აჭარელი ახალგაზრდობა წითელ ჯარში პირველად გაიწვიეს

აჭარელი ახალგაზრდობა წითელ ჯარში პირველად გაიწვიეს

რუსეთის ყოფილ იმპერიაში იყო ისეთი კუთხეები, საიდანაც მეფეს ახალგაზრდობა არ გაყავდა ჯარში. ასეთი კუთხე იყო აჭარისტანი. არც აჭარლებს უყვარდათ მეფის მთავრობა და არც მეფე ენდობოდა მათ. ეს უნდობლობა ძალაში დარჩა მენშევიკების დროსაც.

საბჭოთა წეს-წყობილების დამყარების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. აჭარისტანი მოიფინა სკოლებით და კლუბებით, დაისერა გზებითა და ხიდებით. აჭარის სოფლებში კულტურა განვითარდა. იქაურმა გლეხმა შეიგნო, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ერთად ერთი ხელისუფლება, რომელიც იცავს მშრომელთა ინტერესებს.

ამისთვის საჭიროა საბჭოთა წეს-წყობილების დაცვა. და აი, პირველათ წელს, აჭარელი ახალგაზრდობა შედის წითელ არმიაში.

წარსული წლის დამლევს აჭარისტანში ჩატარდა აჭარლების გაწვევა წითელ ჯარში. ყველა მაზრებში ახალგაზრდობა დანიშნულ დროზე დაუკლებლივ გამოცხადდა.

ძლევამოსილ წითელ არმიის რიგებს კიდევ მიემატა ერთი რაზმი - აჭარისტანის წითელი ტერიტორიალური ნაწილი.