ირაკლი ზარქუა: მოგიწოდებენ, სანქცია დაუწესო რუსეთს, მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ

ირაკლი ზარქუა: მოგიწოდებენ, სანქცია დაუწესო რუსეთს, მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ

მოგიწოდებენ, სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ და სახელმწიფოსგან მშვენივრად იღებენ ბიზნესრესურსებს და რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნესები აქვთ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

ამ კომენტარით ზარქუა გამოეხმაურა იმედინიუსის“ ინფორმაციას IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შესახებ, რომ კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან ერთად.

ეს არის ამ მდიდარი არასამთავრობოების ხელწერა, სახე, ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ამათ თავისი ადგილი მიუჩინა. ტყუილად არ არის, რომ დარბიან, რა ქნან, არ იციან. ჩვენ გამჭვირვალობის კანონით ამათ დაფინანსება მნიშვნელოვნად შევუზღუდეთ“, - აღნიშნავს ზარქუა.