ეკონომიკის ზრდის თაობაზე მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები ერთმანეთს უკვე დაშორდა. თუკი მთავრობაში მტკიცედ სჯერათ, რომ დაგეგმილ მაჩვენებელს შეასრულებენ და შეიძლება გადააჭარბონ კიდეც, სსფ მიიჩნევს, რომ საპროგნოზო ნიშნულზე სწორება ვერ მოხერხდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 0,5%-ით შეამცირა და იმაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი 4%-ია. სსფ-ს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს უკვე მეორედ ამცირებს. 2016 წლის ოქტომბერში ფონდი საქართველოსთვის 5.2%-იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა უკვე ნოემბერში პროგნოზი 4%-მდე ჩამოიყვანა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 3.5%-მდე დასწია.
როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება. საქართველოს ეკონომიკაზე კი გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე რთულად პროგნოზირებად მოვლენებს.
„საქართველოს გამოწვევები შემდეგია: წარმოების სიმცირე, დეფიციტური საგარეო და ფისკალური პოზიცია, ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი და უმუშევრობა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა 2014 წლის საგარეო შოკის ფონზე, როდესაც სავაჭრო პარტნიორების ზრდა შემცირდა ნავთობის დაბალი ფასის გამო“, - აცხადებს ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე და საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ტაო ჟანგი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან განსხვავებული მოლოდინი აქვს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს გიორგი გახარიას. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკურიზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება. „რეალურად ვხედავთ, რომ წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის 30%-იანი ზრდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს არის 133 მილიონზე მეტი. მარტის მონაცემები ტურიზმში უკვე კარგია, დაახლოებით 22% გვაქვს და რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც იქნება პოზიტიური“, - აღნიშნა გახარიამ.
მინისტრის ოპტიმიზმი ემყარება ექსპორტის ბოლო მონაცემებს, საიდანაც ჩანს , რომ ძითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, ოთხოვნაც თანდათანობით მატულობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენიეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“, - დასძინა გახარიამ. ტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში ქსპორტი, წინა წელთან შედარებით, 30%-ით (133.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა ა 577 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 15%-ით (221.2 მლნ აშშ ოლარით) მოიმატა და 1 708 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2017 წლის იანვარ-მარტში ასევე გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ - 18%-ით და 2 285მლნ აშშ დოლარი შეადგენა.სავაჭრო ბალანსმა 2017 წლისიანვარ-მარტში 1 132 მლნ აშშ დოლარი და საგარეო ავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015 წელთან შედარებით 6%-ით, ხოლო 016 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა (2012 წელთან შედარებით3%-ით).ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპორტის გაუმჯობესებულმა ტენდენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2017 წლის იანვარსა და თებერვალში რეალურ ეკონომიკურ ზრდაში. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის მარტში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა ასევე დადებითად აისახება მშპ-ს ზრდის მაჩვენებელზე.