გიორგი კვირიკაშვილმა და რექს ტილერსონმა „აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება იძლევა საფუძველს, გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს.
„ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად. საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა.
შეხდერაზე გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და არსებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებაზე. აღინიშნა ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
„ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს, რაც მას რეგიონულ ცენტრად აქცევს. შშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვთანხმდებით, რომ ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი.
შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, საქმიანი, სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ექსპერტების შეფასებით, „აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ შეთანხმებაზე ხელის მოაწერა ნაკლებად ყურადსაღებია მთელ ამ ისტორიაში, რომელიც ამერიკასთან ურთიერთობაში გამოვლინდა. ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის პირველი ოფიციალური პირი პოსტსაბჭოთა სივრცედან, რომელიც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მიიწვია, მით უმეტეს, რომ ტრამპი-კვირიკაშვილის შეხვედრა არ იყო დაგეგემილი.
ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება და ამის მკაფიო დადასტურებაა ამერიკის პეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტი. ასევე, ამერიკელმა კონგრესმენების წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნდა დაჩქარდეს მოლაპარაკება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების თაობაზე. როგორც აგლაძე აცხადებს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში შეიძლება ტაქტიკური ცვილილელები შევიდეს, მაგრამ სტარტეგია იგივე რჩება, ჩვენ ვართ პარტნიორები, რასაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
„რაც ყველაზე მთავარია საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ეტაპობრივად გადადის ახალ საფეხურზე. ამის გამოძახილია ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება და ცვლილება ბიუჯეტის კანონში. ამის ფონზე პრემიერის მაღალი რანგის შეხვედრები, უაღრესად მიშვნელოვანი, წინ მივდივართ, უფრო ახალ საფეხურზე გადადის ჩვენი ურთიერთობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შედეგს გამოიღებს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევალი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ქართული მხარე ახალ ადმინისტრაციასთან ეძებს შეხების წერტილებს და უდასტურებს ამ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ამ მხრივ ღირსშესანიშნავი მომენტია.
„სამწუხაროდ, საქართველო არის ბუფერული სახელმწიფო. უკვე რამდენი ხანია საქართველო არ არის საერთაშორისო ურთიერთობების სუბიეტქი, არის ობიექტი. ამიტომ, საქართველო არის განხეთქილების ვაშლი, ისევე როგორც უკრაინა, მოლდოვეთი და სირია რუსეთსა და აშშ-ს შორის. მთავარია, რისი მომტანი იქნება ამერიკასთან ეს აქტივობა, რა პოზიცია ექნება რუსეთს ამ სტრატეგულ თანამშრომლობასა და იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. მთავარი მაინც ეს არის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
ნატოს სამიტამდე ორი კვირით ადრე პრემიერის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ი, შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან და კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ აშშ-ი მხარს უჭრეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ზურაბ აგლაძის განცხადებით, არის გაზავნილი როორც რუსეთისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ასევე გზავნილი სკეპტიკური ქვეყენების მიმართ, რომ საქართველო ამ გზაზე მარტო არ არის.
„მივიღეთ შეპირება, რომ ჩვენს საკითხზე იქნება საუბარი ნატოს შეხვედრაზე. დაველოდოთ როგორ იქნება ჩვენი საკითხი დასმული და როგორი პასუხი იქნება გაცემული. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ დაისმება ჩვენი საკითხი. ფაქტები მეტყველს იმაზე, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც შედეგებზე აისახება. კერძოდ, გაცხადებული იქნა, რომ გაიზრდება სამხედრო დახმარება, ასევე ერთობლივი წვრთნები, რაც რეალური შედეგი იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
თამარ კიკნაძის განცხადებით, ნატოს წვერობა არ არის მარტო აშშ-ზე დამოკიდებული, რადგან თანხმობა ან უარყოფა კონსენსუსის გზით მიიღება. პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი ამბობს, რომ ჩვენს ირგვლივ უპრეცედენტო მოვლენები ვითარდება, მაგალითად რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა. თურქეთი, რომელიც ნატოს მეორე არმიაა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი, რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს C-400 გაყიდვაზე.
„ძალაინ უცაურად ვითარდება მოვლენები. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე, აქვე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, ამ ურთიერთობების შედეგად რა რეაქცია ექნება რუსეთს. 2008 წლის ომი ფიზიკურად იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მაგრამ ფაქტობრივად, ეს იყო ტესტი, რა პოზიციას დაიჭერდა რუსეთი. პოზიცია არ შეუცვლია რუსეთს, იგი შეუვალია საქართველოს ნატოში გაწევრიანების.
არავინ იცის კულისებს მიღმა რა მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეიძლება ცივი ომის პერიოდს ვუბრუნდებით, ეს ვარიანტიც არის დასაშვები. მაგალითად აღლუმზე ჩასული იყო მოლდავეთის პრეზიდენტი. შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს გავლენის სფეროებად გადანაწილების ტენდენცია იკვეთება.
ძალიან საინტერესო იქნება ნატოში აქტიურობა კარგი იქნება საქართველოსთვის, თუ ისევ მოაქცევს რუსეთის გავლენის სფეროში. ნატოში აქტიურობა შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა აქტიური ქმედება განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ არ ვიცით კულისებს მიღმა რა მოლაპარაკებებია. სამწუხაროდ, პოლიტიკის ძალიან ცოტა პროცენტი დევს ხოლმე ზედაპირზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.