"ჩვენ დავბრუნდებით"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტზე მიხეილ მაჭავარიანი ვანო მერაბიშვილმა შეცვალა.

ახალმა გენმდივანმა "ნაცმოძრაობის" თანამედროვე პარტიად ჩამოყალიბების პირობა დადო და განაცხადა, რომ "ნაციონალები" ახალი ტიპის ოპოზიციურ მოძრაობას შექმნიან.

მერაბიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანი და ამოცანა ხელისუფლებაში დაბრუნებაა.