26 მაისის დარბევის შემდეგ 12 დღე გავიდა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი ისევ დაკარგულად ითვლება. არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროსაგან ითხოვენ მათ სიაში არსებული ხალხის ბედით დაინტერესდეს და გაავრცელოს ცნობები, სად არიან ისინი.
„თუ შსს-ს იმ ოპერაციის შედეგად მეტი მსხვერპლი და გარდაცვლილი არ ჰყავს, ვიდრე დღეს ვიცით, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს, სრულად მოხდეს ყველა ინფორმაციის გადამოწმება და საბოლოო რეალური სურათი უნდა დადონ. ჩვენ გადამოწმების მექანიზმები არ გვაქვს, ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში ა/ო „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავჯდომარე ეკა ბესელია.
მისივე თქმით, ამ გაურკვევლობის გამო ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა საქმე დანაშაულის დაფარვასთან გვქონდეს: „ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება მცდელობას, რომ ისეთი მანიპულაციები ჩატარდეს, როგორც ეს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის შემთხვევაში იყო. შეიძლება გავიდეს დღეები და ვიღაც ისევ ვნახოთ გარდაცვლილი, სახურავზე ან მტკვარში. კვალის დაფარვის მიზეზი ყოველთვის ისაა, რომ რთული იყოს დადგენა, რა ვითარებაში და როგორ მოხდა ადამიანის გარდაცვალება და ხანგრძლივი პერიოდის გავლის შემდეგ გარდაცვალების ხანდაზმულობის ასაკის დადგენა რთულდება. თანაც, თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ უფრო მეტი მომაკვდავი ადამიანი ნახეს, ვიდრე დღევანდელი 4 გარდაცვლილი, მაგრამ ეს ცნობები გადაუმოწმებლია და მე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა საზოგადოებში ეჭვები არსებობს და ამას პასუხი უნდა გაეცეს“.
ბესელია აცხადებს იმასაც, რომ მისი ორგანიზაციის სახელით ერთი კვირის წინ უკვე ოფიციალურად შეიტანა შს სამინისტროში დაკარგულთა 49-კაციანი სია.
ა/ო „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ მიერ გამოქვეყნებული საბოლოო სია ასეთია:
1. ვასილ ბარაძე, 2. ლაშა ჩიკვაიძე, 3. მიშიკო კერვალიძე, 4. ზურაბ ლოლუა, 5. რუსლან ნაზრიანი, 6. კახა მოლაშხია, 7. ბაჩუკი გულბანი, 8. რომან ნასყიდაშვილი, 9. გიორგი ბაკურიძე, 10. გუჯა ბიჭაშვილი, 11. გურამ პატრიაშვილი, 12. თამარ ჯობავა, 13. რეზო ხოფერია, 14. ლაშა ბოჟორაძე, 15. დავით კალთელიშვილი, 16. გელა ქარქაშაძე, 17. ალეკო ცინცაძე, 18. სოსო ძირკველაშვილი, 19. მარინა აფრიამაშვილი, 20. ვატო ნაცვლიშვილი, 21. კახა ხიმშიაშვილი, 22. იაშა ზოსიძე, 23. აჩიკო დუმბაძე, 24. თემურ წერეთელი, 25. ნუგზარ უგველაძე, 26. მიხეილ ბერიძე, 27. გელა გვიანიძე, 28. დავით კუპატაძე, 29. აიდმირ ლაგვილავა, 30. თამაზ როსებაშვილი, 31. დავით აზარაშვილი, 32. მაჩალაძე (სამწუხაროდ სახელი უცნობია), 33. გია გურგენიძე, 34. ზურა ხეცურიანი, 35. ზურაბ ბიბილაია, 36. თამაზ ტვირთვიშვილი, 37. ემზარ ქვარიანი, 38. ენვერ ანდღულაძე, 39. ირაკლი გარსევანიშვილი, 40. გიორგი გვარიძიშვილი, 41.ზაქარია ხურციძე, 42. ვაგიპ ალიევი, 43. ბექა ბენდიაშვილი, 44. ვაჟა ჯამაგიძე, 45. კოტე კუჭავა, 46. დავით ლორია, 47. ნოდარ ცინცაძე, 48. დავით ტარიელიძე, 49. ლაშა ბოჭოიძე.
