ერთ კვირაში გაზი გაძვირდება, წლის ბოლოს ელექტროენერგია?!

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება, წლის ბოლოს ელექტროენერგია?!

რუსულმა „ინტერ რაომ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიას ტარაფის გადახედვის განცხადებით მიმართა. შესაბამისად, 7 ნოემბრამდე უნდა გახდეს ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა სემეკი მოთხოვნას და გაზრდის თუ არა „ინტერ რაოს“ საკუთრებაში არსებული ხრამჰესების წარმოების ტარიფს. სემეკში ამტკიცებენ, რომ წლის ბოლომდე დენის ტარიფში ცვლილება არ შევა, მაგრამ რა იქნება შემდეგ? ნუთუ კომუნალური გადასახადის ზრდის საკითხი კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში?

„ხრამჰესების“ ტარიფების გამო, „ინტერ რაომ“ რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. კომპანია მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად ათეულობით მილიონი დოლარი დაკარგა.

უცნობია, შეიცვლება თუ არა კომპანიის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ სემეკი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ტარიფებს გაზრდის.

ხრამჰესებისთვის ისედაც მაღალი ტარიფებია დადგენილი, რომელიც ინვესტორ კომპანიასთან 2011 წელს დადგინდა. „ხრამჰესი-1“-ის მიერ გამომუშავებული 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 8,2 თეთრია, ხოლო „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგია 9,4 თეთრი ღირს. ხელშეკრულების პირობა შეიცავს მუხლს, თუკი ლარი 7%-ზე მეტით გაუფასურდა, ხრამჰესების მფლობელს ტარიფის გადახედვის მოთხოვნის უფლება აქვს. ბოლო 2.5 წლის განმავლობაში კი ლარი დოლართან მიმართებით 36%-ით არის გაუფასურებული.

ხრამჰესის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი ამბობს, რომ ტარიფის გაზრდის საჭიროება სწორედ ახლა დაინახეს.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია და სასამართლო დავასთან კავშირი არ აქვს“, - განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კანდელაკმა.

სემეკში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას 17 ნოემბრამდე მიიღებენ.

„ვნახოთ როგორი იქნება ტარიფების დეპარტამენტის მოსაზრება. კომპანიამ, უბრალოდ, შემოიტანა სატარიფო განაცხადი და კურსის ცვლილება თუ ინფლაციის მომენტი დაკონკრეტებული არ არის“, - აცხადებს სემეკის წევრი გოჩა შონია.

ამით მარეგულირებელი კომისიაში ხაზ უსვამენ, რომ სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას წლის ბოლომდე არ გეგმავენ.

ჯერჯერობით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ელექტროენერგიის ტარიფებისათვის არ სცხელა. უახლოეს ერთ კვირაში უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. რიგში ბუნებრივი აირის გაძვირების საკითხი დგას.

როგორი იქნება მომდევნო თვეებში გაზის სამომხმარებლო ტარიფი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. 17 ივლისის საჯარო სხდომაზე სემეკი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.

18 ივლისს კი კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს.

2005 წლის 31 დეკემბრის შემდგომ ტარიფები არ გადახედილა. ენერგეტიკოსების მიიჩნევენ, რომ მათი გაზრდის ალბათობა მაღალია. შესაბამისად, დიდი ალბათობით შემოდგამომადე ახალი ტარიფები შევა ძალაში.