ბაჰამის კუნძულების მიმზიდველი კაპიტალი

ბაჰამის კუნძულების მიმზიდველი კაპიტალი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ეს კუნძულები მთელი წლის განმავლობაში დიდებული ამინდებით, საუცხოო პლაჟებით და ზღვით გახლავთ განთქმული. ბაჰამებზე საკუთრების შეძენა ერთობ პრესტიჟული გახლავთ და ამ ობშორზე კაპიტალდაბანდებისადმი ინტერესი სულ უფრო მატულობს.

ტურისტული ობშორი

ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა ვესტ-ინდოეთში, ფლორიდასა და კუბას წორის მდებარე მრავალ პატარა კუნძულზე მდებარეობს, რომელთაგან განსაკუთრებით დიდი ანდროსი, დიდი აბაკო, პატარა აბაკო, დიდი ბაჰამა და სან სალვადორი გახლავთ. ქვეყნის მთლიანი ფართობი 14 ათას კვადრატულ კილომეტრს, მთლიანი სანაპირო ზოლი კი 3,5 ათას კმ-ს აღწევს.

ისევე, როგორც ბარბადოსი, ბაჰამის კუნძულებიც ბრიტანეთის თანამეგობრობის დამოუკიდებელი წევრია, ანუ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა უმაღლეს დონეზეა განვითარებული. სახელმწიფო წყობის ფორმა კი ერთა დამოუკიდებელი თანამეგობრობა გახლავთ.

ბაჰამის კუნძულები ობშორული და საკურორტო ზონაა. სწორედ ტურიზმსა და საბანკო-საფინანსო სფეროზე მოდის ქვეყნის შემოსავლის უდიდესი ნაწილი. ამასთან, საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული ფარმაცევტული, სამშენებლო მასალების და ალკოჰოლური სასმელების წარმოება და ნავთობის გადამუშავება.

ბაჰამებზე შექმნილია სტაბილური, ბიზნესის წარმოებისათვის მშვენიერი პირობები, მაღალპროფესიონალური ფინანსური სექტორით. განვითარებულია სატელეკომუნიკაციო სფერო. როგორც ობშორს შეეფერება, საგადასახადო კანონმდებლობა ლიბერალური და მოქნილია. ამასთან, ბაჰამის კუნძულები სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრიც გახლავთ, რასაც ორი დიდი პორტი - ნასაუ და ფრიპორტი უწყობს ხელს.

ბაჰამებზე ტურისტული ბიზნესი რომ ყვავის, მხოლოდ ის მეტყველებს, რომ კუნძულებს წელიწადში 3-4 მილიონი დამსვენებელი სტუმრობს. ბაჰამებზე დასვენება არა მარტო ზეპრესტიჟული გახლავთ, არამედ მაღალი საზოგადოების ცხოვრების სტილად ითვლება.

ყველაფერი ზემოთთქმულის გამო ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო ვითარდება, უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რიცხვი და ადგილობრივი კაპიტალის ფასი გამუდმებით მატულობს. ბოლო პერიოდში, ბაჰამური უძრავი ქონება წელიწადში საშუალოდ 8-11 პროცენტით ძვირდება და ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. 

მომგებიანი კაპიტალდაბანდება

ბაჰამის კუნძულებზე საცხოვრებელი ფართი და მიწა უცხოელებზე შუეზღუდავად იყიდება. ამისათვის საჭიროა ადგილობრივ ბანკში ანგარიში გახსნათ და მისი მომსახურებით ისარგებლოთ. სასურველი ქონების შეძენისას საკმაოდ დაბალ გადასახადს იხდით, რომელიც შენაძენის 1-დან 4 პროცენტამდე მერყეობს. კერძოდ, თუ თქვენთვის სასურველი ქონება 250 ათას დოლარამდე ღირს, მაშინ 4 პროცენტით დაიბეგრებით, 250-დან 500 ათასამდე დოლარის გადახდისას 3 პროცენტით, 500 ათასიდან მილიონ დოლარამდე ღირებულების ქონება 2, ხოლო მილიონზე ძვირი საკუთრება 1 პროცენტით იბეგრება.

გარდა ამისა, საშუამავლო და იურიდიულ ფირმებისათვის კიდევ შენაძენის ღირებულების 1-2 პროცენტის გადახდა მოგიწევთ, ყოველწლიური გადასახადი კი საკუთრების ფასის 3 პროცენტს შეადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაჰამებზე უძრავი ქონების ფასი გამუდმებით მატულობს, მაგრამ შემდგომში საკუთრების

გაყიდვიდიდან მიღებული შემოსავალი, ასევე მისი მემკვიდრეობით გადაცემა, ან გაჩუქება არ იბეგრება. ხოლო თუ ქონებას იჯარით გასცემთ, რაც საკმაოდ კარგ შემოსავალს მოგიტანთ, მხოლოდ 6-8 პროცენტის გადახდა მოგიწევთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაჰამური უძრავი ქონება საკმაოდ ძვირია, მაგრამ არც იმდენად, რამდენადაც პოპულარული და პრესტიჟულია ადგილობრივი კაპიტალი. კერძოდ, კუნძულებზე ზღვისპირას მდებარე, სრულიად კეთილმოწყობილ, მშვენიერი ვილას ფასი 200-300 ათასი დოლარის ფარგლებში შეიძენთ. ცხადია, არსებობს გაცილებით ძვირფასი, რამდენიმე მილიონად ღირებული ზეპრესტიჟულ ვილებიც, რომლებსაც, როგორც წესი, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ესაკუთრებიან.

რაც შეეხება დიდ ქალაქებში, იმავე, ზემოთმოხსენიებულ დედაქალაქ ნასაუში და უმსხვილეს პორტ ფრიპორტში ქალაქის ტიპის განაშენიანების უბნებში საცხოვრებელ ფართს, 1 კვადრატულ მეტრს დაახლოებით 1200-3000 ათასი დოლარის ფარგლებში შეძენა.

ბაჰამებზე ძალზე ძვირია მშენებლობისათვის ვარგისი მიწის ნაკვეთი, კენროდ, 1 კვადრატულ მეტრს 5-10 დოლარის ფარგლებში შეიძენთ. მაგრამ, სამაგიეროდ, კუნძულებზე სამშენებლო ბიზნესის წამოწყება უდავოდ დიდ მოგებას მოგიტანთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაჰამებზე განვითარებულია სამშენებლო მასალების

წარმოება, ადგილობრივი მასალები ხარისხიანი და იაფია, ისევე, როგორც შუშახელი, ხოლო ადგილობრივი კაპიტალი რომ ძლიერ პერსპექტიულია, უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაჰამებზე მოქმედი ობშორული ბანკებიდან შეძენილი ქონების გარანტიით, მისი ღირებულების 60-70 პროცენტის ოდენობის კრედიტის 10-15 წლით, წლიური 10-13 პროცენტით მიღებაა შესაძლებელი. ეს კი ბიზნესის წამოწყებისათვის დამატებითი სტიმულია.