„პირები, რომელთა ახლობლები დაგვიკავშირდნენ და განაცხადეს, რომ იპოვეს დაკარგული ახლობლები, სულ 13-ია - ამბობს ბესელია - ესენია: გია ნაცვლიშვილი, გიორგი როგავა, ლაშა კეკელიძე, მუმუკა სიგუა, დავით ქინქლაძე, ედემი კანკია, ვილჰელმ მახარაძე, მამუკა გრძელიძე, ნანა ქურდოვანიძე, მამუკა ნემსიწვერიძე, უჩა ძიძიკაშვილი, იური კვარაცხელია, მირზა კოჩაძე“.
დაკარგულთა სია „რეზონანსს“ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმამოძრაობამაც“ მიაწოდა. მათ მიერ დაკარგულად მიიჩნევა 47ადამიანი და ეკა ბესელიას მიერ შეჯერებული სიისაგან განსხვავებით 13 ახალი სახელი და გვარია.
ესენია: ბერაძე ვასილი, გაბისონია ბესო, გვარაია ბაჩო, გძელივანაშვილი ირაკლი (ახმეტა), კერესელიძე ილია (რაჭა), მგელაძე გელა (თბილისი), ნაცვლიშვლი გია, ნაჭყებია (სახელი უცნობია - მარტვილი), რიჟამაძე ავთო, სამსონაშვილი ბესიკი, ცხვარიაშვილი გიორგი (მცხეთა), ხეჩიაშვილი ვალერი, ჯამაგიძე ვაჟა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სიებში გარკვეული უზუსტობებია, რადგან ეს ნუსხა ორივე მიმართულებით (დაკარგულებს პოულობენ, ახალი დაკარგულების გვარები ჩნდება) ძალიან სწრაფად იცვლება. თანაც, არის შემთხვევები, რომ ესა თუ ის დაკარგული ადამიანი ოჯახმა უკვე იპოვა, მაგრამ ამ ინფორმაციის მიწოდება მათთვის აღარ ხდება.
ვახტანგ ყოლბაია: „იყო დიდი სია, მაგრამ შემდეგ ზოგი გამოჩნდა და ახლა ჩვენ 47-კაციანი სია გვაქვს, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ სიებთან არის შეჯერებული. ამ სიების შეჯერება ყოველდღიურად მიმდინარეობს, მაგრამ 100%-იანი არც ეს არის. შეიძლება, ეს ხალხი უკვე გამოჩნდაოჯახებში, მაგრამ ეშინიათ, ერიდებიან გამოსვლას და არ ახმაურებენ ჩვენთან. პირადად ჩვენ 15 ოჯახმა უშუალოდ მოგვმართა თხოვნით, ოჯახის წევრი დაკარგულია და დაგვეხმარეთო. მათგანაც რამდენიმე უკვე გამოჩნდა და ოჯახმა ესეც შეგვატყობინა. დანარჩენ დაკარგულებზე კი ვიცით მეგობრის, ნაცნობის, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისა და არასამთავრობოების მეშვეობით. მაგალითად, არის თხოვნები, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დაკავებულთა სიაში ჩვენი გვარი წერია, მაგრამ იზოლატორებში დავდივართ და ვერ ვპოულობდთო. არც თავად შსს-დან მოგვსვლია რამე შეტყობინებაო. ამიტომაც კარგი იქნება შს სამინისტრომ საბოლოოდ გამოაქვეყნოს 26 მაისის აქციის გამო ყველა დაპატიმრებულის სია, რომ ბოლო მოეღოს ამ გაუთავებელ მკითხაობებს“.
მისი თქმით, შსს-მ დაპატიმრებუოთა სია 27 მაისს,აქციის დარბევიდან მეორე დღესვე გამოაქვეყნა, თუმცა ამის მერეც მიდიოდა დაკავებები და იზოლატორებში იმაზე გაცილებით მეტი პირი ზის, ვიდრე ეს თავად შსს-მ და შემდეგ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნეს.
ყოლბაია განმარტავს იმასაც, რომ არ არის გამორიცხული, დაკარგულთა სიაში არსებული ადამიანები საავადმყოფოებშიც იყვნენ.
„ჩვენ საავადმყოფოებმა დაზარალებულებზე ცნობები არმოგვაწოდეს. ჯანდაცვის სამინისტროს სამი დღის წინ გავუგზავნეთ თხოვნა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად ვინ და რამდენი კაცი წევს სამკურნალო დაწესებულებებში. ჯერჯერობით პასუხი არ მოგვსვლია“ - ამბობს ყოლბაია.
ჯანდაცვის სამინისტროს დაშავებულთა შესახებ საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც შს სამინისტრო ამბობს რამეს დაპატიმრებულთა ახალი მონაცემის გამოქვეყნებასა თუ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე. ერთადერთი, რაც განაცხადეს, ისაა, რომ შს სამინისტრო 26 მაისთან დაკავშირებით არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს.
იურისტი ეკა ბესელია ამბობს, რომ უკვე ერთი კვირაა მათმა ორგანიზაციამ დაკარგულთა 47-კაციანი სია შს სამინისტროს კანცელარიაში ჩააბარა, მაგრამ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ ჩანს.
ეკა ბესელია: „შესაძლებელია ისიც, რომ ეს დაკარული 48 კაციარ იყოს რეალურობის აღმნუსხავი, იმიტომ, რომ უკუგადამოწმებისშესაძლებლობა არ არსებობს და უნდა დაველოდოთ შს სამინისტროდან როდის განაცხადებენ, ვინ ჰყავთ დაკავებული.
„რამდენიმე ადამიანმა დარეკა, თქვა, რომ ოჯახის წევრებმა ისინი დაკავებულთა შორის იპოვეს. სხვათა შორის, ამ ადამიანთა გვარები არც შსს-ს და არ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ დაკავებულთა სიაში არ ეწერა. ოჯახის წევრები კი მაინც ეძებდნენ იზოლატორებში და მათ ადგილსამყოფელს ვერ პოულობდნენ იმიტომაც, რომ დაპატიმრებულებს ხშირად უცვლიდნენ ადგილებს და სხვადასხვა ქალაქებში გადაჰყავდათ - გორში, ქუთაისში, მერე რუსთავში და ა.შ. თან ისე, რომ არავინ ატყობინებდა ოჯახს. ეს კანონის დარღვევაა, ადმინისტაციულ კოდექსისა და პატიმრობის შესახებ კოდექსში წერია, რომ პირი დაკავების შემთხვევაში ეს ფაქტი ოჯახს ან ახლობელს უნდა შეატყობინო. რამოდენიმე ადამიანი დამალული იყო იმ დღეებში და გვიან გამოჩნდა. მსგავსი ზარების შედეგად კეთდებოდა სიის კორექტირება.
„გამოაქვეყნონ რეალურად დაკავებულთა ზუსტი რიცხვი და ეცოდინება საზოგადოებას, დაკარგულია თუ დაკავებული ეს პირები, მაგრამ დაკავებულთა სიას არ აქვეყნებენ, იმიტომაც, რომ მათი რადენობა ყოველ დღე მატულობს და თან არ უნდათ საზოგადოებამ ნახოს ის რიცხვი, რაც მათ იზოლატორებში გამოკეტეს“.
მისი თქმით, მათი შესაძლებლობა სრულდება იქ, სადაც სიის საბოლოო კორექტირება გაკეთდა. სხვა, სამწუხაროდ, არაფერი შეუძლიათ და ახლა მთავარი ისაა, რომ იმ ოჯახებმა, რომელთა წევრები ამ დრომდე სახლებში არ მისულან, ამის თაობაზე საჯაროდ გააკეთონ განცხადება.