საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის ბიზნეს საქმიანობას ეხმაურება.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთი მდინარი „ენჯეოს“ დირექტორი საქართველოს ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს და პრორუსულობაში დებს ბრალს, თავად ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, რაც მის მორალურ სახეზე მეტყველებს.
„ერთი ხელით მთავრობას არალეგიტიმურს ეძახი, პრორუსულობაში დებ ბრალს, რაც სრული აბსურდი და მარაზმია, და ამ დროს შენ მეორე ხელით აწარმოებ ბიზნესს და გაქვს შემოსავალი. პრობლემა ეს კი არ არის, პრობლემა არის მათი მორალური სახე. როდესაც შენ ქადაგებ დეზინფორმაციულ კამპანიას და არალეგიტიმურს უწოდებ ქვეყანას და აკეთებ მეორე სხვა საქმეს, აი, ეს არის და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ამას საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს მათნაირ უმორალო, ორმაგი სტანდარტის ადამიანის საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
„იმედინიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს.