბოხი რუმინეთში დაიწყო იმდროინდელი მმართველის ჩაუშესკუს მხარდამჭერი მიტინგიდან. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩვენები ქვეყნის დაშლის წინ ჩატარდა „საყოველთაო მხარდაჭერის და მოწონების“ ფონზე.

სამოქალაქი ომი რუსეთში  დაიწყო პეტერბურგში მომხდარი არეულობებით, რომელთა შესახებ დანარჩენმა ქვეყანამ საერთოდ არაფერი არ იცოდა. მხოლოდ მრავალი ათწლეულის შემდეგ ამ მოვლენას დაერქვა „ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევოლუცია“.

ხელისუფლების გარეგანი სტაბილურობა ვერაფრით ვერ ჩაითვლება სტაბილურობის მაჩვენებლად. მოახლოებულ სოციალურ კატაკლიზმებს როგორც წესი აქვს ორი კლასიკური ნიშანი:

1. მოსახლეობის ზოგადი უკმაყოფილება, არა აქვს მნიშვნელობა რითი - მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებული, მნიშვნელოვანია ის, რომ უკმაყოფილება საყოველთაოა

2. ქვეყნის გაყოფა ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად, მაშინ, როდესაც ჯანმრთელი საზოგადოება წარმოადგენს განსხვავებული აზრების ერთიან პალიტრას. ჩვენ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად დაპირისპირებულ ჯგუფებთან, რომლებსაც აქვთ ღრმა ზიზღი ერთმანეთისადმი.

ორივე ეს ნიშანი ძალიან მკაფიოდ შეინიშნება დღევანდელ რუსეთში. ჩემი პროგნოზით,  კატასტროფის აცილება უკვე შეუძლებელია.

ვიცი, რომ მე არავინ არ მომისმენს, მაგრამ მაინც ვიტყვი  - უნდა შეწყდეს მუდმივი ჩხუბი და მტყუან-მართლის ძიება. ამის გაკეთება შეიძლება მოგვიანებითაც. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების გადარჩენა - ცოცხალი ადამიანების, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. იმიტომ, რომ ძალიან მალე ძალიან ცუდი და საშიში დრო ელის ყველას უკლებლივ. ალბათ, არც ერთ ნორმალურ ადამიანის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხელისუფლება სრულიად არაქმედითუნარიანია, რომ მას არ გააჩნია ქვეყნის მართვის ბერკეტები პრინციპში და კრიზისულ სიტუაციაში - მით უმეტეს“, – მიაჩნდა იაკოვლევს.

მისივე პოზიციით, დღეს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ  აუცილებელია საზოგადოებრივი გადარჩენის კომიტეტების შექმნა. „ეს უნდა გაკეთდეს არა იმისთვის, რომ ქვეყანას მოსცილდეს დღევანდელი ხელისუფლება  - ამას ის წარმატებით გააკეთებს თვოთონაც, არამედ იმისთვის, რომ გადაარჩნენ ადამიანები იმ სიტუაციაში, რომელიც  ქვეყანას უახლოვეს პერიოდში ელის.

იმედია, ვიღაცა - ჩემზე ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი  უკვე ჩუმად და ხმაურის გარეშე ქმნის ასეთ სტრუქტურას, ნავალნი იქნება ეს თუ ხოდორკოვსკი, მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, ასეთ რამეს სინამდვილეში თუ არავინ არ აკეთებს - პირდაპირ ვიტყი, რომ ამის დრო მოვიდა.

შემიძლია გირჩიოთ ორგანიზაციის სახელწოდება - 19-20. იმ ერთადერთი ღამის სასახელოდ   - 1991 წლის 19-20 აგვისტო - როდესაც ქვეყანა მართლაც იყო ერთიანი თვითგადარჩენის სურვილში“, – წერდა იაკოვლევი.

ვლადიმერ იაკოვლევმა 1989 წელს დაარსა გაზეთი „კომერსანტი“,რომლის მთავარი რედაქტორიც იყო 1999 წლამდე. ბოლო წლებში ცხოვრობს ისრაელში, თელ-ავივში.