აშში-ის ბიუჯეტის პროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკას შეაჩერებს

აშში-ის ბიუჯეტის პროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკას შეაჩერებს

„აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო. დოკუმენტს უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი დაამტკიცებს, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს.

დოკუმენტის ერთ-ერთი დებულება, აშშ-ის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის შემცირების ზომებსა და აშშ-ში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაავალეს ახალი წესების შემუშავება, რომლის თანახმად, რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება.

დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტის შექმნა, რომლის ამოცანა იქნება, რუსეთის ან სხვა უცხო ქვეყნის საიდუმლო გავლენისთვის დაპირისპირება. აღნიშნულ კომიტეტში შევლენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსური და ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები.

დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის ისეთი ფორმები, როგორიც არის: მანიპულაციები მედიაში, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების დაფინანსება, პროვოკაციები, ადამიანის უფლებათა დარღვევა, კორუფცია, პoლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და ტერაქტები.

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, ვაშინგტონისა და კონგრესის მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს აშშ-ის ელჩი. იან კელის განცხადებით, ამერიკა აცნობიერებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პირობებშია.

„აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ გზავნილი საქართველოს სწორი დემოკრატიული განვითარების დადასტურებაა. კონგრესემენების წერილი კიდევ ერთი მაგალითია იმ მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს აქვს ვაშინგტონსა და კონგრესში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონში გათვიცნობიერებული აქვთ თუ რა გამოწვევების წინაშეა საქართველო ტერიტორიების 20%-იანი ოკუპაციის პირობებში“, - აღნიშნა იან კელიმ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის საკმაოდ მცირე პერიოდში, აშშ-ის კონგრესმა ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო, მათ შორის რეზოლუცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერის კუთხით, რაც პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მეტყველებს, რომ საქართველო არის აშშ–ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.

გიორგი კვირიკაშვილი დარწუნებულია, რომ იგივე განწყობაა საქართველოს მიმართ სენატში და ზუსტად ასეთივე სულისკვეთება აქვს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

„მიმართვაში ხაზგასმულია საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ისე ეკონომიკური განვითარების გზაზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო ოკუპაციის პრობლემების მიუხედავად, არის მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ქმედებების, ოპერაციების. წერილში მხარდაჭერაა გამოხატული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისათვის, რაც ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის ხელშესაწყობად. როგორც მიხეილ ჯანელიძე აღნიშნა, ეს არის იმის დასტური, თუ რამდენად აქტიურია საქართველოს ხელისუფლების მუშაობა აშშ-ის კონგრესთან.

„ჩვენი პრობლემატიკა აქტიურად არის მხარდაჭერილი ამერიკის კონგრესის მიერ. ეს კარგად ჩანს ამ გადაწყვეტილებაში. ეს საკანონმდებლო აქტი ჯერ უნდა დამტკიცდეს, მაგრამ დამტკიცების შემდეგ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის ხელშესაწყობად. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოსთან მიმართებაში პარტნიორების მიერ გაჟღარებული გზავნილები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ქართული დიპლომატიური მუშაობის შედეგია. რაც შეეხება იმას, რომ ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებაში პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქამდე ამგვარი აღნიშვნა და ხაზგასმა არ ყოფილა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ რახანია ყველას ვუმტკიცებთ, რომ ეს კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორისაა და არ წარმოადგენს ლოკალურ, ადგილობრივ პრობლემატიკას, ამიტომ როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ძალიან მყარი არგუმეტაცია გვექნება ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო გამყარებისა და გაძლიერების თვალსაზრისით.

გამოვყოფდი არა მხოლოდ აშშ-ს კანონში გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კრძალავს ამგვარი ქვეყნებისთვის რაიმე დახმარების გაწევას, არამედ თვითონ ამერიკელ ექსპერტებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში თანამშრომლები ან დირექტორები არიან, ეკრძალებათ ნებისმიერი ამგვარი ქვეყანისთვის, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აღიარებენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ მიწოდება იქნება ეს კრედიტი, სესხი, თუ გარანტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და შედეგი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიმდინარე ფინანსური ბიუჯეტი და რეზოლუცია, რომელშიც ასახულია ის პროგრესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, პოლიტილოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევალის, თამარ კიკნაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მისი თქმით, ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობაში, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ეს არის ვაჭრობის თემა.

რაც შეეხება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსურ ბიუჯეტს, რომლითაც აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს, კიკნაძე ამბობს, რომ ეს არის ზეწოლა რუსეთზე, საქართველოს გაუჩნდა მეტი ვაჭრობის თემა იგივე რუსეთთან დაკავშირებით.

„რამდენად მივაღწევთ მიზანს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ საქართველო არის ნახსენები, ეს ძალიან კარგია. რადგან, ამან შეიძლება შეაჩროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკა. უ სერიოზულის ანქციები იქნება ამ ქვეყნების მიერ გატარებული, ასეთ შემთხვევაში საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში ძალიან კარგი პოზიცია ექნება.

ვის აქვს აღიარებული - ნაუროს, ვენესულა და სულ რამდენიმე ქვეყნას, მაგარამ მნიშვნელოვანია, რადგან შეაჩერებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკვე სხვა ქვეყნების მიერ. როგორც წესი, რუსეთსა და ამერიკას შორის ამ დაპირისპირებაში, იჩაგრებიან პატარა ქვეყნები, რომლებიც არ არიან საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტები, ისინი რაღაცნაირად არიან ობიექტები და აი ამ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს განმარტავს, რომ ასეთი სიმკაცრით და დაბიეჯითებით ამერიკას იშვიათად გამოუხატავს თავისი პოზიცია და ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, რომდესაც ამერიკა მოქმედებს პრინციპით - ჩემი მეგობრის მტერი, ჩემი მტერია.

„ამერიკა კიდევ უფრო გვაგრძნობინებს ამერიკის მეგობრობის ფასს. ამერიკაში ძალიან მტკივნეული გახდა რუსეთის ფაქტორი, უყურადღებოდ არ ტოვებს რუსეთის მიერ დაშვებილ შეცდომებს. ყველა ქმედებაზე იძლევა მაქსიმალურად რეაქციას, მათ შორის ეს არის საქართველო, რომელიც ამდენი ხანია არის ტყვეობაში. მსფოლიომ დაინახა, რომ რუსეთი მარტო ჩვენთვის კი არ არის სახიფათო, არამედ მთელი მსოფიოსთვის არის სახიფათო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რას შეეხება მხადაჭერას, ექსპერტის შეფასებით, საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ბეჯითად დგას ამერიკასთან პარტნიორობის პოზიციაზე, რამაც გაამართლა და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოს მდგომარეობის გახსენება დასჭირდა ტრამპს.

„ჩვენ, რომ დისტანცირებული ვყოფილივიყავით, ეს თემა ამერიკასთან ურთიერთობაში არ წამოიწვედა. სწორედ იმითი, რომ ჩვენ ვართ ამერიკის პოლიტიკის მხარდამჭერი ყველგან და ყველაფერში, ამიტომ წამოიწია ეს თემა და ამიტომ წარმოადგინა ფორმულა - ჩემი მეზობლის მტერი, ჩემი მტერია.

ეს იმათ გასაგონად, ვინც იძახის, რომ დისტანცირება უნდა მომხდარიყო დასავლეთიდან, რომ დასავლეთთან ორიენტაცია უქმად ჩავლილია და დასავლეთს არ აქვს ორიენტაცია საქართველოზე. დასავლეთის ყველაზე დიდი სახელმწიფო არის ამერიკა, მისი რეაქცია კი სახეზეა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.