„მთვრალი უგულავა ყვირის, ეს ქალაქი ჩემიაო

„მთვრალი უგულავა ყვირის, ეს ქალაქი ჩემიაო"

ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ინაუგურაციის ჩაშლა ყველაზე ნათლად დაანახებდა დასავლეთს ქართველი ერის სულისკვეთებას და ქვეყანას ამ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა.

თქვენ სითიპარკის დაფუძნებას აპროტესტებთ.

- უგულავამ ჩათვალა, რომ ეს ქალაქი მისია, ეს გზებიც და სახლებიც მისი საკუთრებაა. ჯერ სახლებზე აპირებდა კვადრატულ მეტრზე გადასახადის დაწესებას, ზონების მიხედვით - ცენტრში მეტი ფასი, პერიფერიებში -  ნაკლები. ამით, ვითომ ცენტრის განტვირთვა სურდა, სინამდვილეში, ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას იმხელა გადასახადს დაუწესებდა, რომ იძულებულს გახდიდა, ცენტრის გარეთ გასულიყვნენ. ამით უგულავა ხელში ჩაიგდებდა ცენტრს, ისევე, როგორც რიყე ჩაიგდო და რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა. მაშინ ეს არ გაუვიდა, რადგან ჩვენ აღვუდექით ძალიან სერიოზული აქციებით.

სითი–პარკთან დაკავშირებით მსგავსი რამის გაკეთებას უგულავა 2005 წელსაც გეგმავდა, ჯერ კიდევ მაშინ ავაღებინეთ ხელი ამ განზრახვაზე. როგორც ჩანს, მას შემოაკლდა სასუსნაო, აღარ იცის ფული სად იშოვოს, საიდან გამოივსოს ისედაც გავსებული ჯიბეები და საბანკო ანგარიშები. გადაწყვიტა, რომ ეს ქალაქი მისია და დაიწყო ჩვენი ქუჩების დაბეგვრა. ეს ქუჩები არაა უგულავას მამა–პაპის, არამედ ჩვენი ხალხის შრომითაა შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაა და ამ სტატუსის ქუჩებზე ყველანაირი ფორმით გავაპროტესტებთ ფასების დაწესებას. აქ დგომა უფასო უნდა იყოს, ხოლო ე.წ. სტაიანშჩიკების ხელფასი თავის თავზე უნდა აიღოს თბილისის ბიუჯეტმა, რომელიც საკმაოდ მაღალია.

მერიას ხშირად საყვედურობენრომ მათ ცენტრალურ მოედანზე სათავისო ავტოსადგომი მოიწყეს.

- რა თქმა უნდა, ავტოსადგომი მოიწყეს მერიის ირგვლივ, სადაც ყველასთვის აკრძალულია გაჩერება, გარდა მერიის თანამშრომლების. ესეც სერიოზული დარღვევაა. სხვათა შორის, მერიის თანამშრომლები შუა ქუჩაზე, უსაფრთხოების კუნძულებზე, აჩერებენ მანქანებს, თანაც ისეთი ავტოსადგომი გაიკეთეს მერიასთან, რომ არ მოუწიოთ ქუჩაში გადმოსვლა და შენობაში შესვლა, რათა ვინმე არ დახვდეთ. პირდაპირ დახურულ კარში შედიან და საიდუმლო ასასვლელით ადიან თავის კაბინეტებში, სადაც ბუზიც ვერ შეაღწევს. როცა ჩვენ გახლდით თბილისის საკრებულოს წევრები, მისი კარი ღია იყო. მათ შორის, სააკაშვილის თავმჯდომარეობის დროს, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო საკითხის დაყენება. ძალიან გაუტია და თავს გავიდა უგულავა.

ხშირად საუბრობენ უგულავასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზეფიქრობთრომ რეალურად სძირავენ უგულავას და მაინც ვერ ჩაძირეს?

- არ გვინახავს ერთმანეთის ჩაძირვის ფაქტები ნაციონალების მიერ? არ გვინახავს ჟვანიას ცხედარი? დაპატიმრებული ოქრუაშვილი? თანამდებობიდან მოხსნილი სალომე ზურაბიშვილი? იგივე ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ჯერ ლარად აჩუქეს 16 მილიონიანი აგარაკი, ახლა აუქციონზე უყიდიან. ნაციონალურ მოძრაობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან, კლასიკური გაგებით, ეს პარტია არ გახლავთ, არამედ - მშიერი მგლების ხროვა, რომლებიც ნანადირევის დანახვაზე ყველანაირ წონასწორობას კარგავენ და მსუქანი ლუკმის დასათრევად ხშირად ერთმანეთსაც ჭამენ. სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ამჯერად სამიზნე უგულავას წინააღმდეგ იყოს მიმართული. მით უმეტეს, რომ საიმედო წყაროებისგან ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც უგულავა გახდა თბილისის ე. წ. არჩეული მერი და დიდი ფული იშოვა, საპრეზიდენტო ამბიციაც გაუჩნდა. ღამღამობით რესტორნიდან მთვრალი გამოდის ხოლმე, საჭეს მიუჯდება, სანაპიროზე აჩერებს მანქანას, გადმოხტება და ყვირის, ეს ქალაქი ჩემიაო.

ამის თვითმხილველები არსებობენ?

- რასაკვირველია, დაცვის წევრები, პოლიციელები, პატრული და სხვები. ამ ხმებმა მიაღწია მიშას ყურამდე. ამავე დროს, შინაურობაში უგულავას ადღეგრძელებენ, როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტს და პატარა პრეზიდენტსაც კი ეძახიან. მისი საპრეზიდენტო ამბიციების, საარაკო თანხების შესახებ ყველაფერი იცის სააკაშვილმა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უგულავა ახალგაზრდაა, შესახედად სიმპათიურია, ეს სააკაშვილისთვის საშიშია, თორემ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტად მიშა იქნება თუ გიგი.

თუ ასეარატომ არ იცილებს უგულავასმით უფროგავრცელდა ხმებირომ შესაძლოაუგულავას ძველი საქმეები გამოუჩხრიკონ.

- ჩვენ გვახსოვს ჟვანიას პრეცენდეტი, მაგრამ ჟვანია გაცილებით უფრო საშიში იყო, ვიდრე უგულავა. თვითონ მიშა სააკაშვილი ჟვანიას პროექტია. ჟვანიამ მოიყვანა ის პოლიტიკაში, ისევე, როგორც ბურჯანაძე. არაერთხელ განუცხადებია შევარდნაძეს, მე ზურიკო მინდოდაო პრეზიდენტად და არა - მიშა, მაგრამ, როცა მიშა გახდა პრეზიდენტი, ზურიკოს იმედი მქონდაო. შევარდნაძეს შემთხვევით არ ჰქონდა ზურიკოს იმედი. როგორც ჩანს, ჟვანია სააკაშვილის მოცილებას და გაპრეზიდენტებას გეგმავდა. ამ თამაშში მის მხარეზე იყვნენ ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ბარამიძე და სხვები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი პოსტები ეკავათ. ბარამიძე შსს მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრიც იყო, ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე, თვითონ ჟვანია - პრემიერ–მინისტრი. ალბათ, ამიტომაც გახდა საჭირო მისი ფიზიკური ლიკვიდაცია, თუმცა შემსრულებელი ვინაა, ინფორმაცია არ გვაქვს. მოკლული რომ არის, ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა არაერთმა პერსონამ დაადასტურა, მათ შორის, შევარდნაძემ, ოქრუაშვილმა. უგულავა გაცილებით სუსტია, ამიტომ არა მგონია, მას ფიზიკური საფრთხე ემუქრებოდეს, თუმცა ლიკვიდაციის კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ.

უგულავას მოიცილებენ?

- სააკაშვილი აუცილებლად მოიცილებს უგულავას, დასაჭერადაა გამზადებული სუბელიანი, ახვლედიანი. მათ დიდი ფული აკეთეს, რაც უგულავას გარეშე არ მომხდარა. კოტროლის პალატა სწავლობს მათ საქმეს. იქ ბევრი არაფერია გასარკვევი, შემოსული თანხები ჩადებულია ჯიბეში და არ მოხმარებია დევნილებს, ომით დაზარალებულებს.

ამბობენრომ ნიკა რურუას გარემოცვის წევრიც დაუჭერიათ.

- რურუა ყოფილი მხედრიონელია, სააკაშვილს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა მხედრიონთან. როგორც ჩანს, მხედრიონის დანარჩენი ნაწილებისგან თავდასაცავად, მას გვერდით ჰყავდა ნიკა რურუა. სააკაშვილმა სამაგიეროს ასეთი გადახდა იცის, როცა ადამიანი აღარ სჭირდება, იცილებს. ამიტომ რურუას გასაგონად მინდა ვთქვა, ბატონო ნიკა, თუ თქვენ სააკაშვილს აღარ სჭირდებით, იცოდეთ, რომ მოგიცილებთ. ასევე, მინდა ეს ყველა ნაციონალს გავაგებინო.

გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლების დაკავშირება პატრიარქის სახელთან რატომ დასჭირდათ?

- პატრიარქის სახელის შეურაცხყოფის მცდელობა ახალი არაა, რადგან კარგად გვახსოვს ამერიკელი პოლიტოლოგის ბჟეზინსკის სიტყვები: ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ახლა ვიწყებთ დიდ ლაშქრობას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს დაწყებულია, გავიხსენოთ სერბეთის ტერიტორიის დაშლა–დანაწევრება და კოსოვოს აღიარება, მართლმადიდებლური საქართველოს დანაწევრება და მათი ტერიტორიების აღიარება.

ეს უკანასკნელი ხომ რუსეთის ხელით მოხდა?

- მართალია, რუსეთის ხელით მოხდა, მაგრამ საიდან მოდის, ყველამ კარგად ვიცით. საბოლოოდ, რუსეთის ტერიტორიის დაშლისკენაც მიდის მთელი პროცესები, მასაც ემუქრება მთელი სამხრეთ რეგიონის ჩამოცილება, რაც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. როცა პატრიარქის სახელს იყენებენ, ეს ერთი დიდი გეგმის პატარა ნაწილია. მსურს, ძალიან დიდხანს იცოცხლოს ჩვენმა პატრიარქმა და მიმაჩნია, სანამ ის ჩვენი საჭეთმპყრობელია, ქართულ ეკლესიას ვერავინ მოერევა. ის უდიდესი ავტორიტეტია მთელ მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ სამყაროში.

თურმე, 500 ათასი შესთავაზეს თეო ტლაშაძეს და სხვა ოპოზიციონერებს გადასაბირებლადზოგიერთი დათანხმდა ხელისუფლებასგარიგებების თაობაზე რას გვეტყვით?

- ყველაზე ადრე, 2002–2003 წლებში, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, ჩვენ შემოგვთავაზეს პრივილეგია. ამავე დროს, ვანო ზოდელავას სახით, შევარდნაძის ხელისუფლებაც საკმაოდ დიდ თანხას გვაძლევდა გადაბირების მიზნით. ზოგიერთი ლეიბორისტის გადაბირება მოახერხეს, კერძოდ, ავადცნობილი ზაზა ბეგაშვილის და მისი გუნდის. დღეს „ღირსეულ" პენსიას იღებს ბეგაშვილი. იგი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაია ნადირაძესთან ერთად მუშაობს. თანამდებობრივად მას არაფერი ევალება, მაგრამ ძველი "დამსახურებისთვის" ყოველთვიურად მუდმივ მაღალ ხელფასს 3 თუ 4 ათას ლარს აძლევენ. თუმცა, ჩვენი გარკვეული ნაწილი ვერ მოისყიდეს, ვერც დააშანტაჟეს, მათ შორის, თქვენი მონა–მორჩილიც. ეს პროგრამა ჩაუვარდათ, მაგრამ მოსყიდვის მეთოდი შესანიშნავად მოირგო სააკაშვილმა ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაშიც, რომლებზეც თავიდანვე ვამბობდით, რომ ისინი გაერთიანებულნი არ იყვნენ, არამედ დასაშლელად განწირულ კონგლომერატს წარმოადგენდნენ. მათი ნაწილი მოისყიდეს, ამიტომ ზოგიერთი პარლამენტს გარეთ დარჩა, ზოგი კი პარლამენტში შევიდა და ეს მაშინ, როცა ისინი ჩვენ გვთავაზობდნენ, დაგვეტოვებინა პარლამენტი. მათდამი სოლიდარობის მიზნით მართლაც არ შევედით.

მაშინ რისთვის დასჭირდათ აქციები?

- სიტყვა „ოპოზიციას" ყველა პარტიის მიმართ ნუ ვიხმართ. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, სააკაშვილის მოსვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ზოგიერთს სააკაშვილის სახელობის ღვინოც ჩამოუსხამს. ისინი, ვინც მისი საარჩევნო შტაბის უფროსები, პარლამენტის თავმჯდომარეები, პრემიერ–მინისტრები, გუბერნატორები, მისი სიით გასული დეპუტატები იყვნენ, ოპოზიციად ვერ იწოდებიან. მათ ჯერ მოიყვანეს სააკაშვილი, ხოლო შემდეგ მინიმუმ ორჯერ დატოვეს ხელისუფლებაში. ერთხელ 2007–2008 წლის აქციებისა და არჩევნების დროს დატოვეს. მაშინ ყველაზე სერიოზული დარტყმა მიიღო ხალხმა, როცა იპოდრომზე 300 ათასი კაცი შეკრიბეს და სახლში გაუშვეს. შემდეგ თვითონვე აღიარებდნენ, მიშა გვირეკავდა და გვეხვეწებოდა, ხალხი არ დაძრათო. მეორედ, ახლა დაუკარგეს ამ ხალხს იმედი.

ლეიბორისტები ხშირად ამბობთჩვენ სხვაგვარად მოვიქცეოდით და ხალხს სახლში არ გავუშვებდითომაშინ ხომ სისხლი დაიღვრებოდა?

- რატომ ვამბობთ, რომ სისხლი გარდაუვალი იქნებოდა? არ ვიცი, სისხლი ან დაიღვრებოდა, ან - არა. 2003 წელსაც აცხადებდნენ, რომ სისხლისღვრა გარდაუვალიაო, მაგრამ არ დაღვრილა.

მაგრამ ოპოზიცია აცხადებსრომ სააკაშვილი ამას არ მოერიდებოდა.

- თუ ამერიკელები დაინახავდნენ, რომ ქვეყანაში სერიოზული არასტაბილური ვითარებაა, რომ 14 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი 300 ათასი კაცი წასვლას არ აპირებდა, სხვანაირად იმოქმედებდნენ. ამის თვითმხილველი მე გახლავართ. როდესაც ოპოზიციის მაშინდელი ბელადი, ლევან გაჩეჩილაძე, ტაქსში ჩაჯდა და წავიდა, ხალხი ჩემთან და ნესტან კირთაძესთან მოვარდა (მაშინ იქ ვიყავით). მომიტინგეები კატეგორიულად გვთხოვდნენ, არ დაგვშალოთ, გაგვიძეხით და აქციები მთავრობის სახლის წინ გავაგრძელოთო. ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა, რადგან სხვის მიერ ორგანიზებული მიტინგი იყო. მერე მართლა რომ დაღვრილიყო სისხლი, გვეტყოდნენ, ჩვენ მშვიდობიანად გვინდოდა ამის მოგვარება, მაგრამ ლეიბორისტებმა თავისი სიხარბით, პოლიტიკური უმწიფრობით, შურის და ქვენა გრძნობების გამო ხალხი არ დაშალეს და ეს სისხლი მათ კისერზე იყოსო. მათ უნდა გაძღოლოდნენ ის პარტიები, ვინც ხალხი გარეთ გაიყვანა და ის პიროვნება, რომელმაც თუ არ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე ტური მაინც ჰქონდა მოგებული. ამ დროს კი მეორე ტურზე უარი განაცხადა. არა მგონია, ეს უარი კეთილშობილური მიზნების გამო განაცხადა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

თუმცათავის დროზე ლეიბორისტებმა ურთიერთობის დასათბობად წერილი გაუგზავნეთ ვენესუელის ხელისუფალსუგო ჩავესს.

- ჩვენ წერილები გავუგზავნეთ არა მარტო მას, არამედ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტებს, რაც ღამის შოუებში ჩვენი განქიქების და ქილიკის საბაბი გახდა. საბოლოოდ, ვინ გახდა დასაცინი, ამის შედეგებს ახლა ვიმკით. დასაცინი გახდა საქართველო, რომელიც დააქუცმაცეს. ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ერთი პარტიის წერილები საკმარისი არ იქნებოდა. ამას პრეზიდენტის დაუყოვნებელი ჩასვლა, მათთან შეხვედრები სჭირდებოდა. საკალათბურთო მატჩებზე დასწრებები და სისულელეები კი არა, უნდა ჩასულიყო უგო ჩავესთან, თუ საჭირო იყო, სერიოზულ დათმობებზეც წასულიყო